ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჯაკელი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2011


გაზაფხული მარტი(ვად)

"შენი სურვილი,ქალაუ,
გულს მამდებია ლხენადო,
ეს ნაცრისფერი დღეები
ეგება,გამიფერადო.
სასიყვარულოდ ამღერდა
ეს ნაზამთრალი სხეული,
შენ შემიკედლო,იქნება,
ტყვეობას თავდაღწეული.
დუმილს ნაჩვევი ბაგენი
არ დამრჩა უიავარდოდ,
ველს მონაბერო ნიავო
მთისაკე გავინავარდოთ.
ნაბდად ნისლები მოვისხათ,
შენგან მწადიან ბალღები,
ერთგულებისას ვილოცებ,
ვიდრე არ დავიმარხები,"
___მეტყოდი,თავსაც გერჩივნა,
ის სიფრიფანა ასული
და მათბობს გულის კუნჭულში
შემონახული წარსული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები