ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მარტი, 2011


მიძღვნები

შენ!
(ოთარ რურუას)


  მიწა ტირის, ცა მიწისთვის მოთქვამს,
  გალაკტიკას ცრემლი ადგას თვალზე.
  საქართველო მთელი იყო როცა,
  როცა ყველა ხელს იკრავდა ხმალზე,
  უმღეროდა ჩვენს ქვეყანას ყველა,
  ზოგი ბოღმით, ზოგიც ნაღდი გულით.
  შენ ისა ხარ, ვინც გვახსენებს წარსულს,
  ანუ გმირებს ანუ შენი უღლით,
  გინდა ყველამ ერთმანეთი ვზიდოთ
  და შენ, როგორც წინა ფლანგის დამცველს,
  საჭიროა, მოგაბაროთ დროშა,
  რომ ამ ქვეყნის ძალა აწვდეს ცამდე!


თამარ მამულაშვილი (მ.ე__)

..................................................................



ოთარ რურუას "ქალი"
----------------------------
ქალი ეშმაკია,ქალი ცდუნებაა,
და ამავდროულად ღმერთი,
ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია,
ქალი ბევრია,თან ერთი,
ქალი სამყაროა,ქალი ედემია,
მაინც შეუცნობი ქალი,
ქალი სიოა და ქალი მზის სხივია
და თან უმძლავრესი ქარი...



დავით მოსეშვილი (არამითი)





..........................................................................


ოთარ რურუას სრულიად ურაკის სახელით დიდი ბასტისგან


ცხენს მოაგელვებს დიდი ოთარი,
უნაგირიდან ხანჯალი მოჩანს,
ნეტა ვინ არის მისი მდევარი,
ნეჯმ ადდდინ ილღაზს, ასე რომ მოჰგავს.

ცხენს მოაგელვებს არ იცის შიში,
ცაში ყორნები აფრთხობენ არეს,
ბანაკი ქსანთან, მივარდნილ ჭალებს,
საომრად იხმობს, რაინდი ნისლის.

ცხენს მოაგელვებს იბნევა მტერი,
სისხლად იღვრება ჯარი მომხვდური,
დიდი ოთარი, მან უკეთ იცის,
სად აქვს სნიკერსი გადამალული.


ბასტი ფანტასტი





............................................................


წუღამესტები
ოთარ რურუას




ნაკვერჩხლიანი გიყვარს სიმღერა, მღვიძარი მეხრის.
ლექსად მიგიბამს შუქი ზევით,- ღრუბლის ბაგაზე.
კეთილი სიტყვით, ღელის შროშანი თავს როცა მიხრის
იღიმი, თითქოს მაგ ბაგეზე დილა დაბანგეს.

ცივ სიღრმეებში როგორც კალმახი,-სულია შენი.
(შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს)
უხედნი ლექსებს, პოეზიის მთის თვალად მშვენი
ფანდურის ხმაზე, ცად არწივი ძერას აიფრენს.

სევდა თვალებში,- სარკმლის წინ, რომ გიზის ხუნდებად,
ვიცი რაც გტკივა, (მე რაც მტკივა ეგეც ხომ იცი).
კეთილი საქმით, კარგი სიტყვით გაგიხუნდება,
სახეს-ღიმილი, შენ,- ნაბადად მთები მოიცვი.

ცა-მიტკალია. ერთდროს ჩვენით მიტოვებული.
კალოზე უფალს ჩვენი ფიქრი შეუკრავს ძნებად.
ერთი სოფლიდან მეორეში გადააქვს ტივით
მზე ამოსულა ყანიდან და,-ცის ჭრილში ძვრება.

გამშრალ სიმინდის და კვამლის სუნი აუდის სოფელს.
არწივი ღრუბელს ნისკარტს გაკრავს,-ნესტიანდება...
შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ,
გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!



ანი მატისი







.....................................................



ოთარ რურუას


...
...
...

საქართველოს პოეტი სულით უნდა ებაროს,
მაგრამ თუკი დასვრილი სისხლის ნიღბით შენიღბეს,
გულთან ახლოს მიგვაქვს და მაინც ისე ხდება რომ
გულით დააქვს ქვეყანა მხოლოდ რამოდენიმეს.

ერთით ნაკლებს ცხადია დაითვლიან დღეიდან,
არ ვარდება ფოთოლიც ღვთის გარეშე ხიდანო -
ასე უთქვამთ და ტკივილს რასაც სისხლში შევიტანთ,
სანამ გულს არ გაივლის როგორ გამოვიტანოთ?

არ მესმის და ზარები რეკენ სადღაც წყვეტილად,
ისტორიამ ისროლა საუკუნის დამბაჩა,
დღეს ვრწმუნდები ბევრისთვის რაც არ გადარჩენილა -
დღეს რწმუნდება ბევრი რომ პოეტებში გადარჩა.

ბოლო დროის ეპოქაც პოეზიას ითხოვდა,
დრომ დამალა წარსულის მორყეული შტატივი,
რაღაც შიშის მაგვარი შემოიჭრა თითქოს და
საუკუნე გადატყდა ჯვარდასმული მჭადივით.

ვიღაცისთვის ეს ლექსიც რითმაა და რიტმია,
მე კი ვრჩები თანახმა დამემატოს ის ცოდვაც,
ხოლო როცა მოვკვდებით მერე ჩვენზეც იტყვიან -
”წუხელ ვისაც მარხავდა საქართველომ იცოდა”

...
...
...



როინ აბუსელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს