გუშინ,დღეს,ხვალ-ყველაფერი ერთ წრეზე ბრუნავს და ყოველდღიურობა ნელა ხვევს თავის აბურდულ ქსელში ნორჩ ფანტაზიას. რაც არის,ის იყო და რაც იყო,ის იქნებაო...იყო ეზო,იყვნენ ბავშვები ,იყო სიყვარული. იყო ია,იყო თომა და ყველაფერი იწყება. _იცი,მა, ჩვენს ეზოში სულ არ შემოდიან მანქანები და ავი ძაღლები. მიუხვდა მამა ,პატარა იას ,ეშმაკობას,ჩაიცინა და მამობრივად წამოენთო თვალები. _არც ავი კატები და ველოსიპედები? (აშკარად ეთამაშებოდა) _კი,მა, მარტო კეთილები არიან-კატებიც,ძაღლებიც და ძიებიც. და ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე დამწყებ ადამიანს. მუდარა-სიცელქის ნაზავ მზერას ვეღარ გაუძლო მამამ. _ხო,კარგი.ჩადი,მაგრამ ,იცოდე, აღარ გაეკიდო ძაღლს,არ შეჭამს თავის ლეკვს,ეთამაშება.აი,შენ კი აღარ მოგერიდება,ქალბატონო, და მერე,ძაღლს თუ გადაურჩი,დედაშენს ვეღარ გადავურჩებით. (ვითომ შეეშინდა) იას თვალები თვით სამადლობელო ტბებად გადაქცეულა.მამას კალთაზე შემოსკუპებული,თავისი წლოვანების შესაბამისი ხუთი კოცნით აჯილდოებს და ხუთივე ფუმფულა თითს მუჭში მოუთმენლად უდებს,სათითაოდ რომ გადათვალოს კოცნით და ვრცელი რიტუალის შემდეგ ეზოში გაუშვას. თითები გადაკოცნილია,რიტუალი-ჩატარებული,ია-თავისუფალი. ლურჯ კაბაში,თეთრი ია საოცრებას ჰგავს.ალბათ,ასე ჯერ სხვა არავის მორგებია თავისი სახელი.პატარა იას სულშიც იები აქვს და თვალებიც ცვრიანი.მხრებზე ჩანჩქერად ჩამოშვებული ფუმფულა თმა და ღიმილად გასაჭრელად მომზადებული ბავშვური ტუჩები.ნაზია და კაპასი,მელანქოლიკის სიმპტომებიანი და დაუღალავი მოტიკტიკე,გონიერი და (ასაკისამებრ) მიამიტი.მოკლედ,მომავალი ქალია,ქალის თვისებებით. ჩაირბინა კიბე და კვალად, კვალი კი არა,იის სურნელი დატოვა ,ფერადოვანმა.ეზოში თომა ელოდება.მთელი ერთი წლით უფროსია თომა,წითელთავა და ცისთვალა,დაწინწკლული და ჩაპუტკუნებული.ცეცხლოვანი თმით,წინწკლებით,მზერითა და ხასიათით არ ეჩაგვრინება უბნის მოზარდებს,მუშტები სულ შეკრული აქვს და ყურები დაცქვეტილი : გაიგოს ერთი რამე ურიგო მისმა ლამაზმა ყურებმა! მთელი კვირა ელოდება იას და სადაცაა იტიროს პატარა ვაჟკაცმა.მალე სკოლაში უნდა წავიდეს,ია კი არ ჩამოდის ,რომ გული შეივსოს პატარა მეგობართან თამაშის მარაგით...აი,უკვე ცრემლიც დაეკიდა ბრჭყვიალა ბრილიანტად მის უფერო წამწამებს,მაგრამ...ანგელოზი მოფარფატებს სადარბაზოდან,მოიქნევს ,,ჩანჩქერს“ და მოდის გალაღბული. პირველი სიყვარული ელოდება ეზოში,სკამთან. ახალი კაბით უნდა გაეპრანჭოს მონატრებულს.იმედია,ახლა მაინც შეადარებს იას პატარა იას,ასე ძალიან რომ უნდა და სულ რომ ვერ ხვდება გამოუცდელი თაყვანისმცემელი. ,,ახლა რომ დავტრიალდე,ჩემი კაბაც გაიშლება და ხომ დავემსგავსები უდაბნოში ამოსულ იას? არა,იქეთ ჯობს,ეზოს ცენტრში“ და გარბის პატარა ია ეზოს შუაგულისკენ,ტრიალ-ტრიალით და... რჩება სამუდამოდ პატარა,5 წლის იად. მის საფლავს არც ხუთი და არც ათი წლის მერე აკლდება იები.შინდისფერთმიანი,ზღვისფერთვალება,ფერმკრთალი ბიჭიც არ აკლდება იას საფლავს. წლებმა წელზე შემოიწნეს ბუთხუზას მოგონებები,მაგრამ წმინდა ბარბარე სათუთად იცავს ემოციებს,მტკიცედ რომ გაუდგამთ ფეხი ექვსი წლის თომას სულ-გულში.შეიძლება არ ახსოვდეს იას ცვრიანი თვალები,თმის ჩანჩქერი და გასაღიმებლად გამზადებული ბავშური ტუჩები,მაგრამ ვერც ცხოვრების და ვერც მრავალი შემდეგი,ხორციელი და სრულწლოვანი, სატრფოს სიტკბო ვერ წაუშლის ცოცხალი ყვავილის ლურჯ ზმანებას,რომელმაც თვით მისი მანქანასთან შემსხვრევის მოგონება დაჩრდილა და გააფერმკრთალა...იამ ოცნება აიხდინა: გახდა ნამდვილი ყვავილი,რომელიც სამუდამოდ ჩაწნულია თომას სულში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ძალიან დიდი მადლობა :) იმედია,ოდესმე... ძალიან დიდი მადლობა :) იმედია,ოდესმე...
24. საოცრად დახვეწილი ...ფაქიზი ნაწერია...მოვიხიბლე... იცით როგორია?...ულამაზესი ფ ე რ ი ა ამ ბინდისფერ სოფელში...555555 ავტორი კი ჩამოყალიბებული პროზაიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს... საოცრად დახვეწილი ...ფაქიზი ნაწერია...მოვიხიბლე... იცით როგორია?...ულამაზესი ფ ე რ ი ა ამ ბინდისფერ სოფელში...555555 ავტორი კი ჩამოყალიბებული პროზაიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს...
23. ++ ძალიან კარგია, ასეთ თემებზე ნაწერს ტკივილის გარეშე ვერ ვკითხულობ :( ++ ძალიან კარგია, ასეთ თემებზე ნაწერს ტკივილის გარეშე ვერ ვკითხულობ :(
22. ძალიან მომეწონა, საოცარი, კარგი , ნაწერია, სევდიანი ფინალი, მაგრამ ძლიერი გრძნობა, სულ დამჩნეული მართლაც! ძალიან მომეწონა, საოცარი, კარგი , ნაწერია, სევდიანი ფინალი, მაგრამ ძლიერი გრძნობა, სულ დამჩნეული მართლაც!
21. ვსიო,ფაფუ კორექტურა :D:D
ვსიო,ფაფუ კორექტურა :D:D
20. Yes! :D:D:D Yes! :D:D:D
19. ბექ,ვგონებ ძილი არ გაწყენდა :D, გავხსენი თუ არა, ეგრევე კორექტურა შემომენათა სახეში _____________ "წლება წელზე"...
მაგრამ,ჩემს ქვევითა კომენტს არ ვღალატობ მე! ბექ,ვგონებ ძილი არ გაწყენდა :D, გავხსენი თუ არა, ეგრევე კორექტურა შემომენათა სახეში _____________ "წლება წელზე"...
მაგრამ,ჩემს ქვევითა კომენტს არ ვღალატობ მე!
18. ხერხემლის ტვინით რამდენს წერ და თავის ტვინით წარმომიდგენია :) ძალიან კარგია, მაგრამ, არანაირი მაგრამ და ეგ ტეხავს :D... კორექტურაც არ არის ან ვერ შევამჩნიე :D ხერხემლის ტვინით რამდენს წერ და თავის ტვინით წარმომიდგენია :) ძალიან კარგია, მაგრამ, არანაირი მაგრამ და ეგ ტეხავს :D... კორექტურაც არ არის ან ვერ შევამჩნიე :D
17. არა,არა...იმიტომ ,რომ ავტორს იცნობ :P :D არა,არა...იმიტომ ,რომ ავტორს იცნობ :P :D
16. სუბიექტური იმიტომ ვარ რომ საკმარისად ვერ გამოვხატე ამ ნაწერისაგან მიღებული შთაბეჭდილება ამ პატარა კომენტარში ხოო? :(
"იას თვალები თვით სამადლობელო ტბებად გადაქცეულა.მამას კალთაზე შემოსკუპებული,თავისი წლოვანების შესაბამისი ხუთი კოცნით აჯილდოებს და ხუთივე ფუმფულა თითს მუჭში მოუთმენლად უდებს,სათითაოდ რომ გადათვალოს კოცნით და ვრცელი რიტუალის შემდეგ ეზოში გაუშვას. თითები გადაკოცნილია,რიტუალი-ჩატარებული,ია-თავისუფალი."
რამხელა სითბო მოდის... =(( :( :x :-S ++++ სუბიექტური იმიტომ ვარ რომ საკმარისად ვერ გამოვხატე ამ ნაწერისაგან მიღებული შთაბეჭდილება ამ პატარა კომენტარში ხოო? :(
"იას თვალები თვით სამადლობელო ტბებად გადაქცეულა.მამას კალთაზე შემოსკუპებული,თავისი წლოვანების შესაბამისი ხუთი კოცნით აჯილდოებს და ხუთივე ფუმფულა თითს მუჭში მოუთმენლად უდებს,სათითაოდ რომ გადათვალოს კოცნით და ვრცელი რიტუალის შემდეგ ეზოში გაუშვას. თითები გადაკოცნილია,რიტუალი-ჩატარებული,ია-თავისუფალი."
რამხელა სითბო მოდის... =(( :( :x :-S ++++
15. კითხვა რომ დავიწყე მინდოდა მეთქვა ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გავს ია მეთქი(მიხვდები ვისაც) მარა ნაწერის ბოლოს საკუტარმა ფიქრმა შემაშინა რატომ მოკალი ია? კითხვა რომ დავიწყე მინდოდა მეთქვა ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გავს ია მეთქი(მიხვდები ვისაც) მარა ნაწერის ბოლოს საკუტარმა ფიქრმა შემაშინა რატომ მოკალი ია?
14. მიხარია ამ ნაწერმა თუ შეძლო რამე :) პ.ს. შაკო,შე სუბიექტუროო :P :D მიხარია ამ ნაწერმა თუ შეძლო რამე :) პ.ს. შაკო,შე სუბიექტუროო :P :D
13. თათულ... :) ულამაზესი მიგნებები და არაამვეყნიური სინაზით და სევდით გადმოცემული ეპიზოდები ვნახე აქ... :)
გული და ცრემლი მაქვს ყელში მობჯენილი და ვცდილობ ჩავყლაპო.. :( თათულ... :) ულამაზესი მიგნებები და არაამვეყნიური სინაზით და სევდით გადმოცემული ეპიზოდები ვნახე აქ... :)
გული და ცრემლი მაქვს ყელში მობჯენილი და ვცდილობ ჩავყლაპო.. :(
12. გაიხარეთ :)....მადლობა,რომ არ გაექეცით იას :) გაიხარეთ :)....მადლობა,რომ არ გაექეცით იას :)
11. ვაიიიიიიიიიიიი მეეეეეეეეეეეეეეეეეე!
ეს რა მიქენი, ჰოლდენ..... რა ჩაიდინე ეს?!?!?!?!?!?!
საოცარი სისავსით აღწერილი უფაქიზესი და ულამაზესი ურთიერთობები და უცბად.................................................
ეს რა მიქენი, ჰოლდენ.........რა ჩაიდინე ეს?!?!?!?!?!?!
სათავფურცლე ! ვაიიიიიიიიიიიი მეეეეეეეეეეეეეეეეეე!
ეს რა მიქენი, ჰოლდენ..... რა ჩაიდინე ეს?!?!?!?!?!?!
საოცარი სისავსით აღწერილი უფაქიზესი და ულამაზესი ურთიერთობები და უცბად.................................................
ეს რა მიქენი, ჰოლდენ.........რა ჩაიდინე ეს?!?!?!?!?!?!
სათავფურცლე !
10. არ შემიძლია, ვერ ვუძლებ და გავრბივარ...იას მაინც ვერ დავემალე. გაიხარეთ! არ შემიძლია, ვერ ვუძლებ და გავრბივარ...იას მაინც ვერ დავემალე. გაიხარეთ!
9. ძალიან მომეწონა მეც..:) წარმატებები ძალიან მომეწონა მეც..:) წარმატებები
8. უი,დიდი მადლობა მე-კალ-მე-ვ :) ნამდვილად ჰ-გავს უნდა იყოს :D უი,დიდი მადლობა მე-კალ-მე-ვ :) ნამდვილად ჰ-გავს უნდა იყოს :D
7. ლურჯ კაბაში,თეთრი ია საოცრებას გავს.- ალბათ, ჰგავს იქნება უფრო სწორი :)
ვაააჰ! ძალიან მომეწონა! კატიეს რჩევით შემოვედი და ვისიამოვნე ძალიან... გული დამიმძიმდა :( სავსე ნაწერია :)
+5 უდაოდ
შემოდით აქ, მოგეწონებთ :) ლურჯ კაბაში,თეთრი ია საოცრებას გავს.- ალბათ, ჰგავს იქნება უფრო სწორი :)
ვაააჰ! ძალიან მომეწონა! კატიეს რჩევით შემოვედი და ვისიამოვნე ძალიან... გული დამიმძიმდა :( სავსე ნაწერია :)
+5 უდაოდ
შემოდით აქ, მოგეწონებთ :)
6. აუუ მართლა მაგარია და მაგრადაც წერ რავი მართლაც იშვიათი რაღაც წავიკითხე.
და საერთოდ სადაც წითელთმიანები იქაც მე :)
ძალიან ლამაზია!!!! აუუ მართლა მაგარია და მაგრადაც წერ რავი მართლაც იშვიათი რაღაც წავიკითხე.
და საერთოდ სადაც წითელთმიანები იქაც მე :)
ძალიან ლამაზია!!!!
5. აუუ მართლა მაგარია და მაგრადაც წერ რავი მართლაც იშვიათი რაღაც წავიკითხე.
და საერთოდ სადაც წითელთმიანები იქაც მე :)
ძალიან ლამაზია!!!! აუუ მართლა მაგარია და მაგრადაც წერ რავი მართლაც იშვიათი რაღაც წავიკითხე.
და საერთოდ სადაც წითელთმიანები იქაც მე :)
ძალიან ლამაზია!!!!
4. გაიხარე კატიე :) ოღონდ ცრემლი არაა...თუ მაინცა და მაინც,მარტო სიხარულის... :* გაიხარე კატიე :) ოღონდ ცრემლი არაა...თუ მაინცა და მაინც,მარტო სიხარულის... :*
3. მომეწონა!!! (მაინც ვტირი და ბოლომდე დავიცლები ცრემლებისგან)!!!
მომეწონა!!! (მაინც ვტირი და ბოლომდე დავიცლები ცრემლებისგან)!!!
2. დიდი მადლობა :) პ.ს. ზურგის ტვინითაა დაწერილი :D:D დიდი მადლობა :) პ.ს. ზურგის ტვინითაა დაწერილი :D:D
1. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|