ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

დემეტრე თავდადებულის მოსაგონრად

ერთხელ სიზმარში დემეტრე ვნახე,
ბექა ჯაყელთან ერთად!
მან ააშენა თბილისს ტაძრები,
ქრისტე იწამა ღმერთად!
ვერ გაათათრეს მეფე ჭაბუკი,
თუმც ბევრს ეცადნენ  მტრები!
ხსოვნა იყოს და არდავიწყება,
თავდადებული მეფის!



დღეს 12 მარტია-მეფე დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე!!!

პ.ს. მეფე დიმიტრის სიკვდილით დასჯიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ-1291 წლის 12 მარტს, არღუნ ყაენი ტახტიდან ჩამოაგდეს და ჩამოახრჩვეს!!!




....................................................................................................................................................





დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა.

ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.
დემეტრე დავით ულუს ძე მეფობდა 1270-1289 წლებში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს