 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 მარტი, 2011 |
კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისარი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კეისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომეელმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").
ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. იცოცხლეთ, თქვენ შემოგევლეთ!!! იცოცხლეთ, თქვენ შემოგევლეთ!!!
5. ოთ, კარგი ბიჭი ხარ შენ, ასეთს რომ აკეთებ საიტზე ოთ, კარგი ბიჭი ხარ შენ, ასეთს რომ აკეთებ საიტზე
4. ასეთი საჭიროა და ხშირად... ასეთი საჭიროა და ხშირად...
3. Et tu, Brute?
Et tu, Brute?
2. "თავისმოკვლისწინ წინ კითხულობდი დილეგში "ფედონს". და ცოდვა (იქნებ მამისმკვლელის!?) სასთუმლად გედო." შ. ნიშნიანიძე "თავისმოკვლისწინ წინ კითხულობდი დილეგში "ფედონს". და ცოდვა (იქნებ მამისმკვლელის!?) სასთუმლად გედო." შ. ნიშნიანიძე
1. არადა, არ იყო ბრუტუსი ცუდი "როჟა"
:( არადა, არ იყო ბრუტუსი ცუდი "როჟა"
:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|