ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


სიგიჟის ფანქრები

ხანდახან უცნაურ ფერებში ვივსები,
ხანდახან წუთებიც ფიქრებთან მთავრდება
და შეგრძნებები დაღლილი ფანქრების
ჩემი კედლების ჩარჩოზე თავსდება.


ხანდახან სიჩუმით ივსება ფერებიც,
ხანდახან მეც დავსდევ ოთახის ჩარჩოებს
და ვცდილობ ვიკითხო სითეთრის გვერდები
სადაც, სიგიჟის ფანქრებით ვერთობი.


თეთრი - ალბათ რომ სიცოცხლის ფერია,
ყვითელი - მყვირალა, ჩუმი და ძლიერი.
შავი - სიყვარულის, ან მისი დაკარგვის,
წითელი - სიკვდილის, სიკვდილის ფერია.
ლურჯი - ჩაგითრევს, დაგახრჩობს ზღვასავით,
ცისფერი - ზეცამდე, სითეთრით გატარებს,
მწვანე - სიმშვიდის და ვნების ფერია,
და ისევ ვუკიდებ სიგარეტს სიჩუმით.


ალბათ ყველანი ვივსებით ფერებით,
ალბათ ყველანი ვჩერდებით წუთებით
და შეგრძნებები დაღლილი ფანქრების,
ჩემი კედლების ჩარჩოზე თავსდება...


ალბათ სიჩუმით ივსება ფერებიც,
ყველანი დავსდევთ ოთახის ჩარჩოებს
და ვცდილობთ ვიკითხოთ სითეთრის გვერდები
სადაც, სიგიჟის ფანქრებით ვერთობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს