ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2011


                                  ***
მე როცა მძინავს,ფანჯარას ვაღებ ანუ თავის ქალას,
ტვინს მიბურღავენ ფიქრები გამომიშვიო..
ოთახში ვუშვებ ცოტახნით,სუფთა ჰაერზე..
მერე თვალებდახუჭულს და გონებაწაშლილს,
ჩემს სულს ვუშვებ სხეულიდან..
ფიქრები მიმაქვს ხელით,მესამე განზომილებაში,
და შეცვლას ვთხოვ,ვინმე
იქვე მჯდომ გენიოსს..
შემდეგ უკან მობრუნებული
ვდებ ტვინში ფიქრებს, და ფანჯარას ვკეტავ.
ჩემს სხეულში ვიღვიძებ,შემდეგ ვდგები დაღლილი
და ხელ-პირს ვიბან..


                    ***
მოდი,ვითამაშოთ სიკვდილობანა!
გეშინია?:)
არა,მაგრამ კაკუნია!
ვინ არის?!
ისევ სიცოცხლე მოგადგა?
ხო..
მერე რა უნდა?
სიცოცხლობანა ვითამაშოთო..


                                    ***
მივდივარ და ვხედავ,მიწას როგორ ბურღავენ ადამიანები,
შუა წერტილში არის განთავსებული
დედამიწის ორგანოები,და შიგ გულში ასობენ
საბურღ აპარატს, და რაღაც მავთულები გაყავთ
ანუ ძარღვები,გულთან მისაერთებლად,რომ აამუშაონ
დედამიწა..
აჰა!ჩემი სისხლი,დაეხმარეთ,გადაუსხით დედამიწას!



   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები