| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2008 |
სულელო, ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ლამაზი ხარ, რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?! ხედავ? თოჯინებს, ბავშობიდან გამოყოლილებს უგულოდ ხვრეტენ, ოცნებები იქცევა ნაცრად, ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,
ამოგიყრია ფესვებივით გაშიშვლებული არა წარსული, მომავალი, ასე ოცი წლის ჯერ უმწიფარი, საზარბაზნე ბავშვების ხორცი, როგორც ყოველთვის, წაგებული, ალბათ, ომისთვის. რას ელოდები?! დრო დამარხავს მიცვალებულებს?! დაფარავს მიწა, დავიწყების დაწვავს ნაცარი?! არ შემაპარო ტკივილებში ზიზღი_ბალღამი, ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო, მომავლისათვის ლოცვა არა, გლოვა მაცადე... დრო სწრაფად გადის...
მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. "გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი"
რა ალალი ლექსია! :) "გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი"
რა ალალი ლექსია! :)
25. გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი :) გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი :)
23. გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
:) გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
:)
21. ძალიან.. ძალიან.. მართლა.. 10
მოგეფერეთ.. თბილად.. ძალიან.. ძალიან.. მართლა.. 10
მოგეფერეთ.. თბილად..
20. ისე ძალიან მომენატრე ქეთ :) ძალიან კარგი ხარ, მშვენიერ ლექსებიანო :) ისე ძალიან მომენატრე ქეთ :) ძალიან კარგი ხარ, მშვენიერ ლექსებიანო :)
19. ძალიან ჩემო...
ძალიან ჩემო...
18. მომნატრებია შენი ლექსები მომნატრებია შენი ლექსები
17. მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
------------------------- ახლა ვიტირე! მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
------------------------- ახლა ვიტირე!
16. კი ნეკერ, უბრუნდება მგონი სილამაზე საიტს :) კი ნეკერ, უბრუნდება მგონი სილამაზე საიტს :)
14. ჩემი კესოო :) ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,
ლამაზი ლექსები უბრუნდება საიტს. 9 ჩემი კესოო :) ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,
ლამაზი ლექსები უბრუნდება საიტს. 9
12. იქაც და აქაც :)
ძალიან :) იქაც და აქაც :)
ძალიან :)
11. (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა)... (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა)...
10. ამდენი ლამაზი ლექსი ერთად დიდხანია არ წამიკითხია:)
ტკივილიანი ლექსია, ჯერმოუშუშებელი აგვისტო... ამდენი ლამაზი ლექსი ერთად დიდხანია არ წამიკითხია:)
ტკივილიანი ლექსია, ჯერმოუშუშებელი აგვისტო...
9. რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?!
ძაან მაგარია რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?!
ძაან მაგარია
8. რა კარგია რომ ბოლომდე არ ჩავიკითხე ა?:) რა კარგია რომ ბოლომდე არ ჩავიკითხე ა?:)
7. კესო, ძალიან მომენატრე შენი ულამაზესი პოეზიით ;;)
10 კესო, ძალიან მომენატრე შენი ულამაზესი პოეზიით ;;)
10
6. მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება...
პირი შეიკარით თითქოს. მტკივა ... და ვტირი ბავშვის სიცოცლეს ვფიცავარ..............................................
მოგიკითხეთ კესო.
5
მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება...
პირი შეიკარით თითქოს. მტკივა ... და ვტირი ბავშვის სიცოცლეს ვფიცავარ..............................................
მოგიკითხეთ კესო.
5
3. "ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო",
"გათავისუფლებ!"
ვახ რა ღონიერი ქალის ლექსია,მაინც რა იყო ეს, რა შეშლილი იყო აგვისტო:(
"ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო",
"გათავისუფლებ!"
ვახ რა ღონიერი ქალის ლექსია,მაინც რა იყო ეს, რა შეშლილი იყო აგვისტო:(
2. გენაცვალე, კესო მაგ სულში,გენაცვალე!!! ვაიმე პირველად მწყდება გული რო ასეთი ცოტა შემიძლია დავწერო აქ ,მხოლოდ ის რაც "მაბადია" 5,მაგრამ გულს გაჩუქებ ამ ლექსისათვის გენაცვალე, კესო მაგ სულში,გენაცვალე!!! ვაიმე პირველად მწყდება გული რო ასეთი ცოტა შემიძლია დავწერო აქ ,მხოლოდ ის რაც "მაბადია" 5,მაგრამ გულს გაჩუქებ ამ ლექსისათვის
1. "მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს," გენაცვალე ქეთი! "მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს," გენაცვალე ქეთი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|