ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
1 მარტი, 2011


გაზაფხულის კარუსელი

ხალისით და ჟრიამულით
შემობრძანდა გაზაფხული,
ეს რა ხდება ჭრელ მინდორში,
რა გნიასი, რა ხმაური?

ხოჭო ბერავს ფერად ბუშტებს,
კუ ამზადებს ბამბის ნაყინს,
და სიცილის ოთახს აწყობს
ლოკოკინა თავის სახლში.

მუხლუხოზე შემომსხდარან
ჭია-ჭიამარიები,
ბალახების სასრიალოს
აკეთებენ კალიები.

აიწონა-დაიწონაც
უკვე ჩადგეს ჭრიჭინებმა,
ზედ ხიხითით შემოსკუპდნენ
აქეთ ზღრაბი, იქით - კელა.

ხვლიკი უკრავს ტუჩის გარმონს,
პეპელა კი ცეკვავს ბალეტს,
წრუწუნები ჩიტბატონას
იის  კაბას უკერავენ.

საქანელით ერთობიან
ღიპიანი ზაზუნები,
დატრიალდა ჭრელ მინდორში
გაზაფხულის კარუსელი.

ბავშვებო, გაზაფხულს გილოცავთ:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები