 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 აპრილი, 2011 |
გეშინიათ? დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება - როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)
პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.
სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი - აპრილის გუგულებს.
სულელების დღის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშნები ჯეფრი ჩოსერის მოთხრობა “მონაზვნის მღვდლის ამბავშია” ნაპოვნი, სადაც ნახსენებია ორი გაბითურებული, რომლებიც “მარტის დადგომიდან ოცდაათი და კიდევ ორი დღის შემდეგ” გააბეს მახეში.
ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ სულელების დღეს გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული. საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად დააკანონა. ჩარლზ IX-მ ეს ბრძანება ჯერ კიდევ 1564 წელს გასცა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამოდენიმე წლით ადრე. ასერომ, ახალი წელიწადის დადგომის აღნიშვნა და საჩუქრების მომზადება უკვე პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე აპრილის დასაწყისთან ასოცირდებოდა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც არ მოწონდათ ცვლილება და არ ეგუებოდნენ ახალი წლის თარიღის გადატანას. ამიტომ, დანარჩენი მოსახლეობა ამ ადამიანებს პირველ აპრილს “ყალბ” საჩუქრებსა და სხვა გასაშაყირებელ ნივთებს უგზავნიდა.
საფრანგეთში, თავის მხრივ, გაშაყირებულ ადამიანს poisson d’avril-ს უწოდებენ, რაც “აპრილის თევზს” ნიშნავს. ეს სახელი ალბათ იმით აიხსნება, რომ მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ნაცნობ-მეგობრებს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეს კი ნამდვილი თევზი ქაღალდისგან გამოჭრილმა თევზის ფორმებმა შეცვალა, რომლებსაც ბავშვები მეგობრებს ჩუმად ზურგზე აკრავენ ხოლმე.
სხვათაშორის, ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირველ აპრილს მომხდარ რეალურ სიახლეებს ხალხი არ იჯერებს. მართლაც და, არცაა გასაკვირი - ამ დღეს მასმედიას ნაკლებად დაეჯერება. თუმცა უბედურებამ პირველი აპრილი არ იცის - ამ დღეს ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც მომხდარა. 1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და არ დაემორჩილნენ. 2005 წელს კომიკოს მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალება ასევე ხუმრობად ჩათვალეს.
თუმცა გარდა ტრაგიკული სიახლეებისა, ამ დღეს სხვა ცნობებიც ვრცელდებოდა, რომლებიც ასევე არავის ეჯერა. მაგალითად, 2004 წელს ჩაშვებული Gmail-ის სერვისი თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა როგორც ვხედავთ - სიმართლე აღმოჩნდა ასევე არ ეჯერათ 2003 წელს გამოცხადებული ორი დიდი კომპანიის - Square-ისა და Enix-ის გაერთიანებაც.
მოკლედ, დიდი დღეა დღეს მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ და მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვიტყუოთ - შევეცადოთ, ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ნუ დავხარჯავთ, ცოტა გამოვიზოგოთ - ხანდახან ხომ ტყუილი სიმართლეზე ბევრად უფრო მეტადაა საჭირო…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. ro matyueben ar momwons ro matyueben ar momwons
37. მე არავის მოვუტყუებივარ გუშინ :D მე არავის მოვუტყუებივარ გუშინ :D
36. სათაურიც რომ, კაი მაზალო ტყუილია :) მოსულა... 1 აპრილია ჩვენსას :) სათაურიც რომ, კაი მაზალო ტყუილია :) მოსულა... 1 აპრილია ჩვენსას :)
35. დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის... დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის...
34. 20. არ მევასება ეს დღე ლევან მაისურაძე. 2011-04-01 13:30:41
ლევან რას დაგევასება :D გუშინ ლამის ახალი კამერას მიყიდე =)) 20. არ მევასება ეს დღე ლევან მაისურაძე. 2011-04-01 13:30:41
ლევან რას დაგევასება :D გუშინ ლამის ახალი კამერას მიყიდე =))
33. ვიკიპედია არის მეგრელი და მას ჰქვია ოთარი :)) ოღონდ მართლა :) ვიკიპედია არის მეგრელი და მას ჰქვია ოთარი :)) ოღონდ მართლა :)
32. გვანცა, მთლად ბოლომდე არ მითქვია ჩემი სათქმელი, ფასს გააჩნია, ვყიდულობ თუკი მოვილაპარაკებთ მე და დადუ :)
რაო დადუმ რომ ელაპარაკე? მოდის? გზაშია ჩემთან შესახვედრად? :)
ისე, მყიდველი მე არ ვარ მარტო, ამიტომ სამართლიანობის პრინციპი გვავალდებულებს აუქციონის წესით მოხდეს საიტის გაყიდვა. აი, ეს არის საინტერესო. ვინც მეტი, ის რჩება გამარჯვებული.
არ ვიცი, ჯერ-ჯერობით წაგებული მე ვარ 125 ქულა დავხარჯე უკვე ამ წერილის გამოქვეყნებისად და დადუს ვთხოვოთ, დროზე მოვიდეს, საქმიანი წინადადებების დასტა მაქვს გამზადებული.
ისე, მართლა გაყიდვას ექვემდებარება საიტი, ახალი ენერგია და სისხლია საჭირო, ახალი სტრატეგიის შემუშავება. ძველი ვერ მუშაობს, მოიკოჭლებს, ვერ ეწევა დროის სირბილეს, ცოტა აჩქარებაა დაჭირო.
აბა, პი ემში ველოდები წინადადებებს. :P :D
ახლა, კი სულ კარგად ბრძანდებოდეთ, გილოცავთ დაბადების დღეს. ადიოს ! :)
პატივისცემით, განდი. არწივი. გვანცა, მთლად ბოლომდე არ მითქვია ჩემი სათქმელი, ფასს გააჩნია, ვყიდულობ თუკი მოვილაპარაკებთ მე და დადუ :)
რაო დადუმ რომ ელაპარაკე? მოდის? გზაშია ჩემთან შესახვედრად? :)
ისე, მყიდველი მე არ ვარ მარტო, ამიტომ სამართლიანობის პრინციპი გვავალდებულებს აუქციონის წესით მოხდეს საიტის გაყიდვა. აი, ეს არის საინტერესო. ვინც მეტი, ის რჩება გამარჯვებული.
არ ვიცი, ჯერ-ჯერობით წაგებული მე ვარ 125 ქულა დავხარჯე უკვე ამ წერილის გამოქვეყნებისად და დადუს ვთხოვოთ, დროზე მოვიდეს, საქმიანი წინადადებების დასტა მაქვს გამზადებული.
ისე, მართლა გაყიდვას ექვემდებარება საიტი, ახალი ენერგია და სისხლია საჭირო, ახალი სტრატეგიის შემუშავება. ძველი ვერ მუშაობს, მოიკოჭლებს, ვერ ეწევა დროის სირბილეს, ცოტა აჩქარებაა დაჭირო.
აბა, პი ემში ველოდები წინადადებებს. :P :D
ახლა, კი სულ კარგად ბრძანდებოდეთ, გილოცავთ დაბადების დღეს. ადიოს ! :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
31. ვააჰ, გაგეგრძელებინაა ჩემი მოწოდება საიტის ყიდვაზე და გეთქვა კი მე მინდა ვყიდულობო :D დადუს უკვე ველაპარაკე, მაგრამ კიდევ დამრჩა რაღაცები და მაგის გარკვევა მინდოდათქო :D :D
შენ მერე გენახაა ამ ხუმრობის ცეცხლზე ნავთის დასხმა :D :)) ვააჰ, გაგეგრძელებინაა ჩემი მოწოდება საიტის ყიდვაზე და გეთქვა კი მე მინდა ვყიდულობო :D დადუს უკვე ველაპარაკე, მაგრამ კიდევ დამრჩა რაღაცები და მაგის გარკვევა მინდოდათქო :D :D
შენ მერე გენახაა ამ ხუმრობის ცეცხლზე ნავთის დასხმა :D :))
30. უი, დღეს 1 აპრილი ყოფილაო :D ვოთომ არ ვიცოდი,
ხუმრობა რომ იყოს მით უმეტესი,აქ უნდა იყოს ადამიანები რომ უფრო ცეცხლი დაუნთოს ამ ხუმრობას და დააჯერონ ხალხი რომ მართლა იყიდება. მაგალითად, მე რომ ვიკითხე, რა ღირს თქო, დადუს შეეძლო ეპასუხა ავეჯით გინდა თუ უავეჯოდო :D ანდა,სხვა რამე, ცოტა ისეთი, რომ დაგვაჯერებდა ცოტათი მაინც. თან, მორბენალი სტრიქონი რომ გაუწითლებით რომ კარგად ვიყიდოთ საიტი ლოლ
სიმართლე გითხრა, რომ სერიოზულად გიპასუხო საიტის ყიდვის შესახებ, გეტყოდი: რად მინდა საიტი? ვერ ვიპასუხებდი რად მინდა საიტი. ანუ, არ მინდა საიტი :) (თუ მაჩუქებენ, ავიღებდი ,თუ არ მაჩუქებდნენ, ფული არ მეყოფოდა მის შესძენად ლოლ)
უი, დადუ ისე სად დაიკარგა? მე მგონი, ნიკიმ "გაუჩალიჩა" ეს მორბენალი სტრიქონი დადუს და ახლა დადუ გაბრაზებულია, რა გამიწყალეს გულიო, :D
სად ხარ დადუ? არ მინდა საიტის ყიდვა, ისე მინდა გითხრა რაღაც, სად დაიკარგე? :)
პატივისცემით, განდი. არწივი. უი, დღეს 1 აპრილი ყოფილაო :D ვოთომ არ ვიცოდი,

29. ჰოდა, ზუსტად მაგიტომაა საპირველაპრილო ხუმრობა, რომ არცერთი გაყიდვაზე პასუხისმგებელი პერსონა საიტის ახლო-მახლო არ იმყოფებაა :D :D განდი, მარტივი ლოგიკაა :D
შენ გინდა რომ იყიდო საიტიი?> :D :D
ჰოდა, ზუსტად მაგიტომაა საპირველაპრილო ხუმრობა, რომ არცერთი გაყიდვაზე პასუხისმგებელი პერსონა საიტის ახლო-მახლო არ იმყოფებაა :D :D განდი, მარტივი ლოგიკაა :D
შენ გინდა რომ იყიდო საიტიი?> :D :D
28. გვანცა, მოდი ასეთი შედარება გავაანალიზოთ, ბაზარზე რომ მანქანას გაიყვანს ადამიანი გასაყიდად შაბათ-კვირას, როგორ იქცევა იგი? დატოვებს მანქანას ბაზარზე და თვითონ წავა დაიკარგება, სახინკლეში დაჯდება კარგ პურს ჭამს, თუ, დადგება მანქანის შორიახლო და დაელოდება მუშტარი როდის მოვა? :D
ხომ ხვდები ლოგიკას არა? ანუ, რადგან საიტი გამოტანეს გასაყიდად და დადუ არის პასუხიმგებელი გაყიდვაზე, დადუც უნდა იყოს შორიახლო რომ წარმართოს მოლაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვთქვი, თუ დადუ დაკავებულია და ვერ იცლის, მოხდეს ეს გაყიდვის პროცედურების მოგვარების გადაცემა სხვა პიროვნებაზე. ნათელია ხომ სიტუაცია? :)
ნუ, 1 აპრილს რომ გამოაქვეყნეს ეს, არის შემთხვევითობა, დამთხვევაა და მეტი არაფერი, აბა ველოდები დადუს, დადუ სად ხარ? ან ტელეფონი დატოვე, ან ე-მაილი ან რამე, როგორ დაგიკავშირდე? :)
პატივისცემით, განდი. არწივი. გვანცა, მოდი ასეთი შედარება გავაანალიზოთ, ბაზარზე რომ მანქანას გაიყვანს ადამიანი გასაყიდად შაბათ-კვირას, როგორ იქცევა იგი? დატოვებს მანქანას ბაზარზე და თვითონ წავა დაიკარგება, სახინკლეში დაჯდება კარგ პურს ჭამს, თუ, დადგება მანქანის შორიახლო და დაელოდება მუშტარი როდის მოვა? :D
ხომ ხვდები ლოგიკას არა? ანუ, რადგან საიტი გამოტანეს გასაყიდად და დადუ არის პასუხიმგებელი გაყიდვაზე, დადუც უნდა იყოს შორიახლო რომ წარმართოს მოლაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვთქვი, თუ დადუ დაკავებულია და ვერ იცლის, მოხდეს ეს გაყიდვის პროცედურების მოგვარების გადაცემა სხვა პიროვნებაზე. ნათელია ხომ სიტუაცია? :)
ნუ, 1 აპრილს რომ გამოაქვეყნეს ეს, არის შემთხვევითობა, დამთხვევაა და მეტი არაფერი, აბა ველოდები დადუს, დადუ სად ხარ? ან ტელეფონი დატოვე, ან ე-მაილი ან რამე, როგორ დაგიკავშირდე? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
27. განდი, იქ წერია მიმართეთ დადუ-სო, და არაა მიმართეთ დადუს და ის წამში საიტზე გაჩნდებაო :D :D მე მაინც საპირველაპრილო ხუმრობა მგონია, რადგან მოვლენათა განვითარების ლოგიკა უფრო აქეთაა :D მაინც და მაინც პირველ აპრილს ვერ მიხვდებოდა საიტის მფლობელი მაგას რომ საიტის წარმართვა უჭირს :D :D და მართალი რომც იყოს ეგ მიუთითებდა მიმართეთ საიტის წევრ ნ-ი-კ-ი-ს :D
განდი, იქ წერია მიმართეთ დადუ-სო, და არაა მიმართეთ დადუს და ის წამში საიტზე გაჩნდებაო :D :D მე მაინც საპირველაპრილო ხუმრობა მგონია, რადგან მოვლენათა განვითარების ლოგიკა უფრო აქეთაა :D მაინც და მაინც პირველ აპრილს ვერ მიხვდებოდა საიტის მფლობელი მაგას რომ საიტის წარმართვა უჭირს :D :D და მართალი რომც იყოს ეგ მიუთითებდა მიმართეთ საიტის წევრ ნ-ი-კ-ი-ს :D
26. არავის უნდა საიტის ყიდვა?
რა ღირს დადუ საიტი? (რა უყურადღებობას აქვს ადგილი, დადუ უნდა გადავაყენოთ საიტის წევრობიდან და გაყიდვებზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს სხვა წევრი, არ ვიცი ვინ, მაგალითად, თამარ ბუკია :) )
მე ხუმრობად არ ვთვლი, არამედ მართლა მგონია რომ საიტი იყიდება, რადგან, მე ვფიქრობ, ნიკი და სხვა ადმინები, მიხვდნენ საიტის წარმართვა არ გამოსდით და უჭირთ, ამიტომ ლიტერატურის განვითარებისთვის, გადადგეს ნაბიჯი რომელიც წაადგება მომავალს, საიტის გაყიდვა კარგი იდეაა. ყოჩაღ! :)
აუქციონი რომელ საათზე იწყება?
პატივისცემით, განდი. არწივი. არავის უნდა საიტის ყიდვა?
რა ღირს დადუ საიტი? (რა უყურადღებობას აქვს ადგილი, დადუ უნდა გადავაყენოთ საიტის წევრობიდან და გაყიდვებზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს სხვა წევრი, არ ვიცი ვინ, მაგალითად, თამარ ბუკია :) )
მე ხუმრობად არ ვთვლი, არამედ მართლა მგონია რომ საიტი იყიდება, რადგან, მე ვფიქრობ, ნიკი და სხვა ადმინები, მიხვდნენ საიტის წარმართვა არ გამოსდით და უჭირთ, ამიტომ ლიტერატურის განვითარებისთვის, გადადგეს ნაბიჯი რომელიც წაადგება მომავალს, საიტის გაყიდვა კარგი იდეაა. ყოჩაღ! :)
აუქციონი რომელ საათზე იწყება?
პატივისცემით, განდი. არწივი.
25. ხო, დღეს კიდევ ცხონებულ კარლო საკანდელიძის დაბადების დღეა, დღეს იგი 83 წლის გახდებოდა. ხო, დღეს კიდევ ცხონებულ კარლო საკანდელიძის დაბადების დღეა, დღეს იგი 83 წლის გახდებოდა.
23. საიტის წევრს ნიკით: ''ზევსის დაქალი'' (მაია კილაძე) ვულოცავ დაბადების დღეს, ოღონდ მართლა. საიტის წევრს ნიკით: ``ზევსის დაქალი`` (მაია კილაძე) ვულოცავ დაბადების დღეს, ოღონდ მართლა.
22. მოიტყუა მაისურაძემ და გავიდა :D
ნათიმ ბოლოს როდის ინერვიულა ასე არ მახსოვს :D:D:D:D მოიტყუა მაისურაძემ და გავიდა :D
ნათიმ ბოლოს როდის ინერვიულა ასე არ მახსოვს :D:D:D:D
21. გვანცა, აი ნახავ, ტრიუმფალურ არკასთან რომ ვივლით 2013 წელს, მერეც არ დაიჯერებ? :)
ვგევარ პიროვნებას რომელიც ტყუილებს აფრქვევს იქით აქეთ? :D :D
დადუ სად არის? საიტი რა ღირს? მე მგონი, მყიდველი იმდენია საიტის, რომ აუქციონის წესით მოხდება ამ საიტის გაყიდვა. საწყისი ფსონს მე ჩამოვდივარ 100 ლარი ერთი :)
აბა, გახურდა აუცქიონი :D სად არის დადუ? სად არის ?
პატივისცემით, განდი. არწივი. გვანცა, აი ნახავ, ტრიუმფალურ არკასთან რომ ვივლით 2013 წელს, მერეც არ დაიჯერებ? :)
ვგევარ პიროვნებას რომელიც ტყუილებს აფრქვევს იქით აქეთ? :D :D
დადუ სად არის? საიტი რა ღირს? მე მგონი, მყიდველი იმდენია საიტის, რომ აუქციონის წესით მოხდება ამ საიტის გაყიდვა. საწყისი ფსონს მე ჩამოვდივარ 100 ლარი ერთი :)
აბა, გახურდა აუცქიონი :D სად არის დადუ? სად არის ?
პატივისცემით, განდი. არწივი.
20. არ მევასება ეს დღე არ მევასება ეს დღე
19. ჯეკი ჩანი მომქვტარა,ხალხოოოუ :( ერთ-ერთ საიტზე წერია ჯეკი ჩანი მომქვტარა,ხალხოოოუ :( ერთ-ერთ საიტზე წერია
18. წამეკითხა:) არ ვიტყუები!:) წამეკითხა:) არ ვიტყუები!:)
17. მაგის დაწერას ვაპირებდი გვანც :D მაგის დაწერას ვაპირებდი გვანც :D
16. განდი, აქ მაინც არ დაგეკომენტარებინა ცოტა ხანს მაინც დავიჯერებდი :D განდი, აქ მაინც არ დაგეკომენტარებინა ცოტა ხანს მაინც დავიჯერებდი :D
15. გილოცავთ მეგობრებო!, გუშინ, ევროგაერთიანების გაერთიანებულ სხდომაზე რატიფიკაცია გაუკეთა დადგენილებას საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ ევროგაერთიანებაში 2013 წლის 1 იანვრისთვის.
საზღვრები იხსნება, გადაადგილება თავისუფალი ხდება. აბა, დავიწყოთ ფულების მოგროვება სამოგზაუროდ, პარიზში და რომში, და ფლორენციაში და ბარსელონაში უვიზოდ მოგვიწევს გადასვლა ორ წელიწადში :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. საქართველოს პარლამენტის წინ მოფრიალე დროშა ტყუილა არ ყოფილა თურმე, აგერ, შედეგი გამოიღო ჩვენმა მცდელობამ ევროგაერთიანებაში ინტეგრაციისა, ყოჩაღ! :)
გილოცავთ მეგობრებო!, გუშინ, ევროგაერთიანების გაერთიანებულ სხდომაზე რატიფიკაცია გაუკეთა დადგენილებას საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ ევროგაერთიანებაში 2013 წლის 1 იანვრისთვის.
საზღვრები იხსნება, გადაადგილება თავისუფალი ხდება. აბა, დავიწყოთ ფულების მოგროვება სამოგზაუროდ, პარიზში და რომში, და ფლორენციაში და ბარსელონაში უვიზოდ მოგვიწევს გადასვლა ორ წელიწადში :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. საქართველოს პარლამენტის წინ მოფრიალე დროშა ტყუილა არ ყოფილა თურმე, აგერ, შედეგი გამოიღო ჩვენმა მცდელობამ ევროგაერთიანებაში ინტეგრაციისა, ყოჩაღ! :)
14. მოგიკითხე, ოთარ : ) მოგიკითხე, ოთარ : )
12. ეგრე იცის ჯაყომა, მაშ... :))
სხვათაშორის ეს ბოლო 4-5 წელია არავის მოვუტყუებივარ, ვერავინ მატყუებს... ჩემი მოტყუება არც ისე ადვილია. :)) :)) :)) ეგრე იცის ჯაყომა, მაშ... :))
სხვათაშორის ეს ბოლო 4-5 წელია არავის მოვუტყუებივარ, ვერავინ მატყუებს... ჩემი მოტყუება არც ისე ადვილია. :)) :)) :))
11. ეს რომ წავიკითხე მერე მომაფიქრდა ,,ძალიან მაგარი ლექსის'' გამოქვეყნება....
მინდოდა მეთქვა, რომ შემოიხედე ჩემს გვერდზე რა მაგარი ლექსი დავდეთქო...მაგრამ დამასწარიიი:)) ეს რომ წავიკითხე მერე მომაფიქრდა ,,ძალიან მაგარი ლექსის`` გამოქვეყნება....
მინდოდა მეთქვა, რომ შემოიხედე ჩემს გვერდზე რა მაგარი ლექსი დავდეთქო...მაგრამ დამასწარიიი:))
10. არა ნათ, ზუსტად ვიცი 1937 წლის 1 აპრილსაა დაბადებული ბატონი ზურაბი, ივანე კოტორაშვილის როლის შემსრულებელი. :))))))))) არა ნათ, ზუსტად ვიცი 1937 წლის 1 აპრილსაა დაბადებული ბატონი ზურაბი, ივანე კოტორაშვილის როლის შემსრულებელი. :)))))))))
9. ოთ, მემგონი მეტისაც გახდა, მაგრამ 1 აპრილია დღეს და ი ტ ყ უ ე ბ ა! :D:D:D:D ოთ, მემგონი მეტისაც გახდა, მაგრამ 1 აპრილია დღეს და ი ტ ყ უ ე ბ ა! :D:D:D:D
8. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს საყვარელ მსახიობს-ზურაბ ქაფიანიძეს მივულოცავ დაბადების დღეს... დღეს იგი 74 წლის გახდა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს საყვარელ მსახიობს-ზურაბ ქაფიანიძეს მივულოცავ დაბადების დღეს... დღეს იგი 74 წლის გახდა.
7. არ ყოფილა საიტის გაყიდვა ტყუილი, მე უკვე მივმართე და ასე მითხრეს, ამ საიტმა თავისი თავი ამოწურა და ახლა სამედიცინო პორტალად უნდა გადაკეთდესო, ბევრს სჭირდება მკურნალობაო და... :D
ხოდა ვაკანსიები აქვს ფსიქიატრების და აბა ხალხო, გაამზადეთ CV-ები და გააგზავნეთ მისამართზე: yofilurakaxladurakmkurnal@xarxar.ge - ზე...
და კიდევ, ოთარ გილოცააააავვვვ... :-* არ ყოფილა საიტის გაყიდვა ტყუილი, მე უკვე მივმართე და ასე მითხრეს, ამ საიტმა თავისი თავი ამოწურა და ახლა სამედიცინო პორტალად უნდა გადაკეთდესო, ბევრს სჭირდება მკურნალობაო და... :D
ხოდა ვაკანსიები აქვს ფსიქიატრების და აბა ხალხო, გაამზადეთ CV-ები და გააგზავნეთ მისამართზე: yofilurakaxladurakmkurnal@xarxar.ge - ზე...
და კიდევ, ოთარ გილოცააააავვვვ... :-*
6. ქეთ, მართალი თუ აღმოჩნდა _ აღარც მე აღმოვჩნდები მატყუარა :D
საიტის შესყიდვის მსურველებმა _ რიგი დაიცავით,თუ შეიძლებოდეს!
.... და ბოლო ვინ არის?! :-? :D ქეთ, მართალი თუ აღმოჩნდა _ აღარც მე აღმოვჩნდები მატყუარა :D
საიტის შესყიდვის მსურველებმა _ რიგი დაიცავით,თუ შეიძლებოდეს!
.... და ბოლო ვინ არის?! :-? :D
5. ხოდა, საიტს მე ვყიდულობ, ოთარ! :) ხოდა, საიტს მე ვყიდულობ, ოთარ! :)
4. ჰოდა, აპათიავ, შენს გარეშე არ იყიდიან, ამ საიტს :)) შენ ნუ ჯავრობ :))
შენ რომ არ მყავდე, ვინ გამახალისებდა? :) ჰოდა, აპათიავ, შენს გარეშე არ იყიდიან, ამ საიტს :)) შენ ნუ ჯავრობ :))
შენ რომ არ მყავდე, ვინ გამახალისებდა? :)
3. საიტი იყიდებაო უეჭველი ეგეც საპირველაპრილო ამბავია :)) საიტი იყიდებაო უეჭველი ეგეც საპირველაპრილო ამბავია :))
2. ნათ, მართალი რომ აღმოჩნდეს? :))
ახლა ვზივარ და ტყუილებს ვიგონებ :)) დედა, რა ძნელი ყოფილაააააააააააააა
ნათ, მართალი რომ აღმოჩნდეს? :))
ახლა ვზივარ და ტყუილებს ვიგონებ :)) დედა, რა ძნელი ყოფილაააააააააააააა
1. აუ,ოთ, შენ ისეთი საინტერესო ინფორმაციები მოგაქვს ხოლმე! თან ახლა, წესით, როცა საიტისთვის არ უნდა გეცალოოოოს :)
აქვე გილოცავ დაოოოოოჯააააააააააააახეეეეეეეეეეეეეეეეეებააააააააააას!!!!!
ბედნიერად! :-*
ტყიულია ხალხოოოოუ! :D აუ,ოთ, შენ ისეთი საინტერესო ინფორმაციები მოგაქვს ხოლმე! თან ახლა, წესით, როცა საიტისთვის არ უნდა გეცალოოოოს :)
აქვე გილოცავ დაოოოოოჯააააააააააააახეეეეეეეეეეეეეეეეეებააააააააააას!!!!!
ბედნიერად! :-*
ტყიულია ხალხოოოოუ! :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|