ანატორის აკლდამა
მაინც ახლოს ხარ სიკვდილთან, უნდა უცადო, რისთვის? შავებჩაცმული სენი დაღუპულთა ძვლებს ითვლის...
ჭირსაფარებულ ტანჯვის ეს მერამდენე მსხვერპლთა ამოძახილი შორით, (ვინ იცის, ისიც ვერც თქვა...)
ცოცხლად დამარხვა თავის, გადასარჩენად სხვათა, საფლავში ნებით ჩავლენ აღსარება კი სად თქვან?..
კლდიდან გადამხტარ ქალს და ნაყოფს ჯერ კიდევ მუცლის, სენით გადაღლილ სხეულთ ანატორია უცდის.
26.11.2009
მე იუდა ვარ!..
იუდა ვარ და ქრისტე ერთ დროს ვერცხლზე გავყიდე... თუმცა, ცოდვები მე მანამდეც არასდროს მაკლდა, ჩემი ძმის სისხლში ხელგასვრილმა მამაც მოვკალი, ცოლად შევირთე მერე დედა, დამსაჯეს რადგან...
მე არ ვიცოდი თუ რას ერქვა ბედნიერება, ვერც მეგობრები შევიყვარე, ვეღარც - ოჯახი, ვერცხლის სიყვარულს ყველაფერი ფეხქვეშ გავუგე და მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის წინ, მწარედ მოვთქვამდი...
ასე ცხოვრებამ მაქცია თუ თვითონ ვაქციე ჩემი სიცოცხლე ასეთ მძიმე ბუდედ ცოდვისა, არ ვიცი, მაგრამ როცა მივხვდი დამნაშავე ვარ, არ ვინანე და განსაცდელში ჩემით მოვდივარ...
და პატიების თხოვნა რადგან ვეღარ შევძელი, ალბათ, ამიტომ თუ ვარჩიე, თავი მომეკლა, მწარედ ვიცინი, როცა ვფიქრობ, რომ მე, ასეთი, ბავშვიც ვიყავი, უცოდველი ბავშვი ოდესღაც...
სინანულისთვის, სჯერათ, ქრისტე მომიტევებდა, მაპატიებდა ყველა ცოდვას ალბათ, ვინ იცის - მე იუდა ვარ, სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა - ხის დახრილ ტოტზე რომ ვკიდივარ ჩემი სინდისით...
14.11.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე იუდა ვარ! - ძალიან მომეწონა მე იუდა ვარ! - ძალიან მომეწონა
10. კარგი გოგო ხარ შენ ლიკა,გაიუხარე +5 კარგი გოგო ხარ შენ ლიკა,გაიუხარე +5
8. მომეწონა ლიკა!!! მოგიკიხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა ლიკა!!! მოგიკიხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
7. "მწარედ ვიცინი, როცა ვფიქრობ, რომ მე, ასეთი, ბავშვიც ვიყავი, უცოდველი ბავშვი ოდესღაც..."
ნუ მოკლედ, მმაგრად მომწონხარ რა!
მეც ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, მთლად იუდა არა მაგრამ მიმიქარავს...
სინდის შეწუხებულებს ყველას ეპატიება ვინც გულიანად წუხს და ცდილობს გამოასწოროს წარსული, ხოლო ისეთები ვინც სკუთარი ფეხით გაურბიან საკუთარ უფალს, ცოდვაზე ცოდვით ხდებიან განთიადს, აუცილებლად წაიმტვრევენ ცხვირ პირს.
"მწარედ ვიცინი, როცა ვფიქრობ, რომ მე, ასეთი, ბავშვიც ვიყავი, უცოდველი ბავშვი ოდესღაც..."
ნუ მოკლედ, მმაგრად მომწონხარ რა!
მეც ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, მთლად იუდა არა მაგრამ მიმიქარავს...
სინდის შეწუხებულებს ყველას ეპატიება ვინც გულიანად წუხს და ცდილობს გამოასწოროს წარსული, ხოლო ისეთები ვინც სკუთარი ფეხით გაურბიან საკუთარ უფალს, ცოდვაზე ცოდვით ხდებიან განთიადს, აუცილებლად წაიმტვრევენ ცხვირ პირს.
6. 555555555555 555555555555
4. არ ვიცი, მაგრამ როცა მივხვდი დამნაშავე ვარ, არ ვინანე და განსაცდელში ჩემით მოვდივარ... არ ვიცი, მაგრამ როცა მივხვდი დამნაშავე ვარ, არ ვინანე და განსაცდელში ჩემით მოვდივარ...
3. შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
2. შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
1. შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
შენ თუ იუდა ხარ.მაშინ მე ვყოფილვარ შამანი,ან ბელზებელი :დ "მიჯიკეთ ვინცხამ" :დ
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|