კიდევ ერთხელ გინების შესახებ
ბევრი დაწერილა გინების შესახებ და სისტემატურად ახლაც იწერება. რადგან დასაწერის მეტი რაა და მაინცდამაინც ეს თემა ამომიტივტივდა პირველ რიგში, ესე იგი ან ამ ბოლო დროს განცდილის შედეგია, ან დროთა განმავლობაში ჩემში დაგროვილი და გამჯდარი სატკივარი. შეიძლება წაიკითხოს ვინმემ და გადახედოს თავის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, არ მინდა დიდაქტიკურად გამომივიდეს სათქმელი, მოკლედ მართლაც ისაა, რაც ყველა დიდი ხანია და კარგად ვიცით. მიღებულია წესია, რომ გინება როგორც წესი არის სიტყვათა ერთობლიობა, რომელსაც ხშირად ადამიანი გამოიყენებს ჩვევის გამო, შეგნებულად, ან შეუგნებლად, შეუგნებლად უფრო მაშინ, როცა ისეთ გარემოში ხვდება, სადაც გინება ჩვეულებრივი მოვლენაა და სისტემატური სახე აქვს, ერთხელ სკოლაში მასწავლებელს ვუთხარი შეჩემა მეთქი, ინსტიქტურად და გაუაზრებლად, წამომცდა. არც მასწავლებელი ელოდა ამას და არც მე, უბანში ხშირად ხმარობდნენ ამ გამოთqმას და ჩემდა უნებურად წამომცდა, მივხვდი რა სისულელეც მოხდა და ეტყობა ეს ნათლად დამეტყო სახეზე, გაატარა მასწეავლებელმა, თითქოს არ გაუგონია, მე კი ჩემი დამემართა, მსგავს უხერხულ სიტუაციაში მერე იშვიათად მოვხვედრილვარ და გინების შესახებ თუ ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი, ამ მომენტმაც იმოქმედა გარკვეულწილად. ჩვენს მეტყველებაზე და უფრო კი შეგნებაზე თავისთავად მოქმედებს ჩვენი ეროვნება და რელიგიური მრწამსი, ორივე მათგანი არის ბილწსიტყვაობის შემაფერხებელი გარემოება, მაგრამ… გადის დრო და ირღვევა სუკუნეების განმავლობაში აგებული ეს „ჯებირები“. გინება აღარ ჭრის ყურს და დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანებს გამოგონება რომ შეუძლიათ არაა ახალი და დაუზარებლად იგონებენ ყველანაირ ბილწსიტყვათა კონსტრუქციების, გამონათქვამებისა და სიტყვათშეთანხმებებს, არსებობს შესაბამისი ლექსიკონებიც. ეს სიტყვები ყოველივე იმის ნამდვილი გმობა და შელახვაა, რასაც სიკეთე, პატიოსნება და სიწმინდე ჰქვია ამ ქვეყანაზე. გინება ლანძღვის უკიდურესი ფორმაა და ყოველი ასეთი ლანძღვა ღვარძლია, სარკაზმულ დაცინვას შეიცავს რომელიმე დიდი, ან მცირე სიწმინდის მიმართ. რწმენის, ზნეობისა, თუ მორალის სფეროდან; ეს უბრალოდ გონებამახვილ სიტყვათა თამაში როდია: ერთი შეხედვით ეს ყველაზე აბსურდული და უაზრო ბინძური სიტყვათა შეთანხმებაა, მაგრამ სინამდვილეში აქ ბნელი, შორსფესვგადმული „აზრიც“ დევს. ეს ანტიმორალის, ანტისიკეთისა და ანტიადამიანობის ერთგვარი „სკოლაა“. გინებას თავის „გმირებიც“ და „მუზაც“ ჰყავს. გინება და გინების ტოლფას გამონათქვამები შემოსულ ტერმინ სლენგად არის მონათლული და ლამის ყოველდღიურ მეტყველებაში ინერგება. დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებული და ფესვგადმულია დედის გინება თავისი ბილწსიტყვაობის მთელი შტოთი. იგი სპეციალიზებულია ისეთ სთნოებათა შებღალვასა და ბოროტ დაცინვებზე, როგორც არის ქალწულობა, ქორწინება და შვილოსნობა. ამ გინებათა სახელწოდებანი (ადამიანთა სამარცხვინოდ) წარმოიშობა სიტყვა ღმერთის შემდეგ, ჩვენთვის ყველაზე წმინდა სიტყვისაგან - დ ე დ ა. ქართველისთვის ეს ცნება ორმაგად წმინდaა: ჩვენს ეკლესიას დედა ეკლესია ჰქვია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - დედა ღვთისა, დედის კულტი კი საქართველოში ოდითგანვე ისეა ფესვგადგმული, რომ ჩემთვის გასაკვირი არ იქნებოდა მას საქართველოს ნაცვლად „დედა“ ერქვას. სწორედ ამ სიწმინდეების შესაბღალად ასობით სიტყვათა შეთანხმებაა შედგენილი, რომელიც ყველაზე ამაზრზენი ფორმითაა გამოხატული. ნაცვლად იმისა, რომ მორიდება და მოკრძალება ჰქონდეთ იმ უდიდესი საიდუმლოების მიმართ, რასაც ადამიანის ჩასახვა და ამ ქვეყნად მოსვლა ჰქვია და რომელსაც სიცოცხლეს უნდა ვუმადლოდეთ ადამაინებმა უკიდურესად ამაზრზენი და უხეში ფორმები მოუძებნეს ამ მოვლენას და ყველაზე დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტუაციაში ხმარობენ. ამასთანავე ახალი სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო აქციეს გამუდმებული ლანძღვისა და დაცინვის საბაბად. დღესდღეობით ჩვენში ასე სამწუხაროდ გავრცელებული ბილწსიტყვაობა არასწორი აღზრდის შედეგიცაა, ადრე მოზარდები მხილოდ ერთიმეორეს აგინებდნენ, რაც თავისთავად საშინელებაა, მაგრამ ახლა, ამას ახალი, საერთოდ მიუღებელი რამ დაემატა ჩვენი შვილები საკუთარ დედბსაც აგინებენ და ეს ყველა ფეხის გადადგმაზ გვესმის. ოჯახის მნიშვნელობაზე თავს აღარ შეგაწყენთ. იგინება მშობელი, ავტომატურად იგინება ბავშვიც, ეს ამბავია „კუკარაჩას“ დეიდა ანიკოსავითაა. არ მინდა გვერდი ავუარო საიტზე ნაწარმოებებში, თუ კომენტარებში მიმდინარე პროცესებს. ზოგჯერ გვერდი ამივლია „წითელხელიანი“ ნაწარმოებისთვის, ზოგჯერ შევსულვარ, წამიკითხავს და მინანია. ვინანე ავტორის გამო, ჩემს გამოც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იმ ადამიანის გამო, ვინც წაიკითხა და კომენტარი დაწრა. გული დამწვეტია, როცა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებსს (განსაკუთრებით ქალებს), სხვათაშორის კომენტარი დაუტოვებიათ, ბევრჯერ ავტორიც შეუქიათ და ლექსის გამო წაუხალისებიათ. ძირითადად, რადგან ასეთ ლექსებს სრულწლოვანი ადამიანები წერენ და აქვეყნებენ, არანაირი უფლება არ მაქვს ზემოდან ველაპარაკო და მორალი ვუკითხო, ერტი კია, კარგი იქნება თუ ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ჩემს წინადადებას რაც ადრე დავწერე ამ საკითხის შესახებ, კერძოდ იმ ნაწამროებზე შესასვლელად, რომელსაც წითელი ხელი აქვს წევრს უნდა სჭირდებოდეს მაილზე შესვლა და იქიდან ნაქარმოებზე გადასვლა,, ეს უნდა ხდებოდეს ყველა შესვლაზე, ხოლო ამ ნაწარმოების კომენტარები არ უნდა ჩანდეს საერთო კომენტარებში, ანუ ჩანდეს იმ შემთხვევაში, თუ მაილზე შევა საიტის წევრი, ეს მცირედიტ მაინც გამოასწორებს სიტუაციას. რაც შეეხება კომენტარებში, ან ფორუმზე გინებას, ცუდია გინება ხმამაღლაც და დაფარულადაც. შემგინებელმა და ადრესატმა ხომ იციან გინების ფაქტი, ესაა ცუდი, თორემ მე ამ წუთას ჩემს გულისტკივილს გადმოვცემ მხოლოდ. ვინც სახალხოდ იგინება, იგი არა მხოლოდ იგინება, არამედ ჭუჭყით ავსებს მსმენელის, საიტზე კი მკითხველის გონებასდა ამ გზით იგი ჩადის ბოროტებას, ისე რომ ამაზე წარმოდგენაც არა აქვს. აუცილებელია შევიგნოთ, რომ ჩვენი მეტყველება ესმის არა მარტო ადამიანებს (მათი უკვე ღარ გვრცხვენია), არამედ ანგელოზებსაც და თვით უფალსაც. წმინდა ნათლობის შემდგომ მირონცხების საიდუმლოში ადამიანს ბაგეებზე დაესმება სულიწმინდის ბეჭედი, ბინძური სიტყვებსი წარმოთქმით ჩვენ შევურაცხყოფთ სულიწმინდას, რომელმაც აკურთხა ქრისტიანის ბაგეები, რათა მათით ღმერთი განდიდებულიყო. ჰო კიდევ, მარხვაა და ყველას უკეთეს "ხვალინდელ" დღეს გისურვებთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ახლა ვნახე ლალი შენი ეს კომენტარი, რა თქა უნდა არ დაგეთანხმე, საერთოდაც იმიტომ დავწერე ეს, რაც დავწერე, რომ არ ვეთანმები მასგავს რამეებს, ვახტანგ ღლონტის მაგალითს რაც შეეხება, დარწმუნებით გეტყვი, რომ მისგან გინება არც ერთხელ არ გამიგია არც მე და არც ჩემს საახლობლოს, ბევრ სხვა რამესთან ერთად მაგიტომაც იმსახურებს პატივისცემას და არა პირიქით. ახლა ვნახე ლალი შენი ეს კომენტარი, რა თქა უნდა არ დაგეთანხმე, საერთოდაც იმიტომ დავწერე ეს, რაც დავწერე, რომ არ ვეთანმები მასგავს რამეებს, ვახტანგ ღლონტის მაგალითს რაც შეეხება, დარწმუნებით გეტყვი, რომ მისგან გინება არც ერთხელ არ გამიგია არც მე და არც ჩემს საახლობლოს, ბევრ სხვა რამესთან ერთად მაგიტომაც იმსახურებს პატივისცემას და არა პირიქით.
43. ნუ ბილწსიტყვაობა ზოგადად რომ ცუდია რაზე ლაპარაკი...
იმედია ჩემს კომენტარს ნახავ აქ.
გინება ყველაზე გულწრფელი ადამიანური რეაქციაა.''უმაკიაჟო''
''ჩვენ ვიგინებით ისე გულწრფელად,თქვენ ასე გულწრფელად ალერსიც კი არ შეგიძლიათ'' ეს ვახო ღლონტისაა. არასტანდარტული აზროვნების გამო მიყვარს მე ეგ კაცი:)
ნუ ბილწსიტყვაობა ზოგადად რომ ცუდია რაზე ლაპარაკი...
იმედია ჩემს კომენტარს ნახავ აქ.
გინება ყველაზე გულწრფელი ადამიანური რეაქციაა.``უმაკიაჟო``
``ჩვენ ვიგინებით ისე გულწრფელად,თქვენ ასე გულწრფელად ალერსიც კი არ შეგიძლიათ`` ეს ვახო ღლონტისაა. არასტანდარტული აზროვნების გამო მიყვარს მე ეგ კაცი:)
42. სრული დასტური. მადლი უფალს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც თქვენნაირად აზროვნებს, ზაზა. მსგავსი წერილი ყოველთვის დროული და სასარგებლოა. ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი გამოსვლებით ვერაფერს შეცვლი. ყოველი თსლი, ავიც და კარგიც, თავის ნიადაგს აუცილებლად პოულობს. რატომ უნდა დავუტოვოთ ეს შესაძლებლობა მხოლოდ ბოროტს? ავტორს წარმატებები :)
სრული დასტური. მადლი უფალს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც თქვენნაირად აზროვნებს, ზაზა. მსგავსი წერილი ყოველთვის დროული და სასარგებლოა. ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი გამოსვლებით ვერაფერს შეცვლი. ყოველი თსლი, ავიც და კარგიც, თავის ნიადაგს აუცილებლად პოულობს. რატომ უნდა დავუტოვოთ ეს შესაძლებლობა მხოლოდ ბოროტს? ავტორს წარმატებები :)
41. ყველაში ნუ მომიხსენიებ, დამინდე :)) ყველაში ნუ მომიხსენიებ, დამინდე :))
40. ლევან გაჩეჩილაძეს წააკითხეთ ეს წერილი, კიდევ გოგი ხაინდრავას , მაგენი არიან რომ გვასწავლიან გინებას:))) ბოლო დროს გადაღებული ქართული ,,ფილმუკები" კი გინების შედევრებია და არა კინო ხელოვნებისა. არა მგონია ამ წერილმა რამე შეცვალოს მეგობარო, ხომ ხედავ ყველაფერს გვასწავლიან ,,ვიში სორტის" ქართველები ჩვენ ,,გოიმ" ქართველებს, ეს ქვეყანა ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადააქციეს და გინება გიკვირს?
მრავალ აღდგომას დაესწარით! ივერია გაბრწყინდება...როცა გინებას გადავეჩვევით! ლევან გაჩეჩილაძეს წააკითხეთ ეს წერილი, კიდევ გოგი ხაინდრავას , მაგენი არიან რომ გვასწავლიან გინებას:))) ბოლო დროს გადაღებული ქართული ,,ფილმუკები" კი გინების შედევრებია და არა კინო ხელოვნებისა. არა მგონია ამ წერილმა რამე შეცვალოს მეგობარო, ხომ ხედავ ყველაფერს გვასწავლიან ,,ვიში სორტის" ქართველები ჩვენ ,,გოიმ" ქართველებს, ეს ქვეყანა ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადააქციეს და გინება გიკვირს?
მრავალ აღდგომას დაესწარით! ივერია გაბრწყინდება...როცა გინებას გადავეჩვევით!
39. გაიხარე ძმაო უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!!! გაიხარე ძმაო უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!!!
38. ჩემო ზაზა, გეთანხმები და მართლა წარყვნა ქვეყანა ამ უხამსობებმა და უკვე ისეთები დამკვიდრდა ყოფაში, რომელთა ელემენტარული გააზრებაც კი შეგძრავს, მაგალითად: "ჩემი დედა......", "ბო...შვილი ვიყო" და რაც მთავარია, გოგონებმა უკვე ბიჭებს გადუჭოკრეს "ორიგინალური უხამსობებით", როგორია მაგალითად: "მამჩემის ცოლი ვიყო" და სხვა კიდევ, რაც გამგონია,უბრალოდ ვერ ვიტყვი რა, რაც მართალია მართალია!
კარგია, აქტუალური თემაა ნამდვილად! :)))) ჩემო ზაზა, გეთანხმები და მართლა წარყვნა ქვეყანა ამ უხამსობებმა და უკვე ისეთები დამკვიდრდა ყოფაში, რომელთა ელემენტარული გააზრებაც კი შეგძრავს, მაგალითად: "ჩემი დედა......", "ბო...შვილი ვიყო" და რაც მთავარია, გოგონებმა უკვე ბიჭებს გადუჭოკრეს "ორიგინალური უხამსობებით", როგორია მაგალითად: "მამჩემის ცოლი ვიყო" და სხვა კიდევ, რაც გამგონია,უბრალოდ ვერ ვიტყვი რა, რაც მართალია მართალია!
კარგია, აქტუალური თემაა ნამდვილად! :))))
37. ყველაფერთან ერთად, მამაკაცის სისუსტის მანიშნებელიცაა, მე ვფირქობ, გინება, და საერთოდ, ვინმეს მიმართ ბილწსიტყვაობა. ქალისგან ხომ საშინელებაა.
კარგია, რომ ამ თემაზე დაგიწერია, ზაზა.
ყველაფერთან ერთად, მამაკაცის სისუსტის მანიშნებელიცაა, მე ვფირქობ, გინება, და საერთოდ, ვინმეს მიმართ ბილწსიტყვაობა. ქალისგან ხომ საშინელებაა.
კარგია, რომ ამ თემაზე დაგიწერია, ზაზა.
36. ირღვევა სუკუნეების განმავლობაში აგებული ეს „ჯებირები“ - საუკუნეების
აბსოლუტურად გეთანხმები, ზაზა.
ძალიან საინტერესო და გამართული ნაწერია! ნამდვილად აქტუალურ თემაზე, შეიძლება ითქვას ქრონიკულად აქტუალურზეც :)
ვისურვებდი ამ კრიტიკა-პუბლიცისტიკის მთავარ გვერდზე ხილვას. +5 (ეს კი ჩემი მცირე წვლილი ამ საქმეში) ირღვევა სუკუნეების განმავლობაში აგებული ეს „ჯებირები“ - საუკუნეების
აბსოლუტურად გეთანხმები, ზაზა.
ძალიან საინტერესო და გამართული ნაწერია! ნამდვილად აქტუალურ თემაზე, შეიძლება ითქვას ქრონიკულად აქტუალურზეც :)
ვისურვებდი ამ კრიტიკა-პუბლიცისტიკის მთავარ გვერდზე ხილვას. +5 (ეს კი ჩემი მცირე წვლილი ამ საქმეში)
35. უმრავლესობის ცხოვრების სამარცხვინო წესი... უმრავლესობის ცხოვრების სამარცხვინო წესი...
34. ზაზა აბსულუტურად გეთანხმები ამ"გინების" შესახებ რასაც წერ, ათჯერ უფრო საინტერესოა და გასახარია, ის, რომ მამაკაცმა , პირველმა ამოიღე ხმა გინების საწინააღმდეგოდ, დიახ! არ უნდა იწერებოდეს არც უწმაწური სიტყვები,, ჯერ პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავს, მერე სხვას, "წითელხელიანი" ნაწარმოებს ყოველთვის ვკითხულობ, უფრო მეტად იქ საძაგლობა არ წერია ხოლმე, მაგრამ სადაც წერია უხამსობა, იქ კომენტარებს არასოდეს არ ვტოვებ, ხოლო ვკითხულობ იმიტომ, რომ მაინტერესებს ვინ არის ბინძური ენის პატრონი უფრო სავალალო ისაა, როცა "წითელხელიანის"ნაწარმოებზე, რომელშიც ბილწსიტყვაობაა, კომენტარს " მაგარია" წერს მანდილოსანი,
ზაზა აბსულუტურად გეთანხმები ამ"გინების" შესახებ რასაც წერ, ათჯერ უფრო საინტერესოა და გასახარია, ის, რომ მამაკაცმა , პირველმა ამოიღე ხმა გინების საწინააღმდეგოდ, დიახ! არ უნდა იწერებოდეს არც უწმაწური სიტყვები,, ჯერ პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავს, მერე სხვას, "წითელხელიანი" ნაწარმოებს ყოველთვის ვკითხულობ, უფრო მეტად იქ საძაგლობა არ წერია ხოლმე, მაგრამ სადაც წერია უხამსობა, იქ კომენტარებს არასოდეს არ ვტოვებ, ხოლო ვკითხულობ იმიტომ, რომ მაინტერესებს ვინ არის ბინძური ენის პატრონი უფრო სავალალო ისაა, როცა "წითელხელიანის"ნაწარმოებზე, რომელშიც ბილწსიტყვაობაა, კომენტარს " მაგარია" წერს მანდილოსანი,
33. როგორი აქტუალური და სწორედ რომ, დროული ნაშრომია, ზაზა! გინება უკვე სენივით მოგვედო ქართველებს. ყველაზე საშინელი ავადმყოფური გადახრებიც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში, როცა პატარა ბავშვებს (უფრო კი ბიჭებს) ოფიციალურად ასწავლიან მამიკოები ან სხვა "კეთილი" ძიები გინებას. აქაოდა ვაჟკაცია და ვაჟკაცურად უნდა გაიზარდოსო. პირველ რიგში საზოგადოების გონი თუ არ გამოსუფდავდა უზნეობის ნარჩენებისგან, ღირებულებები თუ არ გადაფასდა და შეიცვალა და უფლის გზაზე სიარული ცხოვრების წესად თუ არ გვექცა, მანამდე, მეც არა მგონია, რამე გვეშველოს ქართველებს.
როგორი აქტუალური და სწორედ რომ, დროული ნაშრომია, ზაზა! გინება უკვე სენივით მოგვედო ქართველებს. ყველაზე საშინელი ავადმყოფური გადახრებიც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში, როცა პატარა ბავშვებს (უფრო კი ბიჭებს) ოფიციალურად ასწავლიან მამიკოები ან სხვა "კეთილი" ძიები გინებას. აქაოდა ვაჟკაცია და ვაჟკაცურად უნდა გაიზარდოსო. პირველ რიგში საზოგადოების გონი თუ არ გამოსუფდავდა უზნეობის ნარჩენებისგან, ღირებულებები თუ არ გადაფასდა და შეიცვალა და უფლის გზაზე სიარული ცხოვრების წესად თუ არ გვექცა, მანამდე, მეც არა მგონია, რამე გვეშველოს ქართველებს.
31. ზაზა მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ და შენი პირიდან რომ არასოდეს არ მაქვს განაგონი გინება.. ზაზა მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ და შენი პირიდან რომ არასოდეს არ მაქვს განაგონი გინება..
29. აბსოლუტურად გეთანხმებით. სამწუხაროდ ერთგვარ თავდაჯერებულობას მატებს(განსაკუთრებით მოზარდ ბიჭებს) გინება, არა და რა განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა საკუთარ დედაზე ბილწსიტყვაობენ... აბსოლუტურად გეთანხმებით. სამწუხაროდ ერთგვარ თავდაჯერებულობას მატებს(განსაკუთრებით მოზარდ ბიჭებს) გინება, არა და რა განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა საკუთარ დედაზე ბილწსიტყვაობენ...
28. საერთოდ ზოგადად გინება --------შეურაცყოფის მიყენებას ნიშნავს და არაა სავალდებულო მაინცდამაინც დედის და მამის ამბავში იყოს ნახსენები........ ყველანაირი შეურაცყოფა გინებაა...........
ასე რომ ძირს გინება...........
პატივისცემით .. საერთოდ ზოგადად გინება --------შეურაცყოფის მიყენებას ნიშნავს და არაა სავალდებულო მაინცდამაინც დედის და მამის ამბავში იყოს ნახსენები........ ყველანაირი შეურაცყოფა გინებაა...........
ასე რომ ძირს გინება...........
პატივისცემით ..
27. ბევრი რამ გასათვალისწინებელია აქ ბევრი რამ გასათვალისწინებელია აქ
26. 18. ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია". კრავაი ზვერელი. 2011-03-13 12:25:30 ისე,მეც წავიკითხე სადღაც,რომ გინება ქართულ ენაში არ არსებობდა,მონღოლების ძღვენია ზუსტადო :) იქნებ მართალია
,, ზოგჯერ გვერდი ამივლია „წითელხელიანი“ ნაწარმოებისთვის, ზოგჯერ შევსულვარ, წამიკითხავს და მინანია. ვინანე ავტორის გამო, ჩემს გამოც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იმ ადამიანის გამო, ვინც წაიკითხა და კომენტარი დაწრა. გული დამწვეტია, როცა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებსს (განსაკუთრებით ქალებს), სხვათაშორის კომენტარი დაუტოვებიათ, ბევრჯერ ავტორიც შეუქიათ და ლექსის გამო წაუხალისებიათ. " 18. ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია". კრავაი ზვერელი. 2011-03-13 12:25:30 ისე,მეც წავიკითხე სადღაც,რომ გინება ქართულ ენაში არ არსებობდა,მონღოლების ძღვენია ზუსტადო :) იქნებ მართალია
,, ზოგჯერ გვერდი ამივლია „წითელხელიანი“ ნაწარმოებისთვის, ზოგჯერ შევსულვარ, წამიკითხავს და მინანია. ვინანე ავტორის გამო, ჩემს გამოც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იმ ადამიანის გამო, ვინც წაიკითხა და კომენტარი დაწრა. გული დამწვეტია, როცა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებსს (განსაკუთრებით ქალებს), სხვათაშორის კომენტარი დაუტოვებიათ, ბევრჯერ ავტორიც შეუქიათ და ლექსის გამო წაუხალისებიათ. "
25. ყველაზე მაგარია, ე,წ სვეცკი ნაშები რომ აგინებენ საკუთარ დედებს ყველაზე მაგარია, ე,წ სვეცკი ნაშები რომ აგინებენ საკუთარ დედებს
24. 18. ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია". კრავაი ზვერელი. 2011-03-13 12:25:30
როგორ მინდა, რომ ეს სიტყვები მართალი იყოს... მაგრამ ვის დავაბრალოთ, როცა მსოფლიოს არცერთ ენაში არაა საკუთარი დედის გინება? რომელ უცხოელ დამპყრობლებს შევახოცოთ ხელები?! ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ქართული სენია, ყველაფრის უმაღლეს რანგში აყვანა, თვით გინებისაც კი... და მსგავგსი არაფერი გამიგია, ერთი ბიჭი რომ იგინებოდა ქუჩაში - "ჩემს ძმას მ...ნ მისი წილი დედის ......" გაგიგონიათ, ხალხო, მსგავსი სისულელე და სიბინძურე? 2-3 დღე გონზე ვერ მოვედი... კარგი, ეს ბიჭები იგინებიან ასე...
და დედის გინებას მეორე უკიდურესობაც რომ დაემატა? გოგონები ხომ არ უნდა ჩამორჩენილიყვნენ ბიჭებს? ჰოდა, საკუთარი ყურით მაქვს გაგონილი, ერთი გოგონა რომ უმტკიცებდა მეორეს, "მამაჩემის ბოზი ვიყო, თუ მართალს არ ვამბობდეო!"
გაიხარე, ზაზა, კარგი ადამიანი ხარ შენ! იქნებ გამოფხიზლდეს ეს ხალხი?! 18. ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია". კრავაი ზვერელი. 2011-03-13 12:25:30
როგორ მინდა, რომ ეს სიტყვები მართალი იყოს... მაგრამ ვის დავაბრალოთ, როცა მსოფლიოს არცერთ ენაში არაა საკუთარი დედის გინება? რომელ უცხოელ დამპყრობლებს შევახოცოთ ხელები?! ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ქართული სენია, ყველაფრის უმაღლეს რანგში აყვანა, თვით გინებისაც კი... და მსგავგსი არაფერი გამიგია, ერთი ბიჭი რომ იგინებოდა ქუჩაში - "ჩემს ძმას მ...ნ მისი წილი დედის ......" გაგიგონიათ, ხალხო, მსგავსი სისულელე და სიბინძურე? 2-3 დღე გონზე ვერ მოვედი... კარგი, ეს ბიჭები იგინებიან ასე...
და დედის გინებას მეორე უკიდურესობაც რომ დაემატა? გოგონები ხომ არ უნდა ჩამორჩენილიყვნენ ბიჭებს? ჰოდა, საკუთარი ყურით მაქვს გაგონილი, ერთი გოგონა რომ უმტკიცებდა მეორეს, "მამაჩემის ბოზი ვიყო, თუ მართალს არ ვამბობდეო!"
გაიხარე, ზაზა, კარგი ადამიანი ხარ შენ! იქნებ გამოფხიზლდეს ეს ხალხი?!
23. და კიდევ ერთს ვიტყვი: როცა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საკუთარ დედას აგინებენ, ყვლაზე ღვთიურს -დედაშვილობის მადლს აგინებენ. ამაზე უფრო ამაღლებული ურთიერთობა, ვიდრე დედაშვილობაა, არ მომადლებია დედამიწას, ჰოდა, ვინც მას აგინებს, უკუნისამდე იქნება შეგინებული( ვაი, მაშინ ჩვენ, და ჩვენს ნაშიერთ)... მომიტევეთ კადნიერი ტონი. და კიდევ ერთს ვიტყვი: როცა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საკუთარ დედას აგინებენ, ყვლაზე ღვთიურს -დედაშვილობის მადლს აგინებენ. ამაზე უფრო ამაღლებული ურთიერთობა, ვიდრე დედაშვილობაა, არ მომადლებია დედამიწას, ჰოდა, ვინც მას აგინებს, უკუნისამდე იქნება შეგინებული( ვაი, მაშინ ჩვენ, და ჩვენს ნაშიერთ)... მომიტევეთ კადნიერი ტონი.
22. გაგაძლიეროს უფალმა, ზაზა... გაგაძლიეროს უფალმა, ზაზა...
21. სრული სიმართლე.ბევრი ბავშვი შემოდის ამ საიტზე, ვიცი. ჰოდა, სირცხვილია, უბრალოდ... არც ვკითხულობ და ავტორებსაც არაფერს მატებს ჩემს თვალში ეს წითელი ხელი, პირიქით. კარგი თემაა, ზაზა, გმადლობ. სრული სიმართლე.ბევრი ბავშვი შემოდის ამ საიტზე, ვიცი. ჰოდა, სირცხვილია, უბრალოდ... არც ვკითხულობ და ავტორებსაც არაფერს მატებს ჩემს თვალში ეს წითელი ხელი, პირიქით. კარგი თემაა, ზაზა, გმადლობ.
20. გაიხარე ზაზ... მართალი ხარ და მენატრები კიდევ :( :-* გაიხარე ზაზ... მართალი ხარ და მენატრები კიდევ :( :-*
19. ნამდვილად სერიოზული ზნეობრივ–მენტალური პრობლემაა და ნაწერიც აქტუალური! ეგებ კიდევ ერთხელ დააფიქროს საზოგადოება.... ნამდვილად სერიოზული ზნეობრივ–მენტალური პრობლემაა და ნაწერიც აქტუალური! ეგებ კიდევ ერთხელ დააფიქროს საზოგადოება....
18. ძალიან ცუდი ფონია ქვეყანაში სწორი აღზრდისათვის... ასეთ ნაშრომს სკოლაში უნდა ეცნობოდეს ბავშვი. ფერეიდანში დღემდე შენახულია ქართული მიდგომა დედის ხსენებისა.ხმას დაბლა დაუწევენ პატივისცემის დასტურ,ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია".
გაიხარეთ,ავტორო.ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობთ.ე.ი.მართლა გადასარჩენი ერი ვართ. ძალიან ცუდი ფონია ქვეყანაში სწორი აღზრდისათვის... ასეთ ნაშრომს სკოლაში უნდა ეცნობოდეს ბავშვი. ფერეიდანში დღემდე შენახულია ქართული მიდგომა დედის ხსენებისა.ხმას დაბლა დაუწევენ პატივისცემის დასტურ,ანუ გინება,არაქართული წარმომავლობისაა და დამპყრობელთა დატოვებული ,,ძღვენია".
გაიხარეთ,ავტორო.ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობთ.ე.ი.მართლა გადასარჩენი ერი ვართ.
17. ზაზა ბიძია :) :-*
ზაზა ბიძია :) :-*
16. ღმერთს ებარებოდეთ!! :) ღმერთს ებარებოდეთ!! :)
15. აუცილებელია შევიგნოთ, რომ ჩვენი მეტყველება ესმის არა მარტო ადამიანებს, არამედ ანგელოზებსაც და თვით უფალსაც... აუცილებელია შევიგნოთ, რომ ჩვენი მეტყველება ესმის არა მარტო ადამიანებს, არამედ ანგელოზებსაც და თვით უფალსაც...
14. უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს! უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს!
13. მშობლების მაგინებელი შვილი - არცა ღირს ყოლადა... ვინც ზაზას არ დაეთანხმოს, "დედაც შაერთოს ცოლადა"
:) მშობლების მაგინებელი შვილი - არცა ღირს ყოლადა... ვინც ზაზას არ დაეთანხმოს, "დედაც შაერთოს ცოლადა"
:)
12. მომეწონა ახლა ეს ნაწერი მე,თუმცა ერთს ვიტყოდი რომ ამ ბოლო დროსუკუღმა დედის გინება გადადის ოდიდან,ანუ ყურში ისე ხშირად აღარ მხვდება და სანაცვლოდ მესმის "შენს ძმობას ვფიცავარ", რაც მართლაც ომ მიხარია. კარგი კაცი ხარ შენ ზაზა,გაიხარე! +++++ მომეწონა ახლა ეს ნაწერი მე,თუმცა ერთს ვიტყოდი რომ ამ ბოლო დროსუკუღმა დედის გინება გადადის ოდიდან,ანუ ყურში ისე ხშირად აღარ მხვდება და სანაცვლოდ მესმის "შენს ძმობას ვფიცავარ", რაც მართლაც ომ მიხარია. კარგი კაცი ხარ შენ ზაზა,გაიხარე! +++++
11. კარგია, როდესაც გონებრივი და სულიერი სიღრმეების თანხვედრაა!!!
წერილი მომეწონა!!! კარგია, როდესაც გონებრივი და სულიერი სიღრმეების თანხვედრაა!!!
წერილი მომეწონა!!!
10. რაღა თქმა უნდა, საინტერესო წერილია და საინტერესო მიდგომა. :)
პატივისცემით, განდი. არწივი. რაღა თქმა უნდა, საინტერესო წერილია და საინტერესო მიდგომა. :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
9. რა მშვენიერი და დროული კრიტიკა-პუბლიცისტიკაა... 55555555 მიხარია მსგავს რამეებს რომ ვკითხულობ...:-* რა მშვენიერი და დროული კრიტიკა-პუბლიცისტიკაა... 55555555 მიხარია მსგავს რამეებს რომ ვკითხულობ...:-*
8. ასე დეტლურად რომ არ იყოს ახსნილი...ადამიანის მეტყველება პირდაპირ მის სულიერი გავითარების ხარისხზე და მის მდგომარეობაზე მიუთითებს...მეტყველება და ქცევა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს... ამაზეა ნათქვამი: სივდილმა შეიძლება ცოტა გაალოს, მაგრამ სირცხვილმა თავის მოჭრა ერთ წამში იცისო ასე დეტლურად რომ არ იყოს ახსნილი...ადამიანის მეტყველება პირდაპირ მის სულიერი გავითარების ხარისხზე და მის მდგომარეობაზე მიუთითებს...მეტყველება და ქცევა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს... ამაზეა ნათქვამი: სივდილმა შეიძლება ცოტა გაალოს, მაგრამ სირცხვილმა თავის მოჭრა ერთ წამში იცისო
7. ყველაფერში თანხმობა!!! კარგი წერილია!!! გაიხარე შენა!!! ყველაფერში თანხმობა!!! კარგი წერილია!!! გაიხარე შენა!!!
6. ბილწსიტყვაობა საშინელი სენია დღევანდეობაში თან ძალიან შემოჩვეული სენი სამწუხაროდ ბილწსიტყვაობა საშინელი სენია დღევანდეობაში თან ძალიან შემოჩვეული სენი სამწუხაროდ
5. ძალიან მიჩვევა ცოდნია გინებასაც, 3 სიტყვიდან 2-ს რო გინებას გაიგონებ ხო გადაირევი აბა რა იქნება ძალიან მიჩვევა ცოდნია გინებასაც, 3 სიტყვიდან 2-ს რო გინებას გაიგონებ ხო გადაირევი აბა რა იქნება
4. ზაზა, შესანიშნავი წერილია. ძველ აღთქმაში წერია, რომ საიქიოში ადუღებული კუპრი ჩაესხმება პირში, მას, ვინც ბილწსიტყვაობს. მითუმეტეს საშინელებაა, როცა იგინებიან ქალები და როცა თვლიან, რომ ეს ნორმალურია და ქალს უხდება გინება ( მე ეს მომისმენია). მითუმეტეს, როცა "ჩემი დედა..." გამარჯობასავით არის. მითუმეტეს, როცა, მართლაც და მშობლები იგინებიან შვილებთან. მოსკოვიდან ერთხელ ჩემს მეგობართან დავრეკე და შევჩივლე, დაბრუნება მინდა, ეღარ ვჩერდები მეთქი აქ და რა მითხრა, იცით ?! არ დაბრუნდე, აქ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, ხალხი უკვე ხმამაღლა იგინებაო.
"ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო".
ზაზა, შესანიშნავი წერილია. ძველ აღთქმაში წერია, რომ საიქიოში ადუღებული კუპრი ჩაესხმება პირში, მას, ვინც ბილწსიტყვაობს. მითუმეტეს საშინელებაა, როცა იგინებიან ქალები და როცა თვლიან, რომ ეს ნორმალურია და ქალს უხდება გინება ( მე ეს მომისმენია). მითუმეტეს, როცა "ჩემი დედა..." გამარჯობასავით არის. მითუმეტეს, როცა, მართლაც და მშობლები იგინებიან შვილებთან. მოსკოვიდან ერთხელ ჩემს მეგობართან დავრეკე და შევჩივლე, დაბრუნება მინდა, ეღარ ვჩერდები მეთქი აქ და რა მითხრა, იცით ?! არ დაბრუნდე, აქ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, ხალხი უკვე ხმამაღლა იგინებაო.
"ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო".
3. გენერალო, ვამაყობ შენით და ყოველ საქმეში ძლიერი ხარ და წარმატებები! გენერალო, ვამაყობ შენით და ყოველ საქმეში ძლიერი ხარ და წარმატებები!
2. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კარგი ადამიანი ხარ. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კარგი ადამიანი ხარ.
1. ონლაინ თამაშებში არის აკრძალვა, როცა წერ გინებას, ეგრევე იბლოკები , გამომიცდია :D ონლაინ თამაშებში არის აკრძალვა, როცა წერ გინებას, ეგრევე იბლოკები , გამომიცდია :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|