ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2008


გიოს

,,იცი? ნერვები მტკივა ირი. . .
ვგრძნობ რომ ძალიან დავიღალე”
შენ რაღა გემართება მეგობარო?
რატომ ხარ ასეთი სევდიანი...

იქნებ ვერ უძლებენ შენი მხრები,
ცხოვრების ორღობის სივიწროვეს,
არა არ მოდუნდე, მოეშვები
და უიმედობა მიგითვისებს...

იცი? როგორ მესმის ჩემო, შენი,
გაქრობა მეც ბევრჯერ მდომებია,
ხო, ვიცი, ეს არაა ის ზღაპარი,
რომელიც მე და შენ გვინატრია.

შენთან სიმარტოვეს არ მოვუშვებ,
ნურც შენ დაანებებ ჩემს სისუსტეს,
ახლა ამ წუთიდან ხელს ჩაგკიდებ
და არ მიგატოვებ არასოდეს.

,,იცი? ნერვები მტკივა ირი. . .
ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე”
შენთვის აღვსდგები გარდაცვლილი,
მერე ჩემს დაღლასაც  დავივიწყებ. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები