ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2011


ალუჩები

როგორ უსაშველოდ იღიმებით
და თან ალმაცერად იყურებით,
ტუჩი ალუბლებით გეღებება,
ცაზე ცისარტყელის რიკულები..
მზერა ცივ სარკმელზე მიკრულია,
შენ კი დაგდევს გრძნობის ქარიშხლები,
თვალში ლურჯი ზეცა გიკრიალებს,
შენთვის სტრიქონებად დავიშლები,
შენთვის ავყვავდები ალუჩებად,
ახლა ტუჩზე გრძნობად ვიღვენთები,
ვუსმენ შენს მკერდს გრძნობით გაყუჩებულს,
შენ კი ნეტარებით გეღიმება.
შენმა სურნელებამ გამაოგნა,
ახლა ვცოცხლობ მისი მოგონებით,
თითქოს შენი სუნთქვაც გავიგონე,
(გზაზე კისკისებენ გოგონები...)
მე კი ავედევნე ფიქრის ქარებს,
შენსკენ რომ მოდიან გავეშებით,
ვხედავ მაგ თვალების ზეცის კარებს..
და მაგ კარების წინ დავეშვები
მუხლზე,გულს დაგიგებ ფიანდაზად,
ტუჩზე გიყვავდება ბროწეული,
მე კი შენი ტრფობა მიანდერძა
ბედმა. ალუჩები მოწეულა...
                            დ.მ.2011წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები