ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ქერდიყოშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


მელოდია

აი მოვედი. არ მელოდი?
მელოდია ვარ.
გეფერებოდი,
ღამღამობით გელანდებოდი.
ახლა ხომ მხედავ
დახავსული რომ მე ლოდი ვარ,
გულზე გაწექი უთქმელობად,
ვერა დგებოდი.


აჰა, ამომთქვი მელოდიად
და მალე დები
(მუზად რომ უხმობ)
ჩამთესავენ სულში ხელახლა,
გავღვივდები მე ლოდად გულზე
და დაგედები,
მოგელანდები,
მელოდიად მიტყვი ხმამაღლა.


მაღლა და მაღლა ამიტაცებს
ზეცა ნისლივით,
არ გეყოლება საყვარელი
და საამო სხვა,
დაგელოდები სამუდამოდ
ფიქრებს გიშლი ვით,
მე ლოდი ვარ და
მელოდიად უნდა ამომთქვა.


..........


მალე ამოდ მთქვი,
მე ლოდების მელოდია ვარ!
მალე მელოდე,
მე სახელად სიჩუმე მქვია...






31 ოქტომბერი. 2010 წელი.

ბობნევი, ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები