სინათლე ცის კიდეს აეკრო სახით და წვიმის მარგალიტებით ტანი შეიმშრალა, მერე რა,რომ მტრედი ჩამომჯდარა ღრუბლებზე, ისიც ელოდება როდის გაფრინდება თავისი ფრთებით. ასე ლამაზად ეფინება ჩრდილი მიწას და არეკვლას ცდილობს ატმოსფეროში.. მერე რა,რომ სურრეალიზმის ნახატივით ვარ, მე ვცხოვრობ ფიქრების საკანში და გუშაგად ოცნება მიდგას,რომელსაც მომავლის გასაღები აქვს. მე არ ვარ აქ!ცაზე დავდივარ და ჩემი სხეულია დარჩენილი დედამიწაზე,რომელიც უსულოდ დადის. ძაფებით დამყავს ჩემი სხეული და მე ვაკონტროლებ, აი ისე,თოჯინები რომ არიან ძაფსე გამობმულნი. დრამას ვთამაშობ ამ ცხოვრებაში და მე თვითონ დავდგი სევდიანი რეალიზმი. მერე რა,რომ ჩემი ნაწარმოებები სიკვდილზეა, მე სიკვდილში სიცოცხლეს ვეძებ. სწორედ რომ სიკვდილის შემდეგ წავალ მე მარადისობის ნათელ გზაზე.. იქ სიცოცხლეა.. 0:56 წუთი ეხლა,ნელა გადის დრო, თითქოს გზაში ქარმა გაყინა. მე მცივა, ჩემი საათის ისრებით. მე მცივა, დროის უკმარისობით. ქარი გარეთ გასვლას სთხოვს ჩემს სხეულს, უსულოდ შესცივდება და გზაზე დაფენილი მტვერით აუვსებს თვალებს. მე ვერ დავინახავ ცაზე გამოკრულ ჩემს სულს, თუ როგორ ცხოვრობს მანდ.. 1:02 წუთია,ვერ შეცვალა ღამემ დილა, თითქოს უკუნითმა შთანთქა სინათლე და შველას მთხოვს. და შველას მთხოვს მიწაზე დანარცხებული ქარისგან, ხმელი, აწ უკვე წამსვლელი მოხუცი ფოთლები. და შველას მთხოვს ჩემს თავში დალექილი წამზომი რომელიც დადუმდა და აღარ ყვირის გამომიშვიი!გამომიშვიი! მე კი ვწერ,ვწერ გიჟივით და სისხლი მაჯებში მიდუღს,აგერ აგერ გასკდეს ვენა და სისხლით დავხატო.."ჩემი გამოკრული სული ზეცაზე" მუსიკა მინდა.. ჰო,ბეთჰოვენის მუსიკით მინდა რომ გავიჟღინთო, და ნოტებად ჩავიღვარო ზღვაში, ტალღები გამოვიწვიო,ავბობოქრდე ზღვასთან ერთად და დავიძახო "წინ დედამიწისკენ.." წინ დედამიწისკენ.. მდუმარება.. მდუმარებას ჩაეძინა ცაზე გადატკეპნილ ვარსკვლავებზე, და მეც წავალ ეხლა რომ არ გავაღვიძო, გონებაში შევიხიზნები. ისევ ფიქრების საკანში ჩასვამენ ჩემს სხეულს, და გუშაგად სიკვდილი დამიდგება, მერე რა,რომ სიკვდილის შემდეგ მარადისობაშიც დავიბნევი მძივად. მერე რა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ხო რავი ვისთვის უარყოფითი,და ვისთვის დადებითი! :) ხო რავი ვისთვის უარყოფითი,და ვისთვის დადებითი! :)
11. უარყოფითი მუხტი მოვიდა ლექსიდან, თუმცა გითანაფრძნობ! უარყოფითი მუხტი მოვიდა ლექსიდან, თუმცა გითანაფრძნობ!
9. kargiaaaaaaa.......:) kargiaaaaaaa.......:)
8.
ძაან მაგარია........
მომწონს ძმაო შენი პოეზიაა........
ძაან მაგარია........
მომწონს ძმაო შენი პოეზიაა........
7. "ჩემი გამოკრული სული ზეცაზე">>>რაღაცეები მომეწონა;;) საინტერესოა;;) "ჩემი გამოკრული სული ზეცაზე">>>რაღაცეები მომეწონა;;) საინტერესოა;;)
6. საინტერესოდ წერ.. :) საინტერესოდ წერ.. :)
5. მე თვითონ დავდგი სევდიანი რეალიზმი.
ძალიან საინტერესოა ნაღდად!...
ეძებ კი არა, რავიცი რა...... შლიმანი ხარ სუფთა! და ის კიდევ –
"მე კი ვწერ,ვწერ გიჟივით და სისხლი მაჯებში მიდუღს,აგერ აგერ გასკდეს ვენა და სისხლით დავხატო.."ჩემი გამოკრული სული ზეცაზე" –
აი, ასე ხარ!.. და ეს კარგია! ბობოქარი სულის ამბავია!.....
მე თვითონ დავდგი სევდიანი რეალიზმი.
ძალიან საინტერესოა ნაღდად!...
ეძებ კი არა, რავიცი რა...... შლიმანი ხარ სუფთა! და ის კიდევ –
"მე კი ვწერ,ვწერ გიჟივით და სისხლი მაჯებში მიდუღს,აგერ აგერ გასკდეს ვენა და სისხლით დავხატო.."ჩემი გამოკრული სული ზეცაზე" –
აი, ასე ხარ!.. და ეს კარგია! ბობოქარი სულის ამბავია!.....
4. +2 ჩემგან თქვენ!!! +2 ჩემგან თქვენ!!!
1. სწორად გამიგე ავტორო მაგრამ ორიგინალურობის მცდელობაა ეს ჩემთვის და ბევრი ბევრი ინგრედიანტები ერთად რომ ჩაყარო და აჯაფსანდალი გამოვა (რომელიც ძალიან არ მიყვარს).. ეგაა.. არადა რაღაცეები ცალკე აღებული შეიძლებოდა ბევრად კარგი ყოფილიყო სწორად გამიგე ავტორო მაგრამ ორიგინალურობის მცდელობაა ეს ჩემთვის და ბევრი ბევრი ინგრედიანტები ერთად რომ ჩაყარო და აჯაფსანდალი გამოვა (რომელიც ძალიან არ მიყვარს).. ეგაა.. არადა რაღაცეები ცალკე აღებული შეიძლებოდა ბევრად კარგი ყოფილიყო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|