ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


გული

დადიხარ, დაგაქვს თითქოს უფრო მოხუცის ძვლები,
გულიც ექიმთან წაიღე და დიაგნოზს, დასკვნას
დაგიდებენ, რომ არაფერი, უბრალოდ კვდები,
არამგონია, რომ მაშინვე ცრემლები წაგსკდეს.
საყვარელ გოგოს ნახავ, ძველი დრო და წუთები
გაგახსენდება, გაიცინებთ, ცოტას გაივლით,
მერე სახლთანაც გაყვები და იქ გაუთენებ
ღამეს, არ ეტყვი რომ იყავი იქ და აივნის
ჩიტებს სითბოს გაატან.
მოხუცის ძვლებს კი სახლში წაიღებ,
ეჭვობ, არ მოვა, სითბო ნანატრი,
ეჭვობ, არ იწყენ ვითომ, და ნიღბებს
იცვლი ხალხთან, რომ არ ჩაიძირო,
ენდობი მხოლოდ საყვარელ გოგოს,
იფარებ საბანს თავზეც, იძინებ,
მორიგი გულის შეტევა მოგდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები