 | ავტორი: კოლხიდელი1987 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 თებერვალი, 2011 |
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებდნენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
მორის ფოცხიშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, გაიხარე, ოთარ!:-* მადლობა, გაიხარე, ოთარ!:-*
2. უი,დამავიწყდა "სხვა"რომ არ ფასდება:( უი,დამავიწყდა "სხვა"რომ არ ფასდება:(
1. ძალიან მომწონს.რა ვქნა,+2ზე მეტი არ მაქვს:) "ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!"++++++++++++
ძალიან მომწონს.რა ვქნა,+2ზე მეტი არ მაქვს:) "ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!"++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|