შენი წერა ვარ, არღუნო, წყლის ძალა სჯობსო, იარაღს, ვინაც კი შენში მოხვდება, მონად გაიხდი, მთლიანად...
რამდენს სიცოცხლე წაართვი, ადიდებულხარ ცრემლებით, ტირილით შენს ხმას ვერ ვფარავთ, ვეღარც შენს ძალას ვერევით...
მოდიხარ, ნეტავ საიდან? ანდა, მიდიხარ საითკენ, მალე შენს მსხვერპლთა სხეულებს, მაგ ცივ ტალღებზე გაიფენ...
იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
6.06.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?! იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
19. სადღაც წავიკითხე ეს ლექსი. ლექსს_+5, იმ დიდ ტკივილზე რა უნდა ვთქვა :(:(:(:(:(:( სადღაც წავიკითხე ეს ლექსი. ლექსს_+5, იმ დიდ ტკივილზე რა უნდა ვთქვა :(:(:(:(:(:(
18. იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
17. იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები,
ლექსს ვიწონებ, მაგრამ მაინც ნუ დაწერ ასეთებს...:) იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები,
ლექსს ვიწონებ, მაგრამ მაინც ნუ დაწერ ასეთებს...:)
16. დაკრძალვაზე წასვლა არავის დაუშლია, უბრალოდ ჩემებს ამ ლექსის მერე ეშინოდათ ჩემი ხევსურეთში წაყვანის... რაც შეეხება დაკრძალვას, მე თვითონ არ წავედი, რადგან არ შემეძლო მენახა... დაკრძალვაზე წასვლა არავის დაუშლია, უბრალოდ ჩემებს ამ ლექსის მერე ეშინოდათ ჩემი ხევსურეთში წაყვანის... რაც შეეხება დაკრძალვას, მე თვითონ არ წავედი, რადგან არ შემეძლო მენახა...
15. მახსოვს ეს ლექსი, ლიკა! და ისიც მახსოვს, დაკრძალვაზე რომ არ გაგიშვეს სახლიდან, ამ ლექსის გამო! წინასწარმეტყველებასავით ლექსიაო, - გითხრეს! :( მახსოვს ეს ლექსი, ლიკა! და ისიც მახსოვს, დაკრძალვაზე რომ არ გაგიშვეს სახლიდან, ამ ლექსის გამო! წინასწარმეტყველებასავით ლექსიაო, - გითხრეს! :(
13. ეჰ :( +2 :) ეჰ :( +2 :)
12. გულს ხვდება ამ ხმაზე დაწერილი ლექსები. ++++++++++++++ გულს ხვდება ამ ხმაზე დაწერილი ლექსები. ++++++++++++++
11. ეს ლექსი მუცოს ტრაგედიაზე არ დამიწერია...მერე მოხდა ის ამბავი... ეს ლექსი მუცოს ტრაგედიაზე არ დამიწერია...მერე მოხდა ის ამბავი...
10. +2 მეც მტკივა მუცოს ტკივილი :( +2 მეც მტკივა მუცოს ტკივილი :(
9. მეწამულისფრად ითოვე ცრემლებს შერთულო არღუნო, უფალო,უწყი თვითონვე, ზეცა ვის უნდა არგუნო .
მე ეს დავწერე მაშინ (:
მეწამულისფრად ითოვე ცრემლებს შერთულო არღუნო, უფალო,უწყი თვითონვე, ზეცა ვის უნდა არგუნო .
მე ეს დავწერე მაშინ (:
8. მახსოვს ეს ლექსი... მეც ძალიან მეტკინა მაშინ... მახსოვს ეს ლექსი... მეც ძალიან მეტკინა მაშინ...
7. ++ ჩემგან ამ ლექს იმედია გაუხარდება.. ++ ჩემგან ამ ლექს იმედია გაუხარდება..
6. 2. ``არღუნს`` 2010 წლის 22 ივლისის შემდეგ ხმა აღარ აქვს ამოსაღები!!!
ჰო. 2. ``არღუნს`` 2010 წლის 22 ივლისის შემდეგ ხმა აღარ აქვს ამოსაღები!!!
ჰო.
3. იმ დღეებიდან საშინ]ელი მოგონებეი მომყვება...ასეც იქნება სიცოცხლის ბოლომდე... იმ დღეებიდან საშინ]ელი მოგონებეი მომყვება...ასეც იქნება სიცოცხლის ბოლომდე...
2. ''არღუნს'' 2010 წლის 22 ივლისის შემდეგ ხმა აღარ აქვს ამოსაღები!!!
შენ კი კარგი ადამიანი ხარ ლიკა, კარგი თანამედროვე პოეტი! ``არღუნს`` 2010 წლის 22 ივლისის შემდეგ ხმა აღარ აქვს ამოსაღები!!!
შენ კი კარგი ადამიანი ხარ ლიკა, კარგი თანამედროვე პოეტი!
1. ეს ლექსი ერთადერთია ჩემი შემოქმედებიდან, რომლის წაკითხვაც მიჭირს. ყველაზე მტკივნეული კი ჩემთვის ის არის, რომ ეს ლექსი 6 ივნისს დავწერე და ერთ თვეში ”მალე შენს მსხვერპლთა სხეულებს, მაგ ცივ ტალღებზე გაიფენ” მართლა მოხდა მუცოში. თითქოს მართლა წინასწარმეტყველებასავით ნათქვამ ამ სიტყვებს დიდი ემოცია მოაქვს ჩემთვის და ალბათ ამიტომ, არასდროს წამიკითხავს ხმამაღლა, არც მეორედ გამოქვეყნების სურვილი მქონია არასდროს (ერთ ნიკზე უკვე მიდევს) დღეს კი არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ დამედო ამ საიტზე, მიუხედავად ცუდი მოგონებებისა (გამოქვეყნების დღიდან მუცოს ტრაგედიამდე და მერეც...) ეს ლექსი ერთადერთია ჩემი შემოქმედებიდან, რომლის წაკითხვაც მიჭირს. ყველაზე მტკივნეული კი ჩემთვის ის არის, რომ ეს ლექსი 6 ივნისს დავწერე და ერთ თვეში ”მალე შენს მსხვერპლთა სხეულებს, მაგ ცივ ტალღებზე გაიფენ” მართლა მოხდა მუცოში. თითქოს მართლა წინასწარმეტყველებასავით ნათქვამ ამ სიტყვებს დიდი ემოცია მოაქვს ჩემთვის და ალბათ ამიტომ, არასდროს წამიკითხავს ხმამაღლა, არც მეორედ გამოქვეყნების სურვილი მქონია არასდროს (ერთ ნიკზე უკვე მიდევს) დღეს კი არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ დამედო ამ საიტზე, მიუხედავად ცუდი მოგონებებისა (გამოქვეყნების დღიდან მუცოს ტრაგედიამდე და მერეც...)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|