ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2011


ასე უბრალოდ

მიყვარხარ, ვიწყებ ასე ბანალურად,
ასე შეშლილი, ვდგავარ შენს ქუჩაზე,
თუმცა ომი არის, ახლა მსოფლიოში,
მე კი ლექსები, ავიკიდე მხარზე.
შენთან მოვედი და უნდა წაგიკითხო,
და თუ სიკვდილია, იყოს ამის მერე,
და თუ ბრძოლის ველი, მაინც მიწერია,
მიდი ეს ლექსები, გრძნობით მაინც სერე.
სისხლი ადინე და წვიმას გაურიე,
სული გაუთავე და გრძნობაც გათავდება,
მიდი, ეს ცხოვრება მაინც დრამა არის,
ახლა თავის მოკვლაც, ფული ეღირება.
მარტო დარჩენილი, სისხლებ ნადენი ვარ,
თითქოს დაცლილი ვარ, თავიდან-ბოლომდე,
მაინც შენით დავწერ ლექსებს გულიდან და
ბევრჯერ წაგიკითხავ, შენი ქუჩის თავზე.
მერე გავუყვები ქუჩებს, დაღლილსა,
და მეც დავიღლები, ასე ხეტიალით,
მერე, თეთრ ფურცლებზე ბრძოლას გავმართავ და
ტუჩებს გავისველებ, სავსე არყის ბოთლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები