ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2011


ასი დღე

დიდი ხანია,დავმარხე ჩემს თავში თვითმკვლელობა,
და უკვდავების ასი დღე დამრჩა..
დღე ერთი,
დღე ორი,
ვეღარ გაიძრობს ღამე სიბნელის პერანგს,
და ვერ ჩაიცვამს სევდიან წუხილს.
დიდი ხანია, არ დაუბერავს ქარს,
გუშინ რომ ჩაგრავდა ხის ფოთლებს.
დღე სამი,
დღე ოთხი,
აჰა,ზეცას გადავუფრენ უფრთოდ
მე,ვეღარ შევძლებ შემდეგში ფრენას.
როცა,ყვავილები ჩემს დანახვაზე თავს ხრიან
მორცხვად,
მე,მაშინ მინდება სიყვარული ქალთან..
დღე ხუთი,
დღე ექვსი,
მე ფანჯარასთან მდგომი,თვალებს იძულებულს ვხდი
უმზიროს ვნებებს,ჰორიზონტს იქით.
სადაც,ზღვა ჩაყლაპვას ცდილობს მზის,
და ზეაღმართული სხივებით შველას ითხოვს.
მე მაშინ მინდება,ვნებების დახატვა,საკუთარ თავში.
დღე შვიდი,
დღე რვა,
მიწაზე მწოლიარე,ზაფხულის ვარსკვლავს ვუმზერდით
მე და ღამე,
როგორ წყდებოდა ციდან ვარსკვლავი,
და ჩემს თვალებში იკარგებოდა..
რაღაც,იწყება ბოლოდან ათვლა,
რაღაც,მთავრდება ასი დღიდან..
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები