ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2011


სამშობლოს სიყვარულით

მე მიყვარს ჩემი სამშობლო,
წინაპართ დანატოვარი,
ულამაზესი ტყე-ჭალა,
ულამაზესი მთა-ბარი.

პანკისის მთებში გაზრდილსა,
ფშაური მიდგას ფესვები,
მიყვარს გაშლილი ველები,
ილტოს, ალაზნის ხევები.

გადაკლაკნილი ქედები,
კავკასიონის მთებია,
ეს ჩვენი სიამაყეა,
ეს ოცნებაა სხვებისა.

წარსულში მისთვის ომობდნენ,
უმამაცესი გმირები,
ჩვენს გულსშიც მუდამ ცოცხლობენ,
ჩვენი სამშობლოს შვილები.

შემოგვინახეს ენა ქართული,
ტრადიციები, ადათ-წესები,
შემოგვინახეს სარწმუნოება,
მიტომ ვართ ახლა ქრისტიანები.

მაგრამ შეხედეთ დღეს საქართველოს,
აღარ ეტყობა სულისკვეთება,
ხალხი შეცვლილა აღარავის სურს,
სულ უსასყიდლოდ კარგის კეთება.

ახალგაზრდებიც რაზედ ფიქრობენ,
რატომ ბაძავენ სულ უცხო მხარეს,
იშვიათია თავისი რწმენით,
შევა ღვთის სახლში აანთებს სანთელს.

ზოგიერთ გოგოს მინდა გირჩიოთ,
მუდამ გახსოვდეთ თქვენი ღირსება,
ნუ დაივიწყეთ ქალის მანდილი,
ნუ დაივიწყეთ პატიოსნება.

უნდა მოთოკოთ გრძნობები,
ვნება გიბინდავთ გონებას,
უნდა იცოდეთ რას სჩადით,
არ გარგებთ ვნების მონება.

მე ჩემსას ვამბობ მთის შვილსა,
მაქვს ჩემი ადათ წესები,
არ მიყვარს მრუში დიაცი,
მასეთს ქალადაც არავთვლი.

მინდა გავწმინდო მტრებისგან,
ღვთის კურთხეული სამშობლო,
შური მტრობა და ღალატი,
რაც გაგვაჩნია სულ მოვსპოთ.

წუთიერ წუთისოფელში,
წამებით ვცოცხლობთ ყველაო,
ისე ვიცხოვროთ არ შეგვრცხვეს,
წარსულის გახსენებაო.

ჩვენი დროება დამდგარა,
ახლა ჩვენა გვაქვს ძალაო,
გონივრად უნდა მოვიქცეთ,
რომ ჩვენ მოგვბაძოს ხალხმაო.

რომ დავანახოთ ქვეყანას,
სიტყვა და საქმე კარგია,
უნდა გაიგოს ყველამა,
ჩვენი სიკეთის ფასია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები