ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მაგარსკი
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2011


სახლი

        იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი, როდესაცდაძინება გადაწყვიტა. ძილის წინ ფანჯარაში გაიხედა და წაიბურდღუნა-- კიდევ გაწვიმდება--- მართლაც, ცა შავად იყო მოღრუბლული, ელავდა. დაიძინა.
      გამოაღვიძა შემზარავმა სიჩუმემ, თითქოს სიჩუმის ხმაც გაიგო. წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა, ადგა და გარეთ გაიხედა. აღარ ელავდა. დამშვიდებული მივიდა საწოლთან და ძილი გააგრძელა.
      დილით წვიმის ხმამ გააღვიძა. ცოტა ხანს კიდევ ინებივრა საწოლში, შემდეგ ადგა და სამსახურში წასასვლელად გაემზადა.
      ოცდათხუთმეტი წლის მარტოხელამ, ერთი თვის წინ იყიდა ეს, ორსართულიანი სახლი,რომელსაც ირგვლივ ხის მესერი ჰქონდა შემორტყმული საკმაოდ დიდ ფართობზე.
      სულ, რამდენიმე თვის ისტორია ჰქონდა ამ სახლს. ის ააშენა ერთმა საკმაოდ შეძლებულმა ოჯახმა. საძირკველის ამოღების დროს, ამოყვა ადამიანის ძვლები.ადრე ეტყობა აქ სასაფლაო იყო.
      ოჯახის უფროსს, მეუღლემ სთხოვა, რომ ჩაებრუნებინათ ძვლები და სხვა ადგილზე გაეკეთებინათ საძირკველი, მაგრამ თავისნათქვამა ოჯახის უფროსმა გააგრძელა მშენებლობა.
      ახალ სახლში გადასვლის შემდეგ დიასახლისი, რომელიც საკმაოდ ემოციური ადამიანი იყო, და მისი ორივე შვილი, რომლებზედაც დედის შიშმა იმოქმედა, დაძაბულები, რაღაცის მოლოდინში იყვნენ, რაც სიცილადაც არ ყოფნიდა ოჯახის უფროსს.
        რამოდნიმე დღის შემდეგ, ბავშვებმა შესჩივლეს დედას  -- ღამით ვეღარ დაგვიძინია და თუ დავიძინეთ, ვიღაცის ჩურჩული გვაღვიძებსო.
        ქალმა ქმარს უამბო ყველაფერი, მან, კი:
        -- შენი სულელური ლაპარაკით, ისე გამოუჭედე ბავშვებს თავი, რომ შიში ჩაუნერგე. ამ საკითხზე აღარ დამელაპარაკო!
        მაგრამ, მაინც გადაწყვიტა ერთი ღამით თვითონ დაეძინა ბავშვების ოთახში.
        დაღამდა თუ არა, შევიდა მათ საძინებელში და დაწვა.ერთი ბავშვი ერთი მხრიდან დაიწვინა მეორე, მეორე მხრიდან. ქალმა, რომ გაიგო მარტო უნდა დავწვე ცალკე ოთახშიო, მაშინვე გადაწყვიტა ქმარ-შვილთან დაძინება.
        ღამით კაცი ჯაჯგურმა გამოაღვიძა--ბავშვები იყვნენ.
        --მამა, მამა გაიღვიძე ჩქარა, ჩქარა უყურე!
        თვალები გაახილა, საწოლი ისე იდგა, რომ პირდაპირ ფანჯარაში იყურებოდა. გარეთ მთვარეს გაენათებინა ყველაფერი, მისი შუქი შიგნითაც შემოდიოდა. ვერაფერი დაინახა და ვერც გაიგო.
        ---წამიერმა ფიქრმა გაურბინა -- აჰა! ხომ, ვთქვი, ყველაფერი ეჩვენებათ, ამ დროს საწოლის თავთან იატაკმა გაიჭრიალადა ჩურჩულივით, რაღაც ხმა გაიგო.
      ---ვინა ხარ. წამოხტა და სინათლის ჩამრთველს ეცა. აანთო. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, არავინ არ დაუნახია.
      ---მომეჩვენა. დაიმშვიდა თავი. შუქი ჩააქრო და ისევ დაწვა.
      ძილი გაუფრთხა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე რამოდენიმე ადგილიდან გაიგო ნაბიჯების ხმა. თითქოს ვიღაცეები მსუბუქად, ტყავისძირიანი ფეხსაცმელებით დადიოდნენ. ცივმა ოფლმა დაასხა. ისევ წამოხტა და აანთო სინათლე. ისევ არაფერი. სინათლე ანთებული დატოვა. გავიდა თავის ოთახში. აიღო ძმის ნაჩუქარი ბრაუნინგი. დაბრუნდა საძინებელში და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭია.
    გათენებისთანავე ოჯახიანად გადავიდა სასტუმროში და გააკეთა განცხადება სახლის გაყიდვის თაობაზე ფასდაკლებით.
      სახლი გაიყიდა ერთ კვირაში.
    მყიდველი, როგორც უკვე ითქვა, ოცდათხუთმეტი წლის მარტოხელა მამაკაცი იყო.
    ბინის ყიდვამდე მეგობრები აფრთხილებდნენ---ახალი აშენებული, გარემონტებული ბინა, შესახლებიდან მალევე გაყიდეს, ხმებიც ცუდი დადის და გაფრთხილდიო, მაგრამ არც უფიქრია მათთვის დაეჯერებინა.
      არაფრის არ სჯეროდა---ყველაფერი უვიცი და მშიშარა ხალხის მოგონილია, აი, ვიცხოვრებ შიგ და ვნახოთ, რა მომივაო-ფიქრობდა.
      სახლის ყიდვიდან, ერთი კვირის შემდეგ დასჩემდა---ღამ-ღამობით ეღვიძებოდა შემაძრწუნებელ სიჩუმეში და ვეღარ იძინებდა.
      ერთ საღამოს სამსახურიდან მოსულმა ჯერ ივახშმა, შემდეგ გაზეთი წაიკითხა და დასაძინებლად დაწვა.
      შუაღამისას ამჯერად ხმაურმა გამოაღვიძა--ვიღაც დადიოდა გვერდით ოთახში. მამაკაცი წამოიწია, ფანჯრიდან გაიხედა, მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა სიბნელეში. ფრთხილად წამოდგა, მძიმე მუხის სკამი აიტაცა. სკამაღმართულმა ჩუმად გამოაღო კარები და იქვე კედელზე ჩამრთველი გადაატრიალა. სინათლის კაშკაშმა თვალი მოსჭრა.-- საკმაოდ მოზრდილ ოთახში ორი ექვსნათურიანი ჭაღი ეკიდა---არაფერი, სრულიად არავინ და არაფერი არ დაუნახია ავეჯის გარდა.
    ---კარები დაკეტილი, ფანჯრები ნახა, ისინიც დაკეტილი. სკამზე ჩამოჯდა და დაფიქრდა.
    ნუთუ მართლა არსებობს სხვა სამყარო. ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა და ხალხის მონაჭორი არ არის.
    ---მაგრამ ურწმუნო კაცი იყო---იფიქრა, იმდენი მელაპარაკეს ამ სახლზე, არ იყიდოო, მეც ფსიქიკურად განმაწყვეს ამისთვისო. ბევრი აღარ უფიქრია, სინათლე ანთებული დატოვა გვერდით ოთახში, დაბრუნდა საძინებელში, დაწვა და დაიძინა. გამოაღვიძა ფეხის ხმამ, წამოიწია და გაიხედა იმ ფანჯარაში, რომელიც ამ ორ ოთახს ყოფდა და თვალებს არ დაუჯერა. ოთახში ვიღაც დადიოდა, მხოლოდ ის იყო, რომ დაინახა იატაკზე გაფენილი ჩრდილი. რაც უფრო ცდილობდა
    ჩრდილის პატრონის დანახვას, ჩრდილი უფრო შორდებოდა. იფიქრა, სიზმარს ხომ არ ვხედავ--ხომ არ მძინავსო, თვალები მოიფშვნიტა, გაიხედა. ჩრდილი ვეღარ დაინახა, ხმა კი ისევ ესმოდა.
  ---იქნებ მეგობრები მეხუმრებიან? ---ჩაეჭიდა უკანასკნელ იმედს. --აკი სწორედ ისინი მაფრთხილებდნენ ამ სახლის შესახებ,---და ხმამაღლა დაიყვირა.
---კარგით! გეყოფათ! ხომ ხედავთ,რომ არ მეშინია და ვერც შემაშინებთ. ---დროის რაღაც მონაკვეთში ნაბიჯების ხმა შეწყდა.
    უკვე სულ დამშვიდდა.
----რასაკვირველია ისინი არიან,აბა რომ აუჩემებია---სულები, ლანდები, მეორე ცხოვრება და კიდევ რაღაც რაღაცეები.
    ამ დროს ოთახში სადაც სინათლე ჰქონდა ანთებული, ჩაქრა.
  ---კარგით! უკვე გაბრაზებულმა იყვირა,---გეყოფათ.
    წამოდგა. კარი გამოაღო და სინათლე აანთო. იმ მცირე დროში რაც საწოლიდან ადგომას, კარებთან მისვლას და სინათლის ანთებას მოუნდა, ვერავინ ვერ მოასწრებდა გაუჩინარებას. ეს გაიაზრა თუ არა, შინაგანად რაღაც სიცივე იგრძნო, მაგრამ თავს ჯერ კიდევ არ უტყდებოდა. შებრუნდა, ისევ საწოლ ოთხში უნდა შესულიყო, შემთხვევით თვალი მოჰკრა იქვე კედელთან მდგომ სარკეში თავის სახეს--სარკიდან შეშლილი, ცარცივით თეთრი ფიზიონომია უყურებდა.
    თავისი თავის დანახვამ რაღაც ენერგია, გაბედულება შთაუნერგა.---რაც იქნება, იქნება. დავწვები და დავიძინებ. დაწვა. თვალი რომ გაახილა, უკვე გათენებული იყო.---ვერც კი გაიგო როგორ დაეძინა. იწვა და ფიქრობდა იმღამინდელ ამბავზე. ახლა, როცა უკვე დღე იყო, ისე საშინლად აღარ ეჩვენებოდა. მაგრამ, მტკიცედ გადაწყვიტა იარაღის ყიდვა. სამსახურში მეგობარს გაანდო თავისი სურვილი. მეგობარმა კი---აჰ, მაგაზე არ იდარდო, დღესვე შვიდვაზნიანი კარაბინის მფლობელი გახდები.
    სიტყვა შეასრულა.
  ---ახლა რადგან ამდენი სიკეთე მიყავი, ბარემ ჩემთან შევირბინოთ და დავასველოთ ჩემი კარაბინი, ფრანგული კონიაკი მაქვს.
      დიდხანს შეჰყვნენ სმას. ერთ სირჩას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე--
  ---დღეს ვერსად გაგიშვებ, აქ უნდა დარჩე. მცირეოდენი წინააღმდეგობის შემდეგ დაითანხმა. შემდეგ, რადგან უკვე გვიანი იყო, გაიყვანა ცალკე საძინებელ ოთახში, ღამე მშვიდობისა უსურვა საკმაოდ გამოკვეთილად და გამობრუნდა. არ ეძინებოდა. კონიაკმა დათრობის ნაცვლად აღაგზნო. გაუხდელად მიწვა საწოლზე და დაელოდა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია.
      დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჯერ ლაპარაკი, ხოლო შემდეგ ხმამაღალი ყვირილი მოისმა მეგობრის ოთახიდან. სასწრაფოდ წამოხტა, კარაბინს ხელი სტაცა და გავარდა ოთახიდან. სტუმრის საძინებლიდან, უკვე ყვირილის ნაცვლად, რაღაც უცნაური ხავილიღა გამოდიოდა. ფეხი ჰკრა კარებს და მარჯვენა ხელით იარაღმომარჯვებულმა მარცხენა ხელით სინათლე აანთო.
    ოთახის ერთ კუთხეში მიკუნჭულიყო მისი მეგობარი, რომელსაც საბანი წაეფარებინა და დროგამოშვებით დაზაფრული ყვიროდა. ნელა მიუახლოვდა, საბანი გადახადა და თმები ყალყზე დაუდგა---ისე იყო შეცვლილი მისი სტუმრის სახე. შავგვ რემან ვაჟკაცს თმები თოვლივით გათეთრებოდა, სახე კი საშინლად დაბერებოდა--სულ ერთიანად დანაოჭებოდა. საბნის გადახდისთანავე არაადამიანურად ამოიღრიალა და გონდაკარგული იქვე მიესვენა.
      დილით კი განუცხადა--ჩემს სიცოცხლეში აქ ფეხის მომდგმელი აღარა ვარ და შენც გირჩევ თუ თავი არ მოგბეზრებია, მოშორდი აქაურობასო.



  გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები