 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 23 თებერვალი, 2011 |
„კაცი, როცა ახალგაზრდა ხარ, სულ გგონია, რომ შენს გარდა ყველას შეიძლება მოეწიოს სიკვდილი“
შტეფან ცვაიგი / „ამოკი“
მე მოგითხრობთ შემზარავ ამბავს, რომელიც მოხდა ლონდონში, მეოცე საუკუნის მიწურულს. ეს გახმაურებული მკვლელობა დღემდე შიშის ზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. თანაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ყოვლად ამაზრზენი მკვლელობის ამბავი დღემდე გაუხსნელია და მკვლელიც მხოლოდ ფიგურალურად არსებობს, თუმცა სახელი არ გააჩნია. დაუსჯელი დანაშაული აწევს ყველა მათგანს, ვინც შეესწრო ამ ისტორიას. ქრონოლოგიურად ყველაფერი ბევრად ადვილი და შესამჩნევი ხდება, როგორც ლუპისქვეშ არსებული რაიმე ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ვირუსი. მკვლელობის მანია, იგივე ამოკი მეტად სახიფათო დაავადებაა და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს იგი. არადა ცოდვები მონეტებს ჰგვანან.. ვერცხლის მონეტებს...
„ დაკოტა დუბლინელი დიასახლისი მუდამმოჭუტული თვალებით“
დაკოტა არაფრით გამოირჩეოდა ინგლისელი დიასახლისებისგან გარდა ერთისა, მას მეტად მკვეთრი აქცენტი ჰქონდა და საუბრისას მუდამ მოჭუტული თვალებით შეჰყურებდა თანამოსაუბრეს. თავისი კომპლექსების გამო, რომელიც იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე თავზე თმა, ის ერიდებოდა სახალხო ღონისძიებებს და საკუთარი დაკვირვებით კრებდა ინფორმაციას თავისი მეზობლების შესახებ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა იშვიათობა, როცა ქალბატონები, რომელთაც საკუთარი ცხოვრებაც კი არ გააჩნიათ ურცხვად ძვრებიან სხვებისთვის განკუთვნილ ბედნიერებაში და საშინელი ბოღმით ანადგურებენ მას. უკვე შემდგომში დაკოტა იყო პირველი, ვინც აღმოაჩინა ჯორჯის უსიცოცხლო სხეული მის ერთობ სადად გაწყობილ სახლში. ალბათ ასეთი შესავლის შემდეგ თქვენ წარმოიდგენთ ამ ქალბატონს, როგორც შეუხედავ, მეტად მხცოვან მანდილოსნად, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. დაკოტა ცოტა ხნის წინ გადასცილებოდა ბალზაკის ასაკს და მის სახეს სულ ახლახანს შეჰპარვოდა ნაოჭების წვრილი ქსელი თვალებთან. აღნაგობაც არ ჰქონდა ერთი შეხედვით ცუდი. მხოლოდ ხანდახან, სიარულისას მარცხენა მხარი ოდნავ დამრეცად ჰქონდა დაცურებული თითქოს. თუმცა ეს რა სათვალავში ჩასაგდები ნიუანსია. საერთო ჯამში უფალს კიდევ ერთხელ რომ გადაეხედა მისი ცხოვრებისათვის ალბათ თავადაც გაოცდებოდა ასეთი უღიმღამო ყოფის გამო. დუბლინელი დიასახლისი სულ რამდენიმე წელია, რაც ამ კვარტალში დასახლდა და ერთგვარი შთაბეჭდილებაც დატოვა მეზობლებზე. მისტერ ჯორჯი მარტოხელა კაცი გახლდათ და ამიტომაც არ ერიდებოდა ხანდახან კეკლუცს უსიამოვნოდ მოჭუტულთვალება დიასახლისთან, თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ ეს სერიოზულობას მოკლებული არშიყი იყო. არ ვიცით ამაზე თავად დაკოტა რას ფიქრობდა, მაგრამ ერთი კი ფაქტია, - არცერთ ქალბატონს ისე არ გაუვლია მისტერ ჯერემის სახლში, რომ მას არ სცოდნოდა ამის შესახებ. რა დასამალია და ხშირად გულიც კი სწყდებოდა მის ასეთ თავხედობაზე და ცრემლმომდგარს მუდამჟამს დარდად აწვა ამ საშინელი მექალთანეს ხასიათი. ასე გადიოდა დღეები უსაგნო ლოდინსა და სხვისი ბედნიერების განსჯაში სანამ, ერთ დღესაც შემზარავმა ყვირილმა არ შეძრა კორპუსი. ეს ჩვენი დუბლინელი დიასახლისის არაადამიანური ხმა გახლდათ. როგორც შემდგომ გაირკვა ამ ქალბატონის წარსული არც იმდენად უინტერესო იყო, როგორც აწმყო... შვილის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში დასახლებული დაკოტა ცდილობდა გამოკეტილიყო თავის არსებაში და ასე გადაეტანა საშინელი ტკივილი. ზუსტად მაშინ შენიშნა თავისი კარის მეზობელი და სასიამოვნო განცდების მოძალება იგრძნო. მან მხოლოდ ჯორჯის სიკვდილის შემდეგ აღიარა საკუთარ თავთან მისდამი ავადმყოფური სიყვარული, რომელიც შვილის დაკარგვის მერე გაჩენილიყო მასში და ასე აფეთებდა მის მთელ არსებას. და სასწაული მაინც მოხდა! ერთხელ, როცა ჯერ კიდევ საღ-სალამათი ჯორჯი კიბეებზე ამორბოდა ახალგაზრდული შემართებით მან შემთხვევით მოჰკრა თვალი კიბეებზე ჩამავალ დაკოტას და იმდენად მოიხიბლა მისი ლამაზი მკერდის ღია ნაწილით, რომ გადაწყვიტა ღამე სტუმრებოდა მას. არავინ იცის რა მოხდა იმ ღამეს, რადგან ერთადერთი დიასახლისი, რომელსაც სხვისი ბედნიერების სათვალთვალოდ ეცალა ამჟამად დაკავებული იყო და თანაც საკუთარი სიხარულით. ამ ამბიდან სამ კვირაში დაკოტა უკვე ჯორჯის უსულო სხეულს დამხობოდა ზემოდან და სასოწარკვეთით სავსე ცრემლებით დასტიროდა მას. წარმოგიდგენიათ რა სასაცილოა ცხოვრება? სიკვდილის შემდგომ ბოძებული ბედნიერება ისევ სიკვდილთან უნდა მიიტანო. რა აზრი აქვს მაშინ ცხოვრებას, თუკი დაბადების არსებობა უკვე დასასრულის თანაარსებობაზე მეტყველებს?
„ ჰელენი ფარმაცევტი გოგონა, მკაცრად შეკრეჭილი წითური თმით “
(უაზრობა იქნება ეს გოგონა რომ არ გაგაცნოთ, რადგან მკვლელობის მიზეზი სისხლში არსებული შხამის მაღალი შემცველობა გახლდათ). მაღალსართულიანი კორპუსის ქვემოთ, სადაც მოხდა ეს საშინელი მკვლელობა, დიახ, ზუსტად იმ შენობის გვერდით, სადაც მისტერ ჯორჯი ატარებდა თავის უდარდელ ყოფას, აფთიაქი მდებარეობდა. პატარა ფართი ეკავა მას, თუმცა არასოდეს აღინიშნებოდა მყიდველთა სიმცირე. იმ დღესაც, სანამ შუადღე მოაწევდა და მკვლელობის ამბავი მთელ კორპუსს მოედებოდა, ჰელენი დახლთან იდგა და დაბნეული სახით კითხულობდა რეცეპტს. გასაგებ მიზეზთა გამო მას ახლა ნამდვილად არ ჰქონია ის საოცარი, ამაღლებული განწყობა, რომელიც უკანასკნელი ერთი წელია თან სდევდა. ჰელენი ერთთავად მიმნდობი და გულუბრყვილო გოგონა გახლდათ, რომელსაც ახლახანს შუსრულდა ოცდახუთი წელი. მას ჯერ კიდევ სჯეროდა სასწაულების და ისეთი დაბეჯითებით ამტკიცებდა მის არსებობას, რომ მოსაუბრეთა შორის მხოლოდ თანაგრძნობანარევ ღიმილს იწვევდა. ჰელენი ჯიუტიც გახლდათ. ის სკანდინავიაში, ერთ-ერთი ცნობილი ფერმერის ოჯახში დაბადებული ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელმაც სრულწოვანებასთან ერთად სრული თავისუფლება მოიპოვა და პირდაპირ ლონდონისკენ გამოემგზავრა. ო, რამდენი საინტერესო რამ გადახდა მას მთელი ამ მოგზაურობის პერიოდში, მაგრამ ვერაფერმა დატოვა მასზე ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება, როგორც აფთიაქის გვერდით მცხოვრებმა, აწ უკვე გარდაცვლილმა ჯორჯმა დაუტოვა. როგორც უკვე მიხვდებოდით, ეს, წითურთმიანი გოგონა მექალთანე ჯორჯის კიდევ ერთი მოტყუებული არსება გახლდათ. ხოდა ზუსტად იმ დღეს დაბნეული ჰელენი თავის დამსხვრეულ ოცნებებზე ფიქრობდა, როცა ეზოში გაბმულ ყვირილს მოკრა ყური და მაშინვე წამოიჭრა, თუმცა ნაბიჯი ვერ გადადგა, თითქოს ადგილზე გაქვავდაო. რამდენიმე დღით ადრე, როცა თავის ტკივილის წამლების საყიდლად მივაკითხე აფთიაქს (ეშმაკმა დალახვროს ეს შაკიკი!) და დახლთან ცრემლებამდე მისული ჰელენი ვიხილე, მაშინვე გავივლე გულში მისი დახმარება. ისიც, როგორც უკვე გითხარით მთლიანად მომენდო და მითხრა, რომ ერთი ნაძირალასაგან იყო ორსულად. კითხვაზე, - თუ რატომ მოიხსენიებდა ასე მისი მომავალი შვილის მამას?, მან მიპასუხა, რომ მის სახლში შემთხვევით მოხვედრილი ქალის არაშემთხვევითი სექსუალური აქტი გახდა განხეთქილებისა და ამხელა სიძულვილის მიზეზი. - მთელი ღამე გავატარე მის კართან შორი-ახლოს მდგარმა და ლამის მეტყველება დამეკარგა მეორედ, როცა ვიხილე ვიღაც ხეიბარი ქალი. წარმოგიდგენიათ? მან ვიღაც ხეიბარში გამცვალა, რომელსაც მხრებიც კი არ ჰქონდა თანაბარი. გასაგები იყო, ვიზეც საუბრობდა ჰელენი. იცით, მისი მწარე სიტყვების მიუხედავად, მე იმთავითვე მივხვდი, რომ ეს გოგონა თავისი კეთილშობილი თვალებით ვერაფრით დაიტევდა ისეთ საშინელ გრძნობას, როგორიც შურისძიება იყო, თუმცა ხმა არ ამომიღია. მივიხუტე გულთან ახლოს და თმაზე ხელი გადავუსვი. არა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი, თუმცა არ მკითხოთ რა მაძლევდა ასე გადაჭრით რამის მტკიცების უფლებას. პირველი, რაც ყვირილის შემდეგ წითურმა ფარმაცევტმა მოიმოქმედა, ეს მისი მექანიკური საქციელი იყო, როცა მან ხელი ოდნავ წამოზრდილ მუცელზე იტაცა. დედის ინსტინქტი ხომ ყველაზე ძლიერი რამ არის ამქვეყნად...
„ჯინა უფერული მოსამსახურე მკაცრი, სწორკუთხა ნაკვთებით“
ის მისტერ ჯორჯის ყველაზე მრავალხნიანი მოსამსახურე გახლდათ მათ, შორის ვინც კი მას ჰყოლია. თუ რატომ, ამაზე პასუხი საკმაოდ მარტივი მისახვედრია. ჯინა უკვე ორმოცდაათ წელს იყო გადაცილებული და იმდენად მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, იფიქრებდით არასოდეს იღიმისო. შესაძლოა მისტერ ჯორჯი ასე სულაც არ ფიქრობდა, თუმცა ჩვენ ამას აწი უკვე ვერასოდეს გავიგებთ. ფაქტი კი ის გახლდათ, რომ ეს სწორკუთხა ნაკვთების მქონე ქალი ყოველ დილას სტუმრობდა მის სახლს და გულმოდგინედ ალაგებდა, რაშიც არც თუ ისე მცირე გასამრჯელოს იღებდა. იმდენად უფერული გახლდათ ამ ქალის პიროვნება, რომ არც კი ვიცი რა მოგითხროთ მასზე, რომ კითხვაში ასე ჩართული მკითხველი დაგაინტერესოთ. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს აღვნიშნავ, იმ ავადსახენებელ დღეს, როცა დუბლინელმა დიასახლისმა მისტერ ჯორჯის გვამი იპოვა მისსავე სახლში, დიახ, ზუსტად იმ დღეს არ ყოფილა ჯინა სახლის დასალაგებლად. ამაზე მეტად საინტერესო კი ის გახლავთ, რომ შემდგომი გამოძიების მასალებში, დაკითხული დამლაგებელი ქალი ამტკიცებდა, რომ იმ დილით თავად მისტერ ჯორჯმა დაურეკა მას და სთხოვა არ მისულიყო მის სახლში, რადგან გადაუდებელი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. კაცს არ უთქვამს ვის ელოდა, თუმცა ჯინა ამტკიცებდა, რომ არაბუნებრივად აღელვებული ჩანდა მისტერ ჯორჯი. მაინც რა არის ქალური ინტუიცია. საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ თურმე ეს ამბავი შეხვედრის შესახებ ცუდად მოჰხვედრია გულზე.
