ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2011


მე სივრცეს ავავსებ,და შიგ ჩავღვრი სიცოცხლეს,
ისე რომ არ გადმოიქცეს..
ისე რომ მეწამულ მთვარეს შეუერთდეს ფერთა სიყვითლე,
და ხელით შევეხო მას..
დავაფრთხო ღამის აჩრდილები,ჩემთან ოთახში შემოიპარონ
ისე რომ არ გამაღვიძონ..
გარეთ,
შიგნით,
დადიოდნენ მუზები ირგვლივ ჩემთან,
მე ისინი მაკონტროლებენ..
მე არ ვპოეტობ,
მე თვითონ ვარ პოეტი..
თეთრი ილუზია,გამჭვირვალე სხივებს მესვრის,
და წარსულიდან მოდის,ბგერები:
ხის ტოტებზე წვიმის ნამი,მე მიქარვებს დარდებს,
მე ფიქრებში ოცნებები სამომავლოდ თანმდევს.
ღრუბლებს იქით,თოვლი,მოსვენებას დადებს,
აი იქით,მწუხარება,დიდ კლდის ფერდობს ადევს.
დამდევს..
ვიღაც..
ეპარება ღამე დილას,და მზე მთვარეს სითბოს ჩუქნის.
დავიღალე..
აღარ მინდა ფერთა გლოვა,
მე სიბნელემ შუქი მთხოვა,
სხეულიდან სულში მდევნი.
აღარ მინდა..
აღარ მინდა..
აღარ მინდა,თვალზე ცრემლი. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები