თავს ვირთობ თოვლით და წვიმებით, სევდით ვეგებები აისებს, შენა გაქვს სხვაგვარი მისია, ახლა სიცილებით აივსე, და ზიხარ სამყაროს სარკმელთან, ტუჩზე გეღვენთება საუფლო წვიმებად და შენი წვივები მხიბლავს, ვარსკვლავებთან საუბრობ თვალებით,ტუჩებით,თითებით, მე გიკრეფ პოეტურ ენძელებს და თითქოს ჩვენს ირგვლივ ბინდია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში... გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი, გულში სიყვარულის ნაღმია, ვენებში სისხლი კვლავ ჟრიალებს და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით, და შენი წარბების ზეგანი წევს თრთოლაშეპარულ თითებზე, ლექსმა კი დათოვა უდაბნო, ცხელ სუნთქვამ დაბერა კერტები, და ვდგავართ ქუჩაში უდაბურ და გიცქერ რატომღაც გვერდიდან, და შენი შიშველი პროფილი, ღამე და მოძრავი ჩრდილები, ახლა მისტიური ფილმია, და თმა გეფარება ჩადრივით.. გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში... დ.მ.2011.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. მიშოს კომენტარი წავიკითხე და იმან შემომიყვანა, მოლოდინიც გამართლდა, მართლა ძალიან მაგარი ლექსია! ++ მიშოს კომენტარი წავიკითხე და იმან შემომიყვანა, მოლოდინიც გამართლდა, მართლა ძალიან მაგარი ლექსია! ++
35. ეს არი მაგარი ლექსი და ფინალი საერთოოდ ძაან მაგარი+++++++++++ ეს არი მაგარი ლექსი და ფინალი საერთოოდ ძაან მაგარი+++++++++++
34. არამითი777. წავიკითხე თქვენი პოეზია. პირადი მადლობა, რომ ასე მგრძნობიარედ წერთ და ასე ღრმად იხედებით ადამიანთა სულებში... ია. ჯი. არამითი777. წავიკითხე თქვენი პოეზია. პირადი მადლობა, რომ ასე მგრძნობიარედ წერთ და ასე ღრმად იხედებით ადამიანთა სულებში... ია. ჯი.
33. და ვდგავართ ქუჩაში უდაბურ და გიცქერ რატომღაც გვერდიდან, და შენი შიშველი პროფილი, ღამე და მოძრავი ჩრდილები, ახლა მისტიური ფილმია, და თმა გეფარება ჩადრივით.. გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში...
ძალიან მაგარია ძალიან და ვდგავართ ქუჩაში უდაბურ და გიცქერ რატომღაც გვერდიდან, და შენი შიშველი პროფილი, ღამე და მოძრავი ჩრდილები, ახლა მისტიური ფილმია, და თმა გეფარება ჩადრივით.. გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში...
ძალიან მაგარია ძალიან
32. კარგია, კარგი:) კარგია, კარგი:)
31. გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი ....ძალიან ხატოვანია :)
შენი შიშველი პროფილი, ღამე და მოძრავი ჩრდილები, ახლა მისტიური ფილმია ... ესეც ძალიან :)
"გიცდი მეშვიდე განედზე" - ასეთი ლექსის მერე, მოვა, აბა რას იზამს ?! :)
ძალიან კარგია! :) გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი ....ძალიან ხატოვანია :)
შენი შიშველი პროფილი, ღამე და მოძრავი ჩრდილები, ახლა მისტიური ფილმია ... ესეც ძალიან :)
"გიცდი მეშვიდე განედზე" - ასეთი ლექსის მერე, მოვა, აბა რას იზამს ?! :)
ძალიან კარგია! :)
30. სამყარო ძონძებში....
მომწონს ძალიან.....
"ძნელია დალის სიყვარული წმინდად უნდა მოვლა-შენახვა.." სამყარო ძონძებში....
მომწონს ძალიან.....
"ძნელია დალის სიყვარული წმინდად უნდა მოვლა-შენახვა.."
29. მაგარი ლექსია, ძალიან, ძალიან მომეწონა! მაგარი ლექსია, ძალიან, ძალიან მომეწონა!
28. მე გიკრეფ პოეტურ ენძელებს............... მე გიკრეფ პოეტურ ენძელებს...............
27. მომწონს...ლამაზია...5 (ჩანს რომ ოცნებაში განცდილი ემოციაა...:) მომწონს...ლამაზია...5 (ჩანს რომ ოცნებაში განცდილი ემოციაა...:)
26. გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი,
ძალიან კარგი სახეა :) ლამაზი და სასიამოვნო ლექსია,თავის რიტმით მოგიკითხე თანაც ფოტოგრაფ :D გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი,
ძალიან კარგი სახეა :) ლამაზი და სასიამოვნო ლექსია,თავის რიტმით მოგიკითხე თანაც ფოტოგრაფ :D
25. დასაწყისი არ მომწონს, მრავლობითის ფორმები ძალიან უხეშად მხვდება.
+1 დასაწყისი არ მომწონს, მრავლობითის ფორმები ძალიან უხეშად მხვდება.
+1
24. ,,გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში..."
ქალს ეგეთი ლექსი უხდება მიძღვნად. რაინდი ხარ, დათ!!! ,,გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში..."
ქალს ეგეთი ლექსი უხდება მიძღვნად. რაინდი ხარ, დათ!!!
22. ჩემი დასტური მე-14 კომენტარს და მოგიკითხე, გულიანო ადამიანო... გულის პრანჭვას ეტყობა, გულის პრანჭვები აქვს ასეთ სიტყვებზე :) თუ რა ვიცი... ან მე ვინ მეკითხებოდააა :D მოკლედ, დათ, ულამაზესი ლექსია... გაიხარე :-* ჩემი დასტური მე-14 კომენტარს და მოგიკითხე, გულიანო ადამიანო... გულის პრანჭვას ეტყობა, გულის პრანჭვები აქვს ასეთ სიტყვებზე :) თუ რა ვიცი... ან მე ვინ მეკითხებოდააა :D მოკლედ, დათ, ულამაზესი ლექსია... გაიხარე :-*
21. მომეწონა მეც.. მომეწონა მეც..
20. ძალიან მომეწონა... +5 :) ძალიან მომეწონა... +5 :)
17. და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით, - რა საინტერესო ადგილი ჩანს! :)
55555555555 და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით, - რა საინტერესო ადგილი ჩანს! :)
55555555555
16. დავით მომნატრებია შენი ლექსები....... :):):)
გაიხარე შენ... მიყვარს მართლა, რაღაცნაირია ხოლმე სულ რაა..... ვნებიანი, მორიდებულიც, დაფარულიც და ღიაც.... :)
კარგად გამოგდის. +% და მოკითხვა. დავით მომნატრებია შენი ლექსები....... :):):)
გაიხარე შენ... მიყვარს მართლა, რაღაცნაირია ხოლმე სულ რაა..... ვნებიანი, მორიდებულიც, დაფარულიც და ღიაც.... :)
კარგად გამოგდის. +% და მოკითხვა.
15. 4
მოკითხვა (: 4
მოკითხვა (:
14. (ქალების შემოსევა გექნება, აგერ ნახავ) გულის პრანჭვა. 2011-06-07 23:36:59
შემოვესიე უკვე ერთ-ერთი მკითხველი...
ძალიან სხვანაირად იცი ხოლმე,დათ,თქმა... ნებისმიერ მანდილოსანს რომ მოუნდება, მასზე იყოს ლექსი :) (ქალების შემოსევა გექნება, აგერ ნახავ) გულის პრანჭვა. 2011-06-07 23:36:59
შემოვესიე უკვე ერთ-ერთი მკითხველი...
ძალიან სხვანაირად იცი ხოლმე,დათ,თქმა... ნებისმიერ მანდილოსანს რომ მოუნდება, მასზე იყოს ლექსი :)
13. ხო,მართალი ხარ გულის პრანჭვავ,გინახავსაა სწორი ფორმა:D მაგას პიარი ჰქვია რასაც შენ ამბობ,ანუ სავი პიარი და თეთრი პიარი,ტუმცა ორივე ერტ შედეგს იმეორებს. რაც შეეხება განმეორებას,სადაც ქალები და კერტებია,ყოველტვის განვმეორდები და განვმესამდები კიდეც;):D:D:D იმედია არავის ეწყინება:D ისე ხშირად მეორდებიან ერთიდაიგივე თემაში პოეტები და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ... ხო,მართალი ხარ გულის პრანჭვავ,გინახავსაა სწორი ფორმა:D მაგას პიარი ჰქვია რასაც შენ ამბობ,ანუ სავი პიარი და თეთრი პიარი,ტუმცა ორივე ერტ შედეგს იმეორებს. რაც შეეხება განმეორებას,სადაც ქალები და კერტებია,ყოველტვის განვმეორდები და განვმესამდები კიდეც;):D:D:D იმედია არავის ეწყინება:D ისე ხშირად მეორდებიან ერთიდაიგივე თემაში პოეტები და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ...
12. დავით, კარგია. :) "და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით,"
კარგზე კარგია :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი დავით, კარგია. :) "და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით,"
კარგზე კარგია :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
11. აი გული ამას ქვია!
5 აი გული ამას ქვია!
5
10. პოეტო, გინახია არაა სწორი ფორმა, გინახავს...
ავტორი შემოქმებებაში არ უნდა მეორდებოდეს... მკითხველი ახალს ითხოვს... სანთლით კი არაფრის ძებნას არ ვაპირებ. გადახედეთ თქვენს პოეზიას და ნახავთ რამდენგან მეორდება ერთიდაიგივე შინაარსის მატარებელი ფრაზა...
და კიდევ, ალბათ არ გსმენია, ანტირეკლამა ხშირად რეკლამაზე მეტია. (ქალების შემოსევა გექნება, აგერ ნახავ) :) პოეტო, გინახია არაა სწორი ფორმა, გინახავს...
ავტორი შემოქმებებაში არ უნდა მეორდებოდეს... მკითხველი ახალს ითხოვს... სანთლით კი არაფრის ძებნას არ ვაპირებ. გადახედეთ თქვენს პოეზიას და ნახავთ რამდენგან მეორდება ერთიდაიგივე შინაარსის მატარებელი ფრაზა...
და კიდევ, ალბათ არ გსმენია, ანტირეკლამა ხშირად რეკლამაზე მეტია. (ქალების შემოსევა გექნება, აგერ ნახავ) :)
9. დაწყნარდით მეგობრებო... ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თვითონ გავცემ... გულის პრანჭვავ,ყველა ლექსი არ გინახია შენ და წინასწარი ბრალდებები აღკვეთე:) კერტები სულ რამდენიმე ლექსსია ალბათ... ზოგში კი სანთლით რომ ეძებო ვერ მიაგნებ;):D:D თუ არა და ცუდი რაა ვერ ვხვდები!? დაწყნარდით მეგობრებო... ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თვითონ გავცემ... გულის პრანჭვავ,ყველა ლექსი არ გინახია შენ და წინასწარი ბრალდებები აღკვეთე:) კერტები სულ რამდენიმე ლექსსია ალბათ... ზოგში კი სანთლით რომ ეძებო ვერ მიაგნებ;):D:D თუ არა და ცუდი რაა ვერ ვხვდები!?
8. ფინალმა დაგლიჯა. :))) გაუხარდებათ ქალებს. ;) ფინალმა დაგლიჯა. :))) გაუხარდებათ ქალებს. ;)
7. შენ ხარ და სამყარო ძონძებში... გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი, გულში სიყვარულის ნაღმია, ვენებში სისხლი კვლავ ჟრიალებს და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით, და შენი წარბების ზეგანი წევს თრთოლაშეპარულ თითებზე,
:) შენ ხარ და სამყარო ძონძებში... გატყდა ჭიქასავით ეს ღამე, თვალებში გეღვრება რიჟრაჟი, გულში სიყვარულის ნაღმია, ვენებში სისხლი კვლავ ჟრიალებს და გიცდი მეშვიდე განედზე, ცენტრიდან მარცხნივ და სამხრეთით, და შენი წარბების ზეგანი წევს თრთოლაშეპარულ თითებზე,
:)
6. გადახედა "მარტის ამინდებსაც" :ხალიან სხეულზე კერტები კვირტებად დაგბერვია ...
განვაგრძოთ კვლევები თუ საკმარისია? გადახედა "მარტის ამინდებსაც" :ხალიან სხეულზე კერტები კვირტებად დაგბერვია ...
განვაგრძოთ კვლევები თუ საკმარისია?
5. გატყდა ჭიქასავით ეს ღამე...
ლამაზი ლექსია :) გატყდა ჭიქასავით ეს ღამე...
ლამაზი ლექსია :)
4. ყველა ლექსში???
სავიზიტო ბარათია, თუ რა ხდება???
თქვენ რატომ მპასუხობთ მის მაგივრად? ყველა ლექსში???
სავიზიტო ბარათია, თუ რა ხდება???
თქვენ რატომ მპასუხობთ მის მაგივრად?
3. ამ ავტორს სხვა რამეებიც ელანდება და თუ აინტერესებს პირველი კომენტარის ავტორს,შეუძლია გადახედოს სხვა ნაწერებსაც...;) :D ამ ავტორს სხვა რამეებიც ელანდება და თუ აინტერესებს პირველი კომენტარის ავტორს,შეუძლია გადახედოს სხვა ნაწერებსაც...;) :D
2. გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში
ამ ავტორს სულ კერტები და წვივები რატომ ელანდება?
გულის პრანჭვა. 2011-06-07 23:26:19
აბა რა უნდა ელანდებოდეს-კაცის ბანჯგვლიანი გულ-მკერდი?:) გეხვევი მზერით,ხან თითებით, და გიკრეფ პოეტურ ენძელებს, ახლა ყველა ქალი მითია, შენ ხარ და სამყარო ძონძებში
ამ ავტორს სულ კერტები და წვივები რატომ ელანდება?
გულის პრანჭვა. 2011-06-07 23:26:19
აბა რა უნდა ელანდებოდეს-კაცის ბანჯგვლიანი გულ-მკერდი?:)
1. ამ ავტორს სულ კერტები და წვივები რატომ ელანდება?
ამ ავტორს სულ კერტები და წვივები რატომ ელანდება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|