გამოძიების მასალებში ამ სამი ქალის ვერსია ისე იყო ერთმანეთში გადახლართული, რომ საკმაოდ ძნელი გახლდათ მათი განცალკევება. გულის სიღრმეში, დაკოტა ჰელენს ადანაშაულებდა, ჰელენი კი მას უბრუნებდა უნდობლობას. თავის მხრივ, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჯინა ორივეზე ეჭვობდა. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ჯორჯი იცნობდა მკვლელს, რადგან კარი თავისი ნებით გაუღო. რა ოხერი რამაა ეს ძაღლის თავი, ღმერთმანი, არასოდეს იცი სად არის დამარხული.
არ ვიქნები მართალი თქვენს წინაშე ერთი-ორი სიტყვით თავად უბედურების ეპიცენტრი - მისტერ ჯორჯი რომ არ აღვწერო. გამიჭირდება სუბიექტურობისგან თავის დაღწევა, თუმცა ვეცდები ცოტათი მაინც მოვფინო ნათელი მის პიროვნებას. სამსახურებრივი საქმიანობა ალბათ მეტად მოსაწყენი იქნება თქვენთვის, ამიტომაც გეტყვით მხოლოდ ერთს, - თავისი პროფესიის წყალობით იგი ბევრს მოგზაურობდა და ლონდონი გახლდათ ის ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე ხანგრძლივი დრო გაატარა, მთელი ათი წელიწადი! იგი ორმოცდახუთიოდე წლის, ჭაღარაშერეული მამაკაცი გახლდათ. სიმპატიური ნამდვილად არ იყო, თუმცა სანდომიანი იერი ჰქონდა, რის გამოც ასე ტყუვდებოდნენ ქალები. გულუხვობაც შეიძლება ერთ-ერთ მის ღირსებად ჩაითვალოს, რადგან არცთუ ისე ბევრი კარგი თვისება გააჩნდა მას. მექალთანე ბუნება მისი პროფესიის ნაწილად ქცეულიყო და ქალაქიდან ქალაქში ნადირობდა სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. თავისი ცხოვრების წესს არც სიყვარულის ტყვეობაში მყოფმა უღალატა. ერთხელაც, საფრანგეთში თავისი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი ქალი - ჟანა დატოვა. ოხ, შეუძლებელია ამ ქალის თვალები ვინმეს ეხილა და დაევიწყებინა შემდგომ როგორმე. კამკამა ცისფერ თვალებში ათინათი ელვარებდა თითქოს. თუმცა... როგორც უკვე გითხარით, მისტერ ჯორჯი ქვეყნად ვერაფერს აფასებდა და ეს ქალბატონიც თავხედურად მიატოვა ისე, რომ მისი ასავალ-დასავალიც არ უკითხავს შემდგომ. და იქნებ, თქვენ როგორ ფიქრობთ მკითხველო.. იქნებ იგი ამ აღსასრულის ღირსი იყო? უამრავი ქალი გააუბედურა.. ჟანა, კეროლი, ჰელენი და კიდევ მრავალი დატოვა ასე - იმედგაძარცვული. არადა რა საოცარია ცხოვრება? სანამ ჯან-ღონე გერჩის გგონია რომ ვერაფერი მოგერევა, თავად სიკვდილიც კი.
დღემდე გაუხსნელია ეს დანაშაული და სიმართლე გითხრათ, მე მგონია რომ განგების ხელი ურევია ამაში. ალბათ გაინტერესებთ ვინ იყო მკვლელი? მაგაზე ვერაფრით გაგაწბილებ მკითხველო. მე, თქვენი მონა-მორჩილი გახლდით ბედის აღმსრულებელი. ჟანას შვილი, აწ უკვე დეტექტივების მწერალი ახალგაზრდა. საქმის ასე ოპერატიულად აღსრულებაში მადლობა მინდა გადავუხადო დაკოტას ახლომხედველ თვალებს, რის გამოც ისინი მუდამ მოჭუტულ მდგომარეობაში იყვნენ და ჰელენის გულუბრყვილო უნარს - ყველა უცხოს გადაუშალოს გული. და რა თქმა უნდა, ჯინას, რომელსაც ინტერესი კლავს თუ ვინ ესტუმრა იმ დილით გარდაცვალებამდე მისტერ ჯორჯის. სამწუხაროდ მოსამსახურე უკვე ვერასოდეს გაიგებს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა მას ესაუბრებოდა ტელეფონზე, მისი უფროსის უკანონი შვილი იმყოფებოდა ბინაში და მოწამლულ ჭიქას აწვდიდა პოტენციურ მამას. თუმცა არც ეს გახლავთ ტრაგედია. ხომ იცით, სხვისი ტკივილი ადვილად ავიწყდება ადამიანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რაღაც ახალი... და ძალიან ნაცნობი ერთბაშად :)
"არადა ცოდვები მონეტებს ჰგვანან.. ვერცხლის მონეტებს..." _ ასეთ მარგალიტებს ამ გვერდზე, რომ არაერთს წააწყდება მკითხველი, უკვე ნორმაა :) კი!.. ყოველ ცოდვაში, იუდას ნიხრით გვიხდიან... რაღაც ახალი... და ძალიან ნაცნობი ერთბაშად :)
"არადა ცოდვები მონეტებს ჰგვანან.. ვერცხლის მონეტებს..." _ ასეთ მარგალიტებს ამ გვერდზე, რომ არაერთს წააწყდება მკითხველი, უკვე ნორმაა :) კი!.. ყოველ ცოდვაში, იუდას ნიხრით გვიხდიან...
13. არც კი ვიცი რა მოგითხროთ მასზე, რომ კითხვაში ასე ჩართული მკითხველი დაგაინტერესოთ.- მართლა ისე ჩავერთე კითხვაში... ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა :) არც კი ვიცი რა მოგითხროთ მასზე, რომ კითხვაში ასე ჩართული მკითხველი დაგაინტერესოთ.- მართლა ისე ჩავერთე კითხვაში... ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა :)
12. მომეწონა მშვენივრად წერ, , თუმცა ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია ის, რომ ამბავი ,რომელიც მოხდა ლონდონში
"ერთ დღეს შემზარავმა ყვირილმა, შეძრა კორპუსი, ეს ჩვენი დუბლინელი დიასახლისის არაადამიანური ხმა გახლდათ". როგორც ვიცი, კორპუსი შეძრა კი არა, კარის მეზობელიც კი ვერ გაიგებს რა მოხდა თუ დაინტერესდი და მაინც იკითხე-გიპასუხებენ, გმადლობთ, გვაპატიეთ ეს ჩვენი პირადი საქმეა, მიტ უმეტეს მუდამ ნისლიანი ლონონისთვის, შეიძლება მე ვცდები, რავი ასე კი ამბობენ. დანარჩენი ყელაფერი კარგია! მომეწონა მშვენივრად წერ, , თუმცა ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია ის, რომ ამბავი ,რომელიც მოხდა ლონდონში
"ერთ დღეს შემზარავმა ყვირილმა, შეძრა კორპუსი, ეს ჩვენი დუბლინელი დიასახლისის არაადამიანური ხმა გახლდათ". როგორც ვიცი, კორპუსი შეძრა კი არა, კარის მეზობელიც კი ვერ გაიგებს რა მოხდა თუ დაინტერესდი და მაინც იკითხე-გიპასუხებენ, გმადლობთ, გვაპატიეთ ეს ჩვენი პირადი საქმეა, მიტ უმეტეს მუდამ ნისლიანი ლონონისთვის, შეიძლება მე ვცდები, რავი ასე კი ამბობენ. დანარჩენი ყელაფერი კარგია!
11. თავმდაბლობა მერე, როცა ჭკუასა და ნიჭზე მივა საქმე :) ახლა მე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე.. ფაქტები კი, ჩემო სმიტ, ხან არიან რეალურნი და ხან არა, ეშმაკმა უწყის! :) თავმდაბლობა მერე, როცა ჭკუასა და ნიჭზე მივა საქმე :) ახლა მე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე.. ფაქტები კი, ჩემო სმიტ, ხან არიან რეალურნი და ხან არა, ეშმაკმა უწყის! :)
10. არც მე ვიცი უკან გაშვება, ყოველთვის რჩება რაღაც ფრაგმენტი და ამიტომაც შეუძლებელი ხდება ჩემი დავიწყება მხოლოდ დროებით...
რამხელა თავმდაბლობაა :)
ობობები ჭკვიანი არსებები არიან :) არც მე ვიცი უკან გაშვება, ყოველთვის რჩება რაღაც ფრაგმენტი და ამიტომაც შეუძლებელი ხდება ჩემი დავიწყება მხოლოდ დროებით...
რამხელა თავმდაბლობაა :)
ობობები ჭკვიანი არსებები არიან :)
9. არც მე ვიცი უკან გაშვება, ყოველთვის რჩება რაღაც ფრაგმენტი და ამიტომაც შეუძლებელი ხდება ჩემი დავიწყება :) მხოლოდ დროებით... მიყვარს ობობები :) არც მე ვიცი უკან გაშვება, ყოველთვის რჩება რაღაც ფრაგმენტი და ამიტომაც შეუძლებელი ხდება ჩემი დავიწყება :) მხოლოდ დროებით... მიყვარს ობობები :)
8. ჭაობი უკან არ აგდებს არმოწონების შემთხვევაში და არც დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, წინასწარ რომ შეარჩიოს მსხვერპლი :)
ობობა გამახსენდა, რატომღაც, თავისი ქსელიანად :)
ჰაჰ, რა გამახსენე :) კი, მინახავს და ფეხიც ჩამიყვია, რაძი ინწირესა :D ოღონდ ხალხი მყავდე იქვე, ამომქაჩეთ თუ რამეა-მეთქი :D ჭაობი უკან არ აგდებს არმოწონების შემთხვევაში და არც დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, წინასწარ რომ შეარჩიოს მსხვერპლი :)
ობობა გამახსენდა, რატომღაც, თავისი ქსელიანად :)
ჰაჰ, რა გამახსენე :) კი, მინახავს და ფეხიც ჩამიყვია, რაძი ინწირესა :D ოღონდ ხალხი მყავდე იქვე, ამომქაჩეთ თუ რამეა-მეთქი :D
7. ჭაობი ვარ, სმიტ :) გინახავს ახლოდან ჭაობი? :) ჭაობი ვარ, სმიტ :) გინახავს ახლოდან ჭაობი? :)
6. არა, ზუსტად გეხერხება პორტრეტების ხატვა, რაა. ჩამთრევი ხარ :) არა, ზუსტად გეხერხება პორტრეტების ხატვა, რაა. ჩამთრევი ხარ :)
5. ჰელენის გულუბრყვილო უნარს - ყველა უცხოს გადაუშალოს გული.
მშვენიერია. 555 ჰელენის გულუბრყვილო უნარს - ყველა უცხოს გადაუშალოს გული.
მშვენიერია. 555
4. მექანიკური შეცდომა, რომელიც ორგან გამპარვია ჩასწორებულია :) მისტერს ჯორჯი ჰქვია მექანიკური შეცდომა, რომელიც ორგან გამპარვია ჩასწორებულია :) მისტერს ჯორჯი ჰქვია
3. თავიდან მოქმედ გმირს ჯორჯი ჰქვია და შემდეგ ჯერემითი იცვლება, თუ შემეშალა რაიმე?! :) თავიდან მოქმედ გმირს ჯორჯი ჰქვია და შემდეგ ჯერემითი იცვლება, თუ შემეშალა რაიმე?! :)
2. მაგას ახლავე ჩავასწორებ, ქალბატონო თამარ :) მადლობთ :) მაგას ახლავე ჩავასწორებ, ქალბატონო თამარ :) მადლობთ :)
1. "მაღალი ოდენობის შხამი" - არა, ქეთ... დიდი ოდენობით შხამი ... ან შხამის მაღალი შემცველობა... :)
"თუმცა არც ეს გახლავთ ტრაგედია. ხომ იცით, სხვისი ტკივილი ადვილად ავიწყდება ადამიანს."
ამაში კი რა მართალი ხარ!... "მაღალი ოდენობის შხამი" - არა, ქეთ... დიდი ოდენობით შხამი ... ან შხამის მაღალი შემცველობა... :)
"თუმცა არც ეს გახლავთ ტრაგედია. ხომ იცით, სხვისი ტკივილი ადვილად ავიწყდება ადამიანს."
ამაში კი რა მართალი ხარ!...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|