 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 30 მარტი, 2011 |
დილა მეასე. არც, არაფერი ყოფილა საინტერესო ამ ას დღეში. ფიქრები გაიოლდა, შეეჩვია მოდერნიზებულ სამყაროს. არადა რა სათუთი იყო გრძნობები?! ღმერთმანი, დღეს ტექნიკურად ვფიქრობ... მიჭირს სიყვარული სათვალის გარეშე აღვიქვა, რატომ? მინუს ასი პროცენტი მითხრა ექიმმა. საბედნიეროდ მეორე თვალმა გაამართლა... მედიცინის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის წყალობით დამისვეს დიაგნოზი და დასკვნაში ჩაიწერა: მეასეჯერ ვიმეორებთ, სახიფათოა ცალი თვალის მქონე პაციენტი, რომელიც ოცდაექვს მაისს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა სასწრაფო დახმარების მედიკოსთა თანხმლებით. აქვს მკვეთრად გამოხატული ცალთვალმხედველობითი აპათია და აღიქვამს ყველაფერს, მხოლოდ ეროვნულს. საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას ახლომდებარე დაწესებულებებში. კონსილიუმი. რეაბილიტაცია - დეპრესია - ქარიზმა... მყვირალა მთები მხრებად მადევს, დაძარღვულ ფეხებს სიმძიმე ტანჯავს, ჩემს ნაკლულ სხეულს ჰაერს აწვდიან... თითებში შეჰყავთ გემო-დეზ-ინფორმაცია. ენას მიკორტნის ყვანჩალა, გულს მოდებია ნადავლი, ნაავდარალი... დამყოლ სისხლს ფერი ეცვლება, განავალს ჩიჩქნის ლაბორანტი... ექიმს აწვდიან შედეგს - უკმაყოფილოდ დასცქერის ქაღალდს. კონსილიუმი - ისინი ფიქრობენ... იქნებ რეაბილიტაცია?! მაგრამ სად? დასკვნა: სასწრაფო რეაბილიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანოებში! ორგანოს თანამშრომელთა იდენტურობა პაციენტთან უდავოა! დეპ-რეპ-რესირებული მოქალაქეები... დამონებული მუხლები, ზოგი მშრომელი, ზოგი მთრობელი და სხვა სხვისი, რისი მთხოვნელ-მიმცემი... ქარიზმატულ ლიდერად შერაცხეს, არადა მოგვევლინა დილერ-კილერად! დალპა და გალღვა... მლაშეა მიწა! ღვარძლია-შუღლი... კაცია, ვაცია! ღმერთთან ცინიზმია... ოვაცია! მეასედ დამიძახეთ გიჟი! ცალთვალა... დაღამდა მეასედ...
30 მარტი 2011 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. არც კომენტარებს ვკითხულობ და არც რამეს ვიტყვი - უბრალოდ მაგარი ხარ... მოგიკითხე... :) არც კომენტარებს ვკითხულობ და არც რამეს ვიტყვი - უბრალოდ მაგარი ხარ... მოგიკითხე... :)
31. საოცრად კარგი აზროვნება გაქვს. შენი წერის სტილი. თუმცა ახალი არც არაფერი მითქვია :) მოკლედ ჩემი მოწონება შენ! საოცრად კარგი აზროვნება გაქვს. შენი წერის სტილი. თუმცა ახალი არც არაფერი მითქვია :) მოკლედ ჩემი მოწონება შენ!
30. ყველა ექიმი კომუნისტი როგორ იყო შე კაცო?! :) :) :) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით კარგი ხარ გიგო, მომწონს შენი ნაწერები! წარმატებები ძმა! ისე წამით შემშურდა შენი, დიდი სიამოვნებით ჩავისუნთქავდი ეხლა მთელი ძალით ზღვის ჰაერს... მშობლიური ქალაქის სიახლოვეს მაგრძნობინებდა :( ყველა ექიმი კომუნისტი როგორ იყო შე კაცო?! :) :) :) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით კარგი ხარ გიგო, მომწონს შენი ნაწერები! წარმატებები ძმა! ისე წამით შემშურდა შენი, დიდი სიამოვნებით ჩავისუნთქავდი ეხლა მთელი ძალით ზღვის ჰაერს... მშობლიური ქალაქის სიახლოვეს მაგრძნობინებდა :(
29. მეასედ და მეათასედაც ვიტყვი რომ ძლიერი და საინტერესო პროზაიკოსი ხარ განსხვავებული სტილით და ხელწერით და განსაკუთრებული გამოხატვის ფორმით. მოკლედ და ლაკონურად შეგიძლია ერთ ფრაზაში მოაქციო ქვეყნის სათქმელი და ამ ყველაფერს თან ემოციის განსაკუთრებული შეგრძნებაც დაურთო. ეს უდაოდ ნიჭია. საოცარი ნიჭი, გიგო! :) მეასედ და მეათასედაც ვიტყვი რომ ძლიერი და საინტერესო პროზაიკოსი ხარ განსხვავებული სტილით და ხელწერით და განსაკუთრებული გამოხატვის ფორმით. მოკლედ და ლაკონურად შეგიძლია ერთ ფრაზაში მოაქციო ქვეყნის სათქმელი და ამ ყველაფერს თან ემოციის განსაკუთრებული შეგრძნებაც დაურთო. ეს უდაოდ ნიჭია. საოცარი ნიჭი, გიგო! :)
28. ძალიან ძლიერი სატირა–ალეგორიაა აქ ტრაგიზმთან ერთად! ძალიან ძლიერი სატირა–ალეგორიაა აქ ტრაგიზმთან ერთად!
27. ძალიან მომეწონა. შიგ გულში მოხვდება მიმხვედრს... ძალიან მომეწონა. შიგ გულში მოხვდება მიმხვედრს...
26. ალეგორიულ-მელოდიური პროზა! როგორც ყოველთვის საინტერესო ხარ! 555 ალეგორიულ-მელოდიური პროზა! როგორც ყოველთვის საინტერესო ხარ! 555
25. ძალიან საინტერესოდ აზროვნედ...... შემზარავი რეალობა ფილოსოფიურ-სახეობრივ პრიზმაში......ორიგინალური ხედვა..... ძალიან მომწონს.....:) ძალიან საინტერესოდ აზროვნედ...... შემზარავი რეალობა ფილოსოფიურ-სახეობრივ პრიზმაში......ორიგინალური ხედვა..... ძალიან მომწონს.....:)
24. უკუღმართი დროისა და ვითარების მსხვერპლი ადამიანის ტრაგიკული პორტრეტი, დიდი ოსტატობით დახატული! გაიხარე, გიგო, გიქებ ნიჭსა და კალამს! უკუღმართი დროისა და ვითარების მსხვერპლი ადამიანის ტრაგიკული პორტრეტი, დიდი ოსტატობით დახატული! გაიხარე, გიგო, გიქებ ნიჭსა და კალამს!
23. გიგო, უძლიერესი ხარ შენს საქმეში . ძმაკაც ! გიგო, უძლიერესი ხარ შენს საქმეში . ძმაკაც !
22. ნაწერიი, იდეებიც ასეთი უნდაა.. გენაცვალეე გიგოო ! .. მომენატრა მე ასეთი კარგი რაღაცეები და გავიხარეე :-* თბილიი მოკიითხვა აქქ .. 5 ნაწერიი, იდეებიც ასეთი უნდაა.. გენაცვალეე გიგოო ! .. მომენატრა მე ასეთი კარგი რაღაცეები და გავიხარეე :-* თბილიი მოკიითხვა აქქ .. 5
21. მაგარი ნაწერია. მომწონს აქაურობა, როგორც ყოველთვის )) 5 მაგარი ნაწერია. მომწონს აქაურობა, როგორც ყოველთვის )) 5
20. ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები !
ძალიან ! ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები !
ძალიან !
19. მეასედ, მეათასედ და უსასრულოდ არ მომბეზრდება კითხვა. ძალიან კარგი მოთხრობაა. განსხვავებული ხელწერა გაქვთ.. სპეციფიური და რაც მთავარია აზრიანი. ერთ ერთი რჩეული ავტორი ხართ.
+ 5 :) მეასედ, მეათასედ და უსასრულოდ არ მომბეზრდება კითხვა. ძალიან კარგი მოთხრობაა. განსხვავებული ხელწერა გაქვთ.. სპეციფიური და რაც მთავარია აზრიანი. ერთ ერთი რჩეული ავტორი ხართ.
+ 5 :)
18. ეს არის შედევრი! ასეთ ფილოსოფიურ ნაწერს წაკითხვა კი არა სწავლა უნდა! გონების კონცენტრაციაა საჭირო, რომ ჩასწვდე იმ აზრებს რაც ნაწარმოებშია ჩადებული, რათა შენი სულიერი , ინტელექტუალური, მოთხოვნა დააკმაყოფილო! წაკითხვის შემდეგ , მიღებული განწყობა , დიდხანს მიმყვება და სხვა თემაზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს,! ეს არის შედევრი! ასეთ ფილოსოფიურ ნაწერს წაკითხვა კი არა სწავლა უნდა! გონების კონცენტრაციაა საჭირო, რომ ჩასწვდე იმ აზრებს რაც ნაწარმოებშია ჩადებული, რათა შენი სულიერი , ინტელექტუალური, მოთხოვნა დააკმაყოფილო! წაკითხვის შემდეგ , მიღებული განწყობა , დიდხანს მიმყვება და სხვა თემაზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს,!
17. საინტერესო ნაწერია, მძიმე... დამბურძგლა, რომ წავიკითხე.
55555555555555555555555555 საინტერესო ნაწერია, მძიმე... დამბურძგლა, რომ წავიკითხე.
55555555555555555555555555
16. არ მომეწონა, არაფერი ყოფილა საინტერესო ჩემთვის არ მომეწონა, არაფერი ყოფილა საინტერესო ჩემთვის
15. სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, მიჭირს კომენტარის გაკეთება. მეათასედ გეტყვი-ვივსები და ვფიქრობ ამ გვერდზე."შენები"-ჩემს ნაკლულ სხეულს ჰაერს აწვდიან ჩემო ქართველოოო!!!!!!! სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, მიჭირს კომენტარის გაკეთება. მეათასედ გეტყვი-ვივსები და ვფიქრობ ამ გვერდზე."შენები"-ჩემს ნაკლულ სხეულს ჰაერს აწვდიან ჩემო ქართველოოო!!!!!!!
14. ქედს ვიხრი ნიჭის წინაშე!!! ქედს ვიხრი ნიჭის წინაშე!!!
13. გენიოსი ხარ ძმაო! გაიხარე;) +++++ გენიოსი ხარ ძმაო! გაიხარე;) +++++
12. ძალიან კარგადაა გადმოცემული აზრი 55 ძალიან კარგადაა გადმოცემული აზრი 55
11. მიჭირს სიყვარული სათვალის გარეშე აღვიქვა! ---
კრიზისის ფრაზაა, ეპოქის მთელი ტრაგიზმის დამტევი! იცის გიგომ ასეთი არაორდინალური და ზუსტი აქცენტების მორტყმა ერთი სიტყვით, ერთი ფრაზით! აი, რა არის მწერლობა!
მყვირალა მთები მხრებად მადევს... ----
ესეც არანაკლებია!
და სხვებიც!
და მთლიანობაშიც, საერთოდ!
ერთი სიტყვით - 55555-ები და კაი გულიანი მოკითხავ თავისი კეთილშობილი ჯალაბობიანად! მიჭირს სიყვარული სათვალის გარეშე აღვიქვა! ---
კრიზისის ფრაზაა, ეპოქის მთელი ტრაგიზმის დამტევი! იცის გიგომ ასეთი არაორდინალური და ზუსტი აქცენტების მორტყმა ერთი სიტყვით, ერთი ფრაზით! აი, რა არის მწერლობა!
მყვირალა მთები მხრებად მადევს... ----
ესეც არანაკლებია!
და სხვებიც!
და მთლიანობაშიც, საერთოდ!
ერთი სიტყვით - 55555-ები და კაი გულიანი მოკითხავ თავისი კეთილშობილი ჯალაბობიანად!
10. როგორც ყოველთვის, ძალიან სასიანმოვნო და საინტერესო როგორც ყოველთვის, ძალიან სასიანმოვნო და საინტერესო
9. გიგო.... მომწონს და მეტიც, მიყვარს ეს ნაწერი....
საერთოდ, ამ ავტორის სპეციფიური სტილი მიყვარს და ძალიან დიდი ინტერესით ველი ყოველ შემდგომს!
გისალმე და გაიხარე შენა! :) :D გიგო.... მომწონს და მეტიც, მიყვარს ეს ნაწერი....
საერთოდ, ამ ავტორის სპეციფიური სტილი მიყვარს და ძალიან დიდი ინტერესით ველი ყოველ შემდგომს!
გისალმე და გაიხარე შენა! :) :D
8. ძალინ საინტერესოა,როგორც სულ. 555 ძალინ საინტერესოა,როგორც სულ. 555
7. კითხვას,რომ მოვრჩი მერე მივხვდი,რომ სუნთქვა შეკავებული მქონდა ... თითქოს პირზე ამაფარეს ხელი და მერე ერთბაშად გამიშვეს - ისე ამოვისუნთქე და უცებ ჩემი თავის გამიკვირდა ... სხვანაირი შეგრძნებებით გავდივარ აქედან მერე ისევ მოვდივარ .... კითხვას,რომ მოვრჩი მერე მივხვდი,რომ სუნთქვა შეკავებული მქონდა ... თითქოს პირზე ამაფარეს ხელი და მერე ერთბაშად გამიშვეს - ისე ამოვისუნთქე და უცებ ჩემი თავის გამიკვირდა ... სხვანაირი შეგრძნებებით გავდივარ აქედან მერე ისევ მოვდივარ ....
6. მიყვარს ასეთი ნახევრად ასტრალში გაჭრილი ნაწერები... ეს შენი (იყოს შენობით, რა უჭირს...) პირველი ტექსტია,რომელიც წავიკითხე და იმედია ,,მეასეც” ასეთივე დადებით ემოციას აღმიძრავს :)))) მიყვარს ასეთი ნახევრად ასტრალში გაჭრილი ნაწერები... ეს შენი (იყოს შენობით, რა უჭირს...) პირველი ტექსტია,რომელიც წავიკითხე და იმედია ,,მეასეც” ასეთივე დადებით ემოციას აღმიძრავს :))))
5. საინტერესო ნაწერია, უდავოდ კარგი ავტორის. :) საინტერესო ნაწერია, უდავოდ კარგი ავტორის. :)
4. გაიხარეოოოოო, - ასე გეუბნება თამარ ბუკია! მართლა მომწონს, ყოჩაღ გიგო! 5 გაიხარეოოოოო, - ასე გეუბნება თამარ ბუკია! მართლა მომწონს, ყოჩაღ გიგო! 5
3. ჩემი ფავორიტი ხარ, ძიავ! :) ძლიერი.. გამორჩეული... *მზე* ჩემი ფავორიტი ხარ, ძიავ! :) ძლიერი.. გამორჩეული... *მზე*
2. აზრი, აზრია მთავრი, აზრიიი!!!! მე მგონი სწორად დავინახე აქ ეს ! :) როგორც ერთი ნიჭიერი ადამიანი იტყოდა გაიხარე შენა!!!
აზრი, აზრია მთავრი, აზრიიი!!!! მე მგონი სწორად დავინახე აქ ეს ! :) როგორც ერთი ნიჭიერი ადამიანი იტყოდა გაიხარე შენა!!!
1. გენიალურობის შეგრძნება არ მტოვებს ხოლმე თქვენი ნაწერების კითხვისას
არაჩვეულებრივია. შთაბეჭდილებებით გავდივარ :) გენიალურობის შეგრძნება არ მტოვებს ხოლმე თქვენი ნაწერების კითხვისას
არაჩვეულებრივია. შთაბეჭდილებებით გავდივარ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|