ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2008


ვწერ შენზე

ვწერ შენზე,
ჩემი გონების სხვადასხვა ფუნჯი,
სხვადასხვა მოსმით
ულამაზებენ პორტრეტებს ნაკვთებს,
შენ კი რატომღაც არცერთი არ გგავს.

ჩემს სამყაროში
უამრავი მხატვარი ცხოვრობს,
ხანდახან ცდილობს შეგიხამოს
თბილი ტონებიც,
სულ სხვა პალიტრით, შენთვის უცხო
ფერებით ხატავს,
არაცნობიერს, მერამდენე
სახეს მიხატავს.
და მაინც...
ისევ

ვწერ შენზე...

ისეთ პორტრეტს ვქმნი
როგორიც მსურხარ,
როგორიც მხიბლავ,
როგორიც მძულხარ,
ხანდახან და
მაინც მიყვარხარ...
ეს შენ ხარ თითქოს და მაინც არ ხარ,
ჩემი გონებით დახატული შენი პორტრეტი
არც ერთი არ გგავს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები