| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2008 |
იცი, ძვირფასო, ბევრი კერპი მყავს ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი სულ სიყვარულზე მეჩურჩულება სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი, ვერა ვერაფრით ვეგულგრილები მიწაზე იას, ცაში ასპიროზს, აბა, მე მარტო როგორ გავუძლო სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს... მედეასავით ვნებას აყოლილს ხან მწუხარება ისე მომიცავს, მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი გადეყარო ჩუბინ მოისარს, რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე, და სისხლის ტკბილი გემო გავიგო, დავაგემოვნო როგორც ბადაგი, როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო, სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს, და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს, ვით აიაზმას გადაგაპკურებ. თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით ათას ხრიკებს და ათას ოინებს გამოვიგონებ, დავედევნები მეტეორებს და მეტეორიტებს... იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე, საღამო შევსვი შენი თვალებით და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ მეოცნებე და არგასამხელი, ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს, ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი, ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს, დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს, როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ… ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს, როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს, და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს, პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. როგორ გამიხარდა ეს ლექსი გაზეთ ''ქართულ სიტყვაში'' რომ დაიბეჭდა. ;;) როგორ გამიხარდა ეს ლექსი გაზეთ ``ქართულ სიტყვაში`` რომ დაიბეჭდა. ;;)
21. და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ მეოცნებე და არგასამხელი,
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ მეოცნებე და არგასამხელი,
20. მომეწონა!!! მომეწონა!!!
19. და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს, პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ... 5 :) და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს, პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ... 5 :)
18. 5 რათქმა უნდა :) 5 რათქმა უნდა :)
17. კარგი იყო 5 ქულა კარგი იყო 5 ქულა
16. აბა მე მარტო როგორ გავუძლო, სამყაროს წარმტაც და უნაპიროს-გეთანხმები ძალიან ძნელია. ულამაზესი ლექსია. ესეც წამიკითხავს. ლამაზი ლექსები მელოდიასავით არის, ერთხელ თუ მოისმინე, შეიძლება ტექსტი არა, მაგრამ მელოდია მაინც გახსოვს. 5 შენ აბა მე მარტო როგორ გავუძლო, სამყაროს წარმტაც და უნაპიროს-გეთანხმები ძალიან ძნელია. ულამაზესი ლექსია. ესეც წამიკითხავს. ლამაზი ლექსები მელოდიასავით არის, ერთხელ თუ მოისმინე, შეიძლება ტექსტი არა, მაგრამ მელოდია მაინც გახსოვს. 5 შენ
15. ჩემი კესო :) ჩემი კესო :)
14. ვგიჟდები თქვენს ლექსზე... ვგიჟდები თქვენს ლექსზე...
13. ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს, დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს, როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ… ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს, როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს, და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს, პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ
ეს ლექსი მახსოვს და ძალიან მომწონს!... ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს, დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს, როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ… ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს, როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს, და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს, პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ
ეს ლექსი მახსოვს და ძალიან მომწონს!...
12. დახვეწილი... :) 5 :) დახვეწილი... :) 5 :)
11. ეს ლექსი კარგად მახსოვს...
ეს ლექსი კარგად მახსოვს...
10. იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე, საღამო შევსვი შენი თვალებით და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ მეოცნებე და არგასამხელი, ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს, ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
მომეწონა! კარგია ნამდვილად!
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე, საღამო შევსვი შენი თვალებით და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ მეოცნებე და არგასამხელი, ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს, ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
მომეწონა! კარგია ნამდვილად!
9. ლამაზი ლექსია! :) ლამაზი ლექსია! :)
8. ჩემი კესო.... როგორ მიყვარს შენი ლექსები კითხვა :) ჩემი კესო.... როგორ მიყვარს შენი ლექსები კითხვა :)
7. ძალიან კარგი ლექსია.ახლა სულ უნდა ჩაგიკითხო! მანამ კი ერთს გთხოვ:ღიღილო ძალიან მიყვარს და ჭინჭრებთან და სამყურებთან ნუ გააბალახებ,რა!გთხოოვ მეთქი,ვა! :) ძალიან კარგი ლექსია.ახლა სულ უნდა ჩაგიკითხო! მანამ კი ერთს გთხოვ:ღიღილო ძალიან მიყვარს და ჭინჭრებთან და სამყურებთან ნუ გააბალახებ,რა!გთხოოვ მეთქი,ვა! :)
6. მედეასავით ვნებას აყოლილს ხან მწუხარება ისე მომიცავს, მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი გადეყარო ჩუბინ მოისარს,
გულში! 5 კესო მედეასავით ვნებას აყოლილს ხან მწუხარება ისე მომიცავს, მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი გადეყარო ჩუბინ მოისარს,
გულში! 5 კესო
4. ეს ლექსი ძალიან მომეწონა იქაც და ახლაც ფანტასტიურ შთაბეჭდილებას ახდენს,კესო , გენაცვალე, ხუთი ქულის მეტი არაფერი მაქ,მარა გული მაქ ,,მილიონიანი" და გაითვალისწინე ეს ლექსი ძალიან მომეწონა იქაც და ახლაც ფანტასტიურ შთაბეჭდილებას ახდენს,კესო , გენაცვალე, ხუთი ქულის მეტი არაფერი მაქ,მარა გული მაქ ,,მილიონიანი" და გაითვალისწინე
3. და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს, როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
გენიალური ფრაზაა! გულში, რომ ჩაგრჩება ისეთი და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს, როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
გენიალური ფრაზაა! გულში, რომ ჩაგრჩება ისეთი
2. სიხარულისაგან ვიტირე! სიხარულისაგან ვიტირე!
1. ჩვენ მგონი ერთმანეტი გავიცანით არა?.. შენი ლექსი კი მგონი პირველად წავიკითხე, თუ არ... აღარ მახსოვს. ჰოდა, ეს ძალიან... 5 ჩვენ მგონი ერთმანეტი გავიცანით არა?.. შენი ლექსი კი მგონი პირველად წავიკითხე, თუ არ... აღარ მახსოვს. ჰოდა, ეს ძალიან... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|