ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: იუმორისტული
9 მარტი, 2011


ოხ, რა საოცრად მიზიდავს თოვა

როცა ქუჩას, დაფარავს თოვლი,
მაშინ ვხვდები, ზამთარი მოდის,
შარვალი გაცვდა, მაცვია შორტი,
არადა უკვე, ზამთარი მოდის.

ზამთარი მოდის, არ მაქვს ბათინკი,
კეტებში შემდის, ისევ სისველე,
ბებია მიქსოვს, მე თბილ წინდებს და,
გულის ტკივილსაც ცოტა მინელებს.

თმა გამეზარდა, ვგავარ ბასიაკს,
არადა ორი, დიპლომი მიდევს,
სახლი აღარ მაქვს, რადგან შევჭამე,
მაგრამ ეს გული, მე მაინც მიცემს.

დავდივარ საწყლად, დავეხეტები,
და ვეფერები გაზრდილ ბაკემბარდს,
სხვა მოსაფერი მე აღარ შემრჩა,
არ ვემალები მე მდუმარებას.

კბილები დამძვრა, ღრძილები მიჭერს,
ვეღარ ვიღიმი და ვმალავ კიჭებს,
ეს მაისურიც უკვე დალპა და,
წავალ და შევჭამ მე მისსა ღილებს.

დილა გათენდა, ლამაზი, თეთრი,
ვერ მოვიშორე ეს ჯოჯოხეთი,
გამახსენდა რომ ბუნკერი მიხმობს,
,,მოდი ჩემთან, შენ გინახავ ნიგოზს"

გზაში ვიყავი ისევ ეული,
დღე გამითენდა კვლავაც წყეული,
არ ვარ მაგარი მოხერხებული,
და უცებ გზაში მხია მარშუტკამ.

სისველე შეწყდა, გაჩნდა სიბნელე,
როგორც ნაწვიმარ ტალახში ზღარბი,
მე გამეღვიძა და დავინახე,
თბილი ლოგინი, დამთბარი გრელკა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები