 | ავტორი: მ.ე__ ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2011 |
გამომიწოდე უჩემობის მძლავრი ხელები, მზად ვარ ეს გული, ეს ბავშვობა ჩემი, ვაჩუქო. მამა, ხომ იცი რა ძალაა მშობლის შეხება? იცი, რადგანაც შენ შვილი გყავს კიდევ, არ უთმობ მის თავს არავის, გსურს უბეში გამოიზარდო. ფიქრობ, რომ მისით შეასრულებ კუთვნილ მისიას. სხვამ რაც არ უნდა დაგაბრალოს, ბევრი იძახოს, გჯერა, რომ შენი გვარის ორი ბავშვი მისია ვინც ასე, ექვსი წელიწადი გესიზმრებოდა, მერე შენც იცი, დაასრულე გრძელი სიზმარი. და ახლა, როცა ასარჩევად გზები შემომხვდა, იკითხე: ნეტავ ეს პატარა ბავშვი ვინ არის?
მახსოვს ამბობდი: მამა, მალე დავლაგდებიო. და მე და ჩემ ძმას გმირობებზე ზღაპრებს გვიქსოდი. ახლა კი, როცა დამჭირდა, რომ მამა შევიგრძნო, ის ზღაპროს გმირი, დევებთან რომ ჯიქურ იბრძოდა შენ ამბობ: თამარ! ვერაფერი ვერ გისწავლია. არ მგავხარ გენში, არც მზად არ ხარ, რომ დიდი იყო. დაბრუნდი დროში, დაანგრიე ის მიწაყრილი, რომელმაც შენი ჩასახვა და გაზრდა დაიწყო.
მე ვამბობ: მამა, დავბრუნდები ოცი წლით ადრე, დავანგრევ დროს და ავამტვერებ ყველა მიწაყრილს. მანამდე შენი მძლავრი ხელი გამომიწოდე, რომ დავასრულო უშენობის გრძელი სიზმარი: ალეგორია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან სევდიანი ხარ აქ და არ მომწონს შენი განწყობა :) ძალიან სევდიანი ხარ აქ და არ მომწონს შენი განწყობა :)
5. მე მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხე. კიდევ მოვუბრუნდები :) მე მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხე. კიდევ მოვუბრუნდები :)
4. არის აქ რაღაც ახალი...+4 არის აქ რაღაც ახალი...+4
3. +2 იშვიათად მოსაწონია : ) (ჩემთვის). +2 იშვიათად მოსაწონია : ) (ჩემთვის).
2. ნორმალურია. ნორმალურია.
1. აი ამიტომ შემოვიხედე!!!
მომეწონა!!! აი ამიტომ შემოვიხედე!!!
მომეწონა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|