 | ავტორი: სსსსს ჟანრი: პროზა 25 მარტი, 2011 |
15-16 წლის გოგონა ყოველ დილით გამოდიოდა მარტო ზღვის ნაპირზე.არავინ იცოდა ვინ იყო,სად ცხოვრობდა,რას ეძებდა ან რატომ იყო მუდამ მარტო...იმდენად სევდიანი,ნაზი და ლამაზი იყო,ასე მეგონა მზემ და ზღვამ შექმნეს მეთქი;მზემ თავისი სხივებით და ზღვამ თავისი სილურჯით.ყვითელი თმები და ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა,გეგონებოდათ ზღვა რაღაც სასწაულით გაიყო და გოგონას ქუთუთოებში ჩამდგარ თვალებად იქცაო. არ ვიცი ზღვაზე რა დროს გამოდიოდა,ის კია,რომ ყოველი ალიონის წინ აქ ვხვდებოდი.ნელა დადიოდა,ჩაფიქრებული,ხმას არ იღებდა,ზღვის გარდა მისთვის არაფერი არსებობდა;ხოლო როცა ქალაქი იღვიძებდა და ნაპირი ხალხით ივსებოდა გოგონა ისევე შეუმჩნევლად ქრებოდა,როგორც ჩნდებოდა ის ამოუცნობ საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის… ერთხელ უძილობამ გამაწვალა და უთენია გამოვედი ზღვის ნაპირზე.სევდიანი დღე იყო,თანაც ქაფმოგდებული ზღვა ღელავდა,ბობოქრობდა,ავის მომასწავებლად ქშინავდა.ასეთ ამინდში ბანაობა აკრძალული იყო.ნაპირზე ვიჯექი და ჩაფიქრებული ზღვას მივჩერებოდი.უცებ ტალღებში რაღაც დავინახე...ვიღაც იხრჩობოდა.წამოვხტი,დაყვირება მოვინდომე;უშველეთ მეთქი;მაგრამ პლაჟზე არავინ იყო,მასველი ნავიც ღუზაზე იყო გამობმული.ისევ ზღვას მივაჩერდი,მაგრამ ის წერტილი ვეღარ დავინახე,ვიფიქრე,ხომ არ მეჩვენება მეთქი,მაგრამ მალე ტალღებში ის ისევ გამოჩნდა,შეუპოვრად ებრძოდა აზვირთებულ ტალღებს და გასაოცარი ძალით წინ მიიწევდა.ზღვას მივაშურე,მაგრამ ფეხზე მოხვედრილმა ცივმა ტალღამ გამომაფხიზლა.არ ვიცოდი,გოგონას რა ეშველებოდა, რა მოხდებოდა,ან მე როგორ მოვქცეულიყავი. შიშმა და დაბნეულობამ ადგილზე გამაქვავა და ვერაფერი მოვიმოქმედე.თუმცა,საბედნიეროდ,ცოტა ხნის შემდეგ უკვე გარკვევით დავინახე მისი სახე,ნაპირს უახლოვდებოდა.უმალ მის გვერდით გავჩნდი და ამოსვლაში დავეხმარე.საშინლად დაქანცული იყო მე კი ვუყურებდი და მიკვირდა,როგორ შეეძლო ზღვის სტიქიის დამარცხება.გვერდით მივუჯექი, მისი სიმამაცით აღტაცებული ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი.სიხარულის ცრემლები მომადგა ის კი კი ზურგზე იწვა და ცდილობდა დაძაბულობისაგან გათავისუფლებულიყო. ---არ გეშინოდა? ---შეჩვეული ვარ,ზღვის არ მეშინია. ---ასე მარტო ზღვაში როგორ არ გეშინია?შორს რატომ შესცურე? ---დედასთან მივცურავდი.-მშვიდად მიპასუხა მან. ---დედასთან?რა,დედა ზღვაში ცხოვრობს?-გავოცდი. ---დიახ;უკვე სამი წელია იქ არის და მე ყოველ დღე მოვდივარ მის სანახავად. ვერაფერი გამეგო,ის კი აღარაფრის თქმას არ აპირებდა.ბოლოს,ალბათ,ისევ ჩემმა გაკვირვებულმა მზერამ აალაპარაკა. ---ეს სამი წლის წინ მოხდა.მე და დედა ზღვაზე მივედით.აქ გაიზარდა და ჩვენც აქვე ვცხოვრობთ. ახლა ბებიასთან ვცხოვრობ. ვერავინ ცურავდა ისე, როგორც დედაჩემი. მეც ყოველთვის თან მივყავდი.ერთხელ,როცა ძალიან შორს შევცურეთ,ზღვა განრისხდა და აღელდა,ჩვენ უკვე ვბრუნდებოდით,ნაპირამდე ცოტაღა იყო დარჩენილი.ჯერ ერთად მივცურავდით,მხარდამხარ,მერე დედა შეშინდა,ტალღებს არ დავეშორებინეთ და ცალი ხელი მაგრად შემომხვია.ნაპირთან სულ ახლოს ვიყავით,როცა დავინახე,რომ დედა იხრჩობოდა,დაძაბულობისაგან სხეული გაუქვავდა,ფეხები და ხელები აღარ ემორჩილებოდა.ზურგზე გადაბრუნდა ცალი ხელით მე ვყავდი ჩაბღუჯული და ისე მიცურავდა.ტალღები კი მიდიოდნენ და მიდიოდნენ.უცბად ერთმა ტალღამ აგვიტაცა და გულში ჩაგვიკრა.დედამ მიბიძგა და მე ნაპირზე აღმოვჩნდი.როცა უკან შევბრუნდი დედის მწვანე საბანაო ტანსაცმელს მოვკარი თვალი,მაგრამ ის ვეღარ ვიპოვე... გოგონა დადუმდა,ვგრძნობდი როგორ იკავებდა ლურჯ თვალებში დაგუბებულ ცრემლებს. როცა ორივენი დავწყნარდით,შინ წასვლა ვურჩიე.ის წამოდგა,მაგრამ შინ წასვლაზე უარი მითხრა. ---ჯერ ზღვის კენჭები უნდა შევაგროვო. ---რად გინდა? ---დედაჩემს ვხატავ მოზაიკით. ---შეიძლება ვნახო ეს პორტრეტი? ---რათქმაუნდა,ოღონდ ჯერ არ დამიმთავრებია.იცოდე,ბებიასთან დღევანდელ ამბავზე არაფერი წამოგცდეს,თორემ ზღვაზე აღარ გამომიშვებს.აღვუქვი,რომ არაფერს ვიტყოდი და ასეც მოვიქეცი. მართლაც ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა.მთავარი ქუჩა გადავჭერით და ერთ მომცრო ლურჯ ჭიშკართან შევჩერდით,რომლის მიღმა ორსართულიანი,თეთრი სახლი მოჩანდა.დერეფანში სამი კარი გამოდიოდა,შუა კარი გააღო და განზე გადგა.მე მიუახლოვდი,მაგრამ გაოგნებული უმალ შევდექი,ჩვენს თვალწინ ბობოქარი ზღვა გადაშლილიყო,ზღვის ცივი სუნთქვაც კი ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.აქაფებული ტალღები ჩემკენ მოიწევდნენ,მოქუფრული ცის ფონზე მათი სითეთრე კიდევ უფრო მკვეთრი ჩანდა.წყლის სიღრმიდან კი მშვენიერი ფერია ამოდიოდა,მისი ოქროსფერი თმები ტალღებში ლივლივებდა,არამიწიერი ნათელი გადმოდიოდა მისგან... ყველა მნახველს რეალობის შეგრძნებას დააკარგვინებდა.სახეზე ერთდროულად ეტყობოდა სიხარულიცა და სინანულიც;ეს ალბათ,ის წამი იყო,როცა მან უკანასკნელად მოჰკრა თვალი ნაპირს,სადაც მისი გოგონა იდგა. მე მოხიბლული შევცქეროდი ფერიას,მისმა თვალთა ელვარებამ თავის სხივებში გამხვია და მომაჯადოვა. მარიმ (ასე ერქვა გოგონას) გამოიცნო ჩემი მდგომარეობა. ---ჯერ არ დამიმთავრებია,ხედავ?ცის ნაწილი აკლია. ---ასეთი ქალი არ დაიღუპება,მას თვალებში რწმენა,სიცოცხლე და გამარჯვებისკენ სწრაფვა უდგას. ---დედამ მართლაც გაიმარჯვა,მან მე ნაპირამდე მომიყვანა,ნახა,როგორ გადავრჩი,დანარჩენისა კი მას არ ეშინოდა. --- მარი მოხვედი?-ოთახში ხანში შესული ქალი შემოვიდა,რომლის თვალებშიც ისეთი სევდა მოჩანდა,როგორც მარის თვალებში.ეს ალბათ შვილის სიკვდილით უნდა ყოფილიყო გამოწვეეული. ---ბებია,ეს ჩემი მეგობარია-რატი,ზღვაზე გავიცანი. ---სასიამოვნოოა შენი გაცნობა,მიხარია,რომ ჩემს გოგონას დაუმეგობრდი,მარის მეგობრები თითქმის არ ჰყავს. ---მეც ძალიან მიხარია. ---ბებია,რატი დედის პორტრეტის სანახავად წამოვიდა. ---ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ,მარის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. ---გმადლობ შვილო,მოდი ჩამოჯექი,თქვენ დაისვენეთ,მე კი ცივ ლიმონათს მოვიტან. მე საგულდაგულოდ დავათვლიერე მარიას ნამუშევარი.ვისაუბრეთ ბევრ რამეზე,ზღვაზე, ერთმანეთზე, ცხოვრებაზე... აღმოჩნდა, რომ ბევრი სერთო გვქონდა.ჩემი ისტორია კი ასეთია;დედა და მამა ავარიაში მოყვნენ.მამა დაიღუპა,დედას კი სენი შეეყარა,რომელმაც მასაც მალევე მოუღო ბოლო.ეს ორი წლის წინათ მოხდა,როცა მე 18 წლისა ვიყავი.მას შემდეგ ვმუშაობ და ამით გამაქვს თავი,იმდენად,რომ არ ვიწუწუნო.მამაჩემის მეგობართან ვმუშაობ ოფისში,მისი მარჯვენა ხელი ვარ.მეტი არც მჭირდება და არც მინდა... ჩვენი საერთო ისიც იყო,რომ ორივეს ზღვა ძალიან გვიყვარს.ვსაუბრობდით და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი,რომ მე და მარი მომავალში კარგი მეგობრები გავხდებოდით. რომ წამოვედი,უკვე 12 საათი იყო.დასვენების დღე მქონდა.გადავწყვიტე,მთელი დღე სახლში გამეტარებინა და მეფიქრა... გადიოდა დღეები და უფრო სრულყოფილი ხდებოდა მარის მოზაიკა,მეც უფრო და უფრო მომწონდა ის.მე და მარი დავმეგობრდით,ყოველდღე ერთად დავდიოდით ზღვაზე,ერთად ვაგროვებდით ზღვის კენჭებს.ბევრს ვსაუბრობდით,ბევრს ვიცინოდით,მარიას ბებიასაც დავუმეგობრდი. ძალიან მიხაროდა,რომ მათ ცხოვრებას ხალისი შევმატე და ისიც შევამჩნიე,რომ მათი თვალებიდან სევდა ნელ-ნელა ქრებოდა,თითქოს ვიღაცის გამოჩენას ელოდნენ,რომ ეს მომხდარიყო... როგორც იქნა,დავასრულეთ მარის მოზაიკა.როცა შორიდან შევხედეთ,გვეგონა ღვთაების წინ ვიდექით,თითქოს ჩვენი შექმნილი არ ყოფილიყო და პირველად გვენახა.მისი მზერა ჩვენში საოცარ ემოციებს იწვევდა, მისგან სითბო,სიძლიერე და იმედი მოდიოდა.თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი,რადგან ასეთი ქმნილების წინ ვიდექი და ამასთანავე,გულიც მწყდებოდა,რომ არ შემეძლო ამ გრძნობების,აზრების,ემოციების სიტყვებით გადმოცემა.მარიც ამავეს გრძნობდა... გადავწყვიტეთ ეს აღგვენიშნა.საღამოს ბებიასთან ერთად ვივახშმეთ კაფეში.შემდეგ ბებია შინ წავიდა,ჩვენ კი სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტეთ. მარი სრულიად აღარ ჰგავდა იმ გოგონას,რომელიც ყოველ დილით მარტო გამოდიოდა ზღვის ნაპირზე.მას შეუყვარდა ადამიანები,გამოამჟღავნა თავისი თვისებები,ემოციები;აღმოჩნდა რომ ძალიან უხდება სიცილი.მისი ღიმილი ამომავალ მზეს ჰგავდა და არემარეს სიცოცხლეს ჰმატებდა. იმ საღამოს სანაპიროზე დიდხანს დავრჩით.მარიმ აიკვიატა,წყალში უნდა შე- ვიდეო.ჯერ არ დავთანხმდი, გვიანი იყო,მაგრამ შემდეგ მაინც დავნებდი და შევიდა კიდეც.მე ნაპირზე ვიჯექი და ვუყურებდი,როგორ ერწყმოდა ერთმანეთს მარის სიყვარული ზღვისადმი და ამის გამოხატვა მისი ჰაეროვანი მოძრაობებით, ზღვაში ნავარდით,რაც მეც და მასაც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა. უცებ ზღვა აღელდა; ამინდი შეიცვალა, თითქოს რაღაცაზე გაგვიბრაზდაო.ტალღები აღელდნენ,აბობოქრდნენ და მთელი ძალით მოანგრევდნენ იქაურობას,თითქოს ზღვა მოსვლას და ჩახუტებას აპირებდაო.მე შევშინდი და ტალღებში მარის დავუწყე ძებნა,ხმამაღლა ვყვიროდი:მარი,მარი,სადა ხაარ???-პასუხი კი არ ისმოდა.გული შემიქანდა და გამალებით მიცემდა,სადაც იყო საგულედან ამოვარდებოდა.ნერვიულობამ და შიშმა მთლად დამაუძლურა,მაგრამ უცებ მარის ოქროსფერი თავი გამოჩნდა.ის თავდაჯერებულად და ძლიერად მიიწევდა წინ,თუმცა ტალღები არ ნებდებოდნენ,გასაქანს არ აძლევდნენ. თითქოს იგივე მეორდებოდა,რაც იმ დილით,თუმცა ამჯერად შიში დავძლიე, ძალები მოვიკრიბე და ტალღებში შევვარდი.ვცდილობდი რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ტალღები მარის მართმევდნენ;მიუხედავად ამისა არც მე ვნებდებოდი და არც ის.უცებ ტალღებმა მარი მომტაცეს და ძალიან შორს წაიყვანეს;იმედი აღარ მქონდა,ნაპირზეც არავინ იყო.შემდეგ კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე,ნაპირიდან მოშორებით ვიყავი,შორს სანაპიროდან კი ხალხის ხმაური ისმოდა,მზე აცხუნებდა .მივხდი,რომ ღელვამ ნაპირზე გამოგვრიყა ძლივს წამოვდექი და მარის საძებნელად სანაპიროსკენ გავიქეცი.დიდხანს ვეძებე,ხალხს ვეკითხებოდი.მთელი სანაპირო შემოვიარე,ძლივღა ვიკავებდი თვალებში ჩაგუბებულ ცრემლებს.და როცა უკაანასკნელი იმედიც გადამეწურა,ცრემლებმა გზა მონახეს... მარიას სახლში გავიქეცი კარზე დიდხანს ვაკაკუნე მაგრამ არავინ გამიღო.ალბათ,მარი სახლში რომ არ დაბრუნდა ბებიაც მის საძებნელად წავიდა. ისევ ნაპირზე დავბრუნდი.აღარ ვიცოდი,როგორ მოვქცეულიყავი გონს ვერ მოვდიოდი,რა ხდებოდა,ან რატომ ხდებოდა,არც არავის დანახვა მინდოდა,არც არაფრის გაგონება.ნუთუ მარი ვეღარ უნდა მეპოვა?არა,არა,ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა,საერთოდ ამაზე ფიქრიც კი მაშინებდა,მაგრამ სხვა რაზე უნდა მეფიქრა,მარის გარდა?ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა...ძალიან მეშინოდა და ამ შიშსა და განსაცდელში მივხვდი,რომ მარი ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო და კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტანდი.მისი ასეთი გაუჩინარება ღვთის სასჯელს ჰგავდა. მოსაღამოვდა,სანაპიროც დაცარიელდა.მე კი დავდიოდი აქეთ-იქით უაზროდ და უსასრულოდ.ბოლოს,ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული,ქვებზე ჩამოვჯექი. მზე ჩადიოდა და ეს ისე ნელა ხდებოდა თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა ზღვას და ადამიანებს.ზღვა კი ისე მშვიდად იყო,თითქოს არაფერი მომხდარიყო და ჩვენი დაშორებით კმაყოფილი ზანტად ლივლივებდა.ამ სიტუაციამ უფრო დამძაბა,ისევ და ისევ მარიაზე ვფიქრობდი,წარმოდგენაც არ მქონდა სად შეიძლებოდა მომეძებნა;აც მის სახლში წასვლა მინდოდა,რადგან უარყოფითი პასუხის მოსმენისა მეშინოდა.იმედგაცრუებულმა ხელი ჩავიქნიე.მომინდა იმ წუთას მეც ,მოვეტაცე ზღვას... ამ ფიქრებში ვიყავი,რომ მოულოდნელად მხარზე ვიღაცის ნაზი ხელი შემეხო,მოვტრიალდი და...მარისაც მთელი დღე ჩემსავით იქეთ-აქეთ უვლია და ბოლოს,როგორც იქნა,მიპოვა. სიხარულისგან იმდენად ვჩქარობდით,რომ ორ წუთში სახლში გავჩნდით.ერთი სული გვქონდა,ბებიას როდის ვნახავდით.კარზე დავაკაკუნეთ,ბებიამ როგორც კი კარი გააღო სახე გაუბრწყინდა,გახარებულმა იკითხა:იპოვე?!და ორივე ძლიერად ჩაგვიხუტა,გულში ჩაგვიკრა და ღმერთს მადლობას უხდიდა.სამივეს სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა.შემდეგ ფერიას შევხედეთ და თითქოს ნახატი განათებელიყო,მისგან სითბო და სინათლის სხივი წამოვიდა.მე და მარია მივხვდით,რომ ამის შემდეგ სულ ერთად უნდა ვყოფილიყავით.ამ დროს თითქოს ნაზმა ნიავმაც დაგვიქროლა. ეს იყო ბუნებისა და ფერიის ზეიმი და ჩემი და მარიას ბედნიერების დასაწყისი...ზღვამ გვაპოვნინა ერთმანეთი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა +2 :* მომეწონა +2 :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|