 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2011 |
(სამოქალაