 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2008 |
ეს ლექსი დაწერილია ჟურნალ''საგურამოსათვის'',ჩემი მეგობრის ივანე ამირხანაშვილის თხოვნით. და გამოქვეყნდა 2006 წლის მეორე ნომერში.მიეკუთვნება ჩემს ე.წ. '' საბუნებისმეტყველო ლექსების'' ციკლს . თემა აღებულია იაკობ გოგებაშვილის''ბუნების კარიდან '' -''აბრეშუმის ჭია'' .რასაკვირველია, ჩემი ''ავტორული ცოდნა'' აბრეშუმის ჭიის ბიოლოგიური არსებობის შესახებ შევავსე სპეციალური ლიტერატურითაც.ამას დაემატა ცხოვრებისეული გამოცდილებაც,მტკივნეული განცდა მეგობრებთან თანდათანობითი დაშორებისა. ლექსის ჟღერადობა სხვა კომპონენტებთან ერთად ეყრდნობა ი.ჭავჭავაძის სახელ '' ილია= -ში'' შემავალ ბგერათა კომბინაციებს,რაკი აქ ხმოვნები და ერთი სონორული ბგერაა,ლექსიც თავისებურად მჟღერი გამოვიდა. საყურადღებოა ასევე ერთი მომენტი.ამ ლექსის ფინალში პირველად გამოყენებულია ყველაზე ვრცელი შორისდებული ქართული ენისა(მანამდე გამოყენებული ეკუთვნის მ.მაჭავარიანს,ლექსში საბა':''სთქვა ოჰ-ოჰ -ოჰ -ო''და თითქოს გულში კიდეც ინანა...'' ). ფინალის განწყობა შთაგონებულია მხატვრული ფილმის ''პაპილონის'' ცნობილი კულმინაციური კადრით,როცა მთავარი გმირი მრავალწლიანი მრავალგზისი ცდის მერე ახერხებს ,გაიქცეს სამუდამო პატიმრობიდან,კლდიდან ატალღებულ ზღვაში ხტება და ამოყვინთული,თავისუფალი,მთელი სამყაროს გასაგონად ყვირის :'' ჰეი,შემომხედეთ,აი,როგორი ვარ!''
ჭუპრი-პეპელა (მეგობრებისთვის)
თუთის ფოთოლი მოილია. დარჩა ტოტები და ამ ტოტებზე - - უამრავი თეთრი კოშკი, კოშკი უკარო.
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები -
რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი! ვწევარ დაღლილი და თქვენგან უკვე ჩამიჩუმი არ მეყურება.
რა დაგვემართა? მწვანე სარჩო გვერგო ულევი, მწვანე გზა გვედო ოთხივ კუთხივ, ჩელტის კიდემდე. ვინ ფეხი ვეღარ მოიკიდა და გაისრისა, ვინ აიკენკა და ვის სენმა დარია ხელი. თითო პერანგიც ვერ დაცვითეს, ჩვენ კი, ო, ჩვენ კი დავშორიშორდით, დავთითოვდით და მოგვერია ტკბილი წვენი - - ძაფადსაქცევი და თუთის ტოტებს დავეკონეთ და დავტრიალდით. ო, ეს ტრიალი, და ტრიალით თავბრუდახვევა! პირველწიაღის მონატრებამ მარტოეულნი როგორ გვაბრუნა! -
შავგულაა თეთრი კოშკი, ყრუა კედელი. უკვე მელევა მოსამრავლებლად გადარჩევის ბოლო იმედი, ფრთები კი, სწორედ ახლა ვიგრძენ, როგორ მეზრდება და ჩინდაკარგულს, სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო; ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით, მაგრამ არასდროს მოგვანდობენ მთავარ არჩევანს. მოაწევს დრო და ნაცარტუტით დავიმდუღრებით. მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
ყელში მაწვება მწარე წვენი. ნუთუ ეს არის? არა! ამაო არის უკვე თავჩაგონება, რომ ყოველივე ამაოა. როცა გივლიან და სათუთად თავს გევლებიან, ვაი, თუ მართლა მოდუნდები და მიენდობი! ისინი თავის დროს ელიან. ჯანდაბას კოშკი! უდროობა ჩემი დრო არის.
ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჩემი შეფასების მაქსიმუმი. :) ჩემი შეფასების მაქსიმუმი. :)
12. რა დაგვემართა? მწვანე სარჩო გვერგო ულევი, მწვანე გზა გვედო ოთხივ კუთხივ, ჩელტის კიდემდე.
ქრისტიანული მოტივი გამახსენა რატომღაც - იესო რომ არიგებს მოწაფეებს უფალი ყველა მწერზე ზრუნავს და თქვენ ნუთუ მწერებს არ ჯობიხართო? არ ვიცი რამდენად გულისხმობდით აქ ამ მოტივს, მაგრამ ინტუიციამ მანდ წამიყვანა. 5 რა დაგვემართა? მწვანე სარჩო გვერგო ულევი, მწვანე გზა გვედო ოთხივ კუთხივ, ჩელტის კიდემდე.
ქრისტიანული მოტივი გამახსენა რატომღაც - იესო რომ არიგებს მოწაფეებს უფალი ყველა მწერზე ზრუნავს და თქვენ ნუთუ მწერებს არ ჯობიხართო? არ ვიცი რამდენად გულისხმობდით აქ ამ მოტივს, მაგრამ ინტუიციამ მანდ წამიყვანა. 5
11. "ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული".
მომეწონა. 5 "ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული".
მომეწონა. 5
7. კარგია, სულ ცოტა მომწყინდა...5 კარგია, სულ ცოტა მომწყინდა...5
6. კარგია ძაან. კარგია ძაან.
5. უდროობა ჩემი დრო არის. ჰეიიიიი, მაგარ! უდროობა ჩემი დრო არის. ჰეიიიიი, მაგარ!
3. საინტერესო ხედვაა. მომეწონა ლექსი. საინტერესო ხედვაა. მომეწონა ლექსი.
2. საოცარი ლექსია... (წინათქმაც მომეწონა ლექსისა,მაინც როგორ იცითხოლმე რა!)
:) საოცარი ლექსია... (წინათქმაც მომეწონა ლექსისა,მაინც როგორ იცითხოლმე რა!)
:)
1. ბრავო,ბრავო,ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ბრავო,ბრავო,ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|