 | ავტორი: იმპრესია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 მარტი, 2011 |
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, წელიწადში ერთხელ , გვთავაზობენ წლის უმდიდრეს ადამიანთა სიას. მე მაქვს წლის უმდიდრეს პოეტთა ათეული. ბორიო ამ ათეულის ლიდერია. რაც შეეხება „ბორიოს“ ...მე, სადაც დამჭირდება, ასე მოვიხსენიებ, თქვენ, რობერტ მესხი იგულისხმეთ. „კუკარაჩადან“ ნასესხებ ამ ფრაზას, კონკრეტულ შემთხვევასთან საერთო მხოლოდ ფორმა აქვს, შინაარსი კი, სრულიად განსხვავებული. ამიტომაც მე მას, მხოლოდ ქათინაურებს დავაყრი და აბა გაბედოს და აიცილოს! გავიცანი ლიტ. საიტზე . ეგრევე მომაჯადოვა, სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ გამოვიყენებ. ორი წლის განმავლობაში „ვძმაკაცობდით“ ვირტუალურ სივრცეში. ვხვდებოდი, კაცად აღმიქვავდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, არც ერთხელ არ უკითხავს ამაზე თვითონ. მოგვიანებით პოეზიის საღამოზე შევხვდი ....როგორ, თქვენ ქალი ხართო? მგონი, ცოცხალი ოგიუსტ რენუარი რომ ვყოფილიყავი, ასე არ გაოცდებოდა....დიდი ბავშვი. გასაოცარ ლექსებს წერს .... ხანდახან მგონია, ხელებს დაიქნევს და თითებიდან სულ კამელიები დასცვივა. არც ერთ სახეს არ იმეორებს, სულ ახალსა და ახალს პოულობს. რამდენი „მილიონიც“ არ უნდა დააგროვოს, ახალი და ახალი ემატება. ამ მილიონებს კი, ისე უდარდელად ფანტავს, ვითომ და აქ არაფერი.... საკმარისია თავის ხიდზე დადგეს, მუზა ეგრევე გახდის ხელთათმანს და წავიდააა....ჰო, დამავიწყდა, ეგ ხიდი მდინარე ვერეზეა, ბორიოს სახლსა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის გადებული, ხიდისთავში ნუშია. ხან ბორიო გადაარჩენს ნუშს ხიდიდან რომ არ გადახტეს, ხანაც ნუში ბორიოს. ხიდი კი ცახცახებს ამათი შემხედვარე, ორივე ერთნაირად უყვარს და რა ქნას? და რით განსხვავდებიან ვითომ ერთმანეთისგან ნუში და ბორიო?. არც არაფრით! ორივე ბუნების სასწაულია. ცხოვრების წესად მექცა, დილით, ბორიოს ახალი ლექსი თუ არ წავიკითხე, დაიკარგა ის დღე! ხანაც სიურპრიზს გვთავაზობს, საიდანღაც გამოჩხრეკს უცნაურ პოეტებს და შემოეთარგმნება. უბრალო ამბებს სასწაულებად გარდაქმნის, იუველირის სიზუსტით სვამს ლექსში საფირონებს, ქარვას, ამეთვისტოს...მერე ხან სონეტის ჩარჩოს მოარგებს, ხან ვერლიბრის და ხანაც ჯერ არ სახელდებული ფორმის....ისეთ მუსიკას ააყოლებს, ერთხელ თუ მოუსმენ, ვეღარ დაგავიწყდება. ჰო, აღარ კი არა, ვეღარ! მუსიკა მთავარია ბორიოსთან. ეს ისაა, რითაც ყოველთვის ვცნობ. გადამდებია ეგ მუსიკა. როგორია იცით? აგორდება, აგორდება ტალღასავით , მერე უცებ ფინალს შეენარცხება და ზათქით წამოვა. ფინალები კი ისეთია...ნიჟარას რომ გადახსნი და მარგალიტი აციაგდება. უნდა ამოიღო და მაჯაზე ატარო, ნიჟარა კი ცარიელი მაინც არ დარჩება–ზღვის ხმაური ამოავსებს. ჰო, კიდევ სურნელიც აქვს ბორიოს ლექსებს. მაგნოლიების და ორქიდეების. ლექსის თავადია ბორიო. ლექსის არისტოკრატი. აიღეთ გამჭირვალე ბროლის ბოკალი, ნახევრამდე შეავსეთ ლალისფერი ღვინით, გადააფარეთ ოვალურ მაგიდას ქათქათა მარმაში, გაიკეთეთ ნატის ხელთათმანები იდაყვებამდე და ნება–ნება შესვით ეს პოეზია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მშვენიერი მიძღვნაა მშვენიერი ავტორისადმი. ორთავეს ჩემგან დიდი პატივისცემა. მშვენიერი მიძღვნაა მშვენიერი ავტორისადმი. ორთავეს ჩემგან დიდი პატივისცემა.
28. არ ვიცოდი ამ წერილის შესახებ, უზომოდ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავტორს, რამეთუ ამ წერილის მთავარი გმირი, რობი- არის მართლაც გასაოცარი სითბოს მატარებელი კაცი, კაცი, რომელსაც ვიცნობ ადრეული ბავშვობიდან, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ფეხშიშველნი დავრბოდით დიოსკურიის მადლიან მიწაზე.... პიროვნება, რომელიც ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა რაღაც განსაკუთრებული ბუნებით, იყო(და არის) სინათლით გაჟღენთილი, იმ სინათლით, რომელიც ნაბოძებია უფლისაგან, უყვარდა და უყვარს ყველას, იმად რამდენადაც ამას ნამდვილად იმსახურებს, იმსახურებს იმ სიკეთით, რომელსაც აფრქვევს თავისი ბაჯაღლო გულიდან, იმსახურებს იმ დარიგებისთვის, რომელსაც სიყვარულით უზიარებს მათ, ვინც ამას საჭიროებს, იმ ერთგულებისთვის, რომლის საოცარი დეფიციტია დღევანდელ ყოფაში, იმ სიყვარულისთვის, რომელიც რაღაც განსხვავებულად შეუძლია, იმ სოხუმელობისთვის, რომელ მძიმე ტვირთს ასე ღირსეულად ატარებს, იმ კაცობისთვის, რომელიც იყო, არის და იქნება ამ ღირსების ეტალონი, იმ კალმისათვის, რომელიც წერს, ხატავს, მღერის, ქმნის და ქმნის თითოეული ჩვენთაგანისთვის, მომავალი თაობებისთვის და რომელიც იმსახურებს იმას, რომ იწოდებოდეს მაესტრო-რობი; გამარჯვებული იყავ, ძმაო, საამაყო ქართველო, ღმერთმა დაგლოცოს, დაგილოცოს მარჯვენა და უმრავლოს შენებრ შვილები მრავალჭირგამოვლილ და მადლმოსილ ივერიას მრავალჟამიერ!! არ ვიცოდი ამ წერილის შესახებ, უზომოდ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავტორს, რამეთუ ამ წერილის მთავარი გმირი, რობი- არის მართლაც გასაოცარი სითბოს მატარებელი კაცი, კაცი, რომელსაც ვიცნობ ადრეული ბავშვობიდან, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ფეხშიშველნი დავრბოდით დიოსკურიის მადლიან მიწაზე.... პიროვნება, რომელიც ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა რაღაც განსაკუთრებული ბუნებით, იყო(და არის) სინათლით გაჟღენთილი, იმ სინათლით, რომელიც ნაბოძებია უფლისაგან, უყვარდა და უყვარს ყველას, იმად რამდენადაც ამას ნამდვილად იმსახურებს, იმსახურებს იმ სიკეთით, რომელსაც აფრქვევს თავისი ბაჯაღლო გულიდან, იმსახურებს იმ დარიგებისთვის, რომელსაც სიყვარულით უზიარებს მათ, ვინც ამას საჭიროებს, იმ ერთგულებისთვის, რომლის საოცარი დეფიციტია დღევანდელ ყოფაში, იმ სიყვარულისთვის, რომელიც რაღაც განსხვავებულად შეუძლია, იმ სოხუმელობისთვის, რომელ მძიმე ტვირთს ასე ღირსეულად ატარებს, იმ კაცობისთვის, რომელიც იყო, არის და იქნება ამ ღირსების ეტალონი, იმ კალმისათვის, რომელიც წერს, ხატავს, მღერის, ქმნის და ქმნის თითოეული ჩვენთაგანისთვის, მომავალი თაობებისთვის და რომელიც იმსახურებს იმას, რომ იწოდებოდეს მაესტრო-რობი; გამარჯვებული იყავ, ძმაო, საამაყო ქართველო, ღმერთმა დაგლოცოს, დაგილოცოს მარჯვენა და უმრავლოს შენებრ შვილები მრავალჭირგამოვლილ და მადლმოსილ ივერიას მრავალჟამიერ!!
27. აქვე შეიძლება. მოიძიეთ ავტორი რობერტ მესხი. ლიტერატურა.გე– ზე ნიკი "ბორიო" აქვე შეიძლება. მოიძიეთ ავტორი რობერტ მესხი. ლიტერატურა.გე– ზე ნიკი "ბორიო"
26. და სად შეიძლება მისი წაკითხვა? დამაინტერესა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ. და სად შეიძლება მისი წაკითხვა? დამაინტერესა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ.
25. კარგი და სიყვარულით სავსე წერილია..
ბატონი რობერტი იმსახურებს ნამდვილად ამას...
გაიხარე იმპრესია... კარგი და სიყვარულით სავსე წერილია..
ბატონი რობერტი იმსახურებს ნამდვილად ამას...
გაიხარე იმპრესია...
24. გამიხარდა ახლა ამ წერილის წაკითხვა. კაცი-სიკეთე და კაცი-სითბო! ერთადერთხელ ვნახე, ამასწინათ უმცროსი მეგობრების პოეზიის საღამოზე ბედნიერი სახით ისმენდა ლექსებს და სურათებს იღებდა. სახე ჰქონდა განათებული. ვნანობ, რომ არ გავიცანი. გაიხარე, იმპრესია!!! ძალიან კარგი წერილია! გამიხარდა ახლა ამ წერილის წაკითხვა. კაცი-სიკეთე და კაცი-სითბო! ერთადერთხელ ვნახე, ამასწინათ უმცროსი მეგობრების პოეზიის საღამოზე ბედნიერი სახით ისმენდა ლექსებს და სურათებს იღებდა. სახე ჰქონდა განათებული. ვნანობ, რომ არ გავიცანი. გაიხარე, იმპრესია!!! ძალიან კარგი წერილია!
23. ვეთნხმები სასვენ ნიშნებსაც:) ვეთნხმები სასვენ ნიშნებსაც:)
22. არაჩვეულებრივი წერილია... ნაღდი და სიყვარულით სავსე. მეც გიერთდებით:) არაჩვეულებრივი წერილია... ნაღდი და სიყვარულით სავსე. მეც გიერთდებით:)
21. დიდი ხანია საიტზე არ შემომიხედავს..... გვიან, მაგრამ მაინც ვუერთდები მილოცვებს და ვუგზავნი სიყვარულს...... დიდი მადლობა იმპრესიას... დიდი ხანია საიტზე არ შემომიხედავს..... გვიან, მაგრამ მაინც ვუერთდები მილოცვებს და ვუგზავნი სიყვარულს...... დიდი მადლობა იმპრესიას...
20. რენუარზე უკეთ ვერავინ დახატავდა... ვუერთდები სიყვარულში და მოლოცვებში სრულიად ურაკპარაკს!!! :-* რენუარზე უკეთ ვერავინ დახატავდა... ვუერთდები სიყვარულში და მოლოცვებში სრულიად ურაკპარაკს!!! :-*
19. ვულოცავ ბატონ რობერტს, მრავალ ახალ ლამაზ ლექსს და კარგ მკითხველს ვუსურვებ :) ვულოცავ ბატონ რობერტს, მრავალ ახალ ლამაზ ლექსს და კარგ მკითხველს ვუსურვებ :)
18. შემოგევლე შენ ვინცა ხარ ამ წერილის ავტორი! შემოგევლე შენ ვინცა ხარ ამ წერილის ავტორი!
17. ბ-ნ რობერტს ვულოცავ დაბადების დღეს!
გაგვამდიდრეთ სიტყვით კიდევ უუუუამრავი წლის განმავლობაში! ბ-ნ რობერტს ვულოცავ დაბადების დღეს!
გაგვამდიდრეთ სიტყვით კიდევ უუუუამრავი წლის განმავლობაში!
16. ულამაზესი წერილია, სხვანაირად არც შეიძლებოდა, როცა ასეთ პოეტსა და ადამიანზე წერ! "ჰო, კიდევ სურნელიც აქვს ბორიოს ლექსებს. მაგნოლიების და ორქიდეების. ლექსის თავადია ბორიო. ლექსის არისტოკრატი." -სრულიად ვეთანხმები ავტორს! ვულოცავ დაბადების დღეს, ბატონ რობერტს!უფალი გფარავდეთ!
ულამაზესი წერილია, სხვანაირად არც შეიძლებოდა, როცა ასეთ პოეტსა და ადამიანზე წერ! "ჰო, კიდევ სურნელიც აქვს ბორიოს ლექსებს. მაგნოლიების და ორქიდეების. ლექსის თავადია ბორიო. ლექსის არისტოკრატი." -სრულიად ვეთანხმები ავტორს! ვულოცავ დაბადების დღეს, ბატონ რობერტს!უფალი გფარავდეთ!
14. მშვენიერი! : )) მშვენიერი! : ))
13. მშვენიერიო წერილია : )) მეც ვუერთდები ამ მილოცვას...
უფალი გფარავდეთ! მშვენიერიო წერილია : )) მეც ვუერთდები ამ მილოცვას...
უფალი გფარავდეთ!
12. ..
ქარი და წითელი ვაგონები
როგორ მიყვარს ჩვენი ოთახის მუდმივი არეულობა, როცა საფერფლე სააბაზანოშია, თაბახის ფურცლები საწოლქვეშ და ლუდის ბოთლები გაფუჭებული ტელევიზორის თავზე და ფანჯრიდან მოჩანს დაბოლილი ღრუბელი და ჩვენ ვუსმენთ ბლუზს და გვკიდია ქარი, რომელიც უბერავს ხშირად ვერეს დინების მიმართულებით - ხიდისკენ - და ჯდება საბაგირო გზის წითელ ვაგონებში. ახლა იქ მხოლოდ ქარი სახლობს, და მოხუცი მებაგირე, რომელმაც სამხრეთის სადგური იშვილა, გლოვობს თვალდათხრილ ჯიხურს, (რომელსაც ზაფხულის სიცხისგან გათანგული ხვლიკები აფარებენ თავს) და კიბეებთან ყიდის მზესუმზირას და დაეძებს ბავშვებს, რომლებიც მშობლებმა წაიყვანეს ზღვაზე ან სოფელში (არდადეგებზე) და ზღვაც ისე შორია ახლა, რომ ვერცერთი მდინარე ვერ მიდის მასთან, რადგან იბრუნეს პირი მდინარეებმა და შეგვატოვეს ქარს, რომელიც წითელ ვაგონებში ცხოვრობს და უსტვენს. ..
ქარი და წითელი ვაგონები
როგორ მიყვარს ჩვენი ოთახის მუდმივი არეულობა, როცა საფერფლე სააბაზანოშია, თაბახის ფურცლები საწოლქვეშ და ლუდის ბოთლები გაფუჭებული ტელევიზორის თავზე და ფანჯრიდან მოჩანს დაბოლილი ღრუბელი და ჩვენ ვუსმენთ ბლუზს და გვკიდია ქარი, რომელიც უბერავს ხშირად ვერეს დინების მიმართულებით - ხიდისკენ - და ჯდება საბაგირო გზის წითელ ვაგონებში. ახლა იქ მხოლოდ ქარი სახლობს, და მოხუცი მებაგირე, რომელმაც სამხრეთის სადგური იშვილა, გლოვობს თვალდათხრილ ჯიხურს, (რომელსაც ზაფხულის სიცხისგან გათანგული ხვლიკები აფარებენ თავს) და კიბეებთან ყიდის მზესუმზირას და დაეძებს ბავშვებს, რომლებიც მშობლებმა წაიყვანეს ზღვაზე ან სოფელში (არდადეგებზე) და ზღვაც ისე შორია ახლა, რომ ვერცერთი მდინარე ვერ მიდის მასთან, რადგან იბრუნეს პირი მდინარეებმა და შეგვატოვეს ქარს, რომელიც წითელ ვაგონებში ცხოვრობს და უსტვენს.
11. საოცარი წერილია, ისეთი, რობის რომ შეეფერება... რობერტ მესხი ლექსის ფერმწერიცაა და მუსიკოსიც... იშვიათად თუ ვინმეს ხელეწიფება პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის ასე შერწყმა... მადლობა იმპრესიას ასეთი თბილი წერილისთვის და ვულოცავ რობის დაბადების დღეს! საოცარი წერილია, ისეთი, რობის რომ შეეფერება... რობერტ მესხი ლექსის ფერმწერიცაა და მუსიკოსიც... იშვიათად თუ ვინმეს ხელეწიფება პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის ასე შერწყმა... მადლობა იმპრესიას ასეთი თბილი წერილისთვის და ვულოცავ რობის დაბადების დღეს!
10.
მეც გილოცავთ ბატონო რობერტ. გისურვებთ და ვისურვებდი რომ მალე დავბრუნებულვიყავით ჩვენს დაკარგულ კუთხეში. მიყვარხართ :)
გაიხარეთ ...
მეც გილოცავთ ბატონო რობერტ. გისურვებთ და ვისურვებდი რომ მალე დავბრუნებულვიყავით ჩვენს დაკარგულ კუთხეში. მიყვარხართ :)
გაიხარეთ ...
9. აუ, როგორ ამავსო ამ ნაწერმა... ნი, მაპატიე, რომ ასე მოგმართავ, ნი, რა გულამდე ხარ დასული ამ ნაწერით. რა ზუსტად გაქვს ყოველი ბგერა, არათუ სიტყვა დაწერილი... ნი, რა მთელი არსებით შევისრუტე ახლა მე ეს ნაწერი და რობი? რობი ხომ საერთოდ... რობი ეს სასწაულია... მოვლენაა და სიტყვის, ფერის, მუსიკის ჯადოქარია... ვუერთდები მილოცევბს მთელი გულით აუ, როგორ ამავსო ამ ნაწერმა... ნი, მაპატიე, რომ ასე მოგმართავ, ნი, რა გულამდე ხარ დასული ამ ნაწერით. რა ზუსტად გაქვს ყოველი ბგერა, არათუ სიტყვა დაწერილი... ნი, რა მთელი არსებით შევისრუტე ახლა მე ეს ნაწერი და რობი? რობი ხომ საერთოდ... რობი ეს სასწაულია... მოვლენაა და სიტყვის, ფერის, მუსიკის ჯადოქარია... ვუერთდები მილოცევბს მთელი გულით
8. რობერტ მესხო, აქაც მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო დაბადების დღე! მართლაც საინტერესო და გამორჩეული ხელწერის პოეტი ხარ! სიამოვნებით ვკითხულობ და ვისმენ შენს ლექსებს!
რენუარს კი ნამდვილად პოეტური და წრფელი მოლოცვა დაუწერია - მომეწონა!
555 რობერტ მესხო, აქაც მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო დაბადების დღე! მართლაც საინტერესო და გამორჩეული ხელწერის პოეტი ხარ! სიამოვნებით ვკითხულობ და ვისმენ შენს ლექსებს!
რენუარს კი ნამდვილად პოეტური და წრფელი მოლოცვა დაუწერია - მომეწონა!
555
7. გილოცავ რობი, კაი კაცი ხარ შენ... გილოცავ რობი, კაი კაცი ხარ შენ...
6. არ მგონია, ადამიანმა წაიკითხოს რობის პოეზია და გულგრილი დარჩეს... ესაა კაცი, რომელსაც შეუძლია დაუკაკუნებლად შემოაღოს გულის სარკმელი და პოეზიის სურნელი დაგიტოვოს!!!
ვულოცავ პოეტ–მილიონერს დაბადების დღეს! არ მგონია, ადამიანმა წაიკითხოს რობის პოეზია და გულგრილი დარჩეს... ესაა კაცი, რომელსაც შეუძლია დაუკაკუნებლად შემოაღოს გულის სარკმელი და პოეზიის სურნელი დაგიტოვოს!!!
ვულოცავ პოეტ–მილიონერს დაბადების დღეს!
5.
ვუერთდები მილოცვაას..........რობერტ მესხი უდავოდ უძლიერესი პოეტიაა....და... კეთილი კაცი....
მიძღვნა ძალიან ლამაზია მომეწონა მაგრამ დიდის მოწიწებით გთხოვთ იქნებ ჟანრი შეგვეცვალაა? (უფრო მეტი სილამაზისთვის ) თორე კრიტიკაპუბლიცისტიკა რო დავინახე მეთქი ამ დაბადების დღეზე რადროს კრიტიკაათქო.........:D
პატივისცემით : ..........................
ვუერთდები მილოცვაას..........რობერტ მესხი უდავოდ უძლიერესი პოეტიაა....და... კეთილი კაცი....
მიძღვნა ძალიან ლამაზია მომეწონა მაგრამ დიდის მოწიწებით გთხოვთ იქნებ ჟანრი შეგვეცვალაა? (უფრო მეტი სილამაზისთვის ) თორე კრიტიკაპუბლიცისტიკა რო დავინახე მეთქი ამ დაბადების დღეზე რადროს კრიტიკაათქო.........:D
პატივისცემით : ..........................
4. გასაოცარ ლექსებს წერს .... მუსიკა მთავარია ბორიოსთან. ეს ისაა, რითაც ყოველთვის ვცნობ. გადამდებია ეგ მუსიკა. როგორია იცით? აგორდება, აგორდება ტალღასავით , მერე უცებ ფინალს შეენარცხება და ზათქით წამოვა. ფინალები კი ისეთია...ნიჟარას რომ გადახსნი და მარგალიტი აციაგდება. უნდა ამოიღო და მაჯაზე ატარო, ნიჟარა კი ცარიელი მაინც არ დარჩება–ზღვის ხმაური ამოავსებს. ჰო, კიდევ სურნელიც აქვს ბორიოს ლექსებს. მაგნოლიების და ორქიდეების. ლექსის თავადია ბორიო. ლექსის არისტოკრატი.
ნამდვილად... ეგრეა, ეგრე! გასაოცარ ლექსებს წერს .... მუსიკა მთავარია ბორიოსთან. ეს ისაა, რითაც ყოველთვის ვცნობ. გადამდებია ეგ მუსიკა. როგორია იცით? აგორდება, აგორდება ტალღასავით , მერე უცებ ფინალს შეენარცხება და ზათქით წამოვა. ფინალები კი ისეთია...ნიჟარას რომ გადახსნი და მარგალიტი აციაგდება. უნდა ამოიღო და მაჯაზე ატარო, ნიჟარა კი ცარიელი მაინც არ დარჩება–ზღვის ხმაური ამოავსებს. ჰო, კიდევ სურნელიც აქვს ბორიოს ლექსებს. მაგნოლიების და ორქიდეების. ლექსის თავადია ბორიო. ლექსის არისტოკრატი.
ნამდვილად... ეგრეა, ეგრე!
3. ვულოცავ ბატონ რობერტს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და უამრავ ახალ და ლამაზ ლექსს :-* ორივე ჩემი უსაყვარლესი ავტორი ხართ და არა მხოლოდ ავტორი... :) მიყვარხართ ვულოცავ ბატონ რობერტს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და უამრავ ახალ და ლამაზ ლექსს :-* ორივე ჩემი უსაყვარლესი ავტორი ხართ და არა მხოლოდ ავტორი... :) მიყვარხართ
2. რობერტ 1000 დოლარი მასესხე რა არ გაიჭერდება...:))
ახლა თუ შეაწერა მთავრობამ რობის ფული ეგა თქვი შენ...:D
მართლაც პოეტი-მილიონერია რობი... რობერტ 1000 დოლარი მასესხე რა არ გაიჭერდება...:))
ახლა თუ შეაწერა მთავრობამ რობის ფული ეგა თქვი შენ...:D
მართლაც პოეტი-მილიონერია რობი...
1. ჩემს საუკეთესო მეგობარს, რობერტ მესხს!
გილოცავ დაბადების დღეს!
..."შენ უნდა გქონდეს ამ ქალაქში იმდენი სახლი, რამდენმა მოლუსკმაც დატოვა ნიჟარა და შენი ჩურჩულით ამოავსო, ნიჟარას ნიჟარაზე მიიდებენ და მოგისმენენ, როცა სიყვარული მოაწვებათ..."
გაკოცე ჭკვიან შუბლზე! ჩემს საუკეთესო მეგობარს, რობერტ მესხს!
გილოცავ დაბადების დღეს!
..."შენ უნდა გქონდეს ამ ქალაქში იმდენი სახლი, რამდენმა მოლუსკმაც დატოვა ნიჟარა და შენი ჩურჩულით ამოავსო, ნიჟარას ნიჟარაზე მიიდებენ და მოგისმენენ, როცა სიყვარული მოაწვებათ..."
გაკოცე ჭკვიან შუბლზე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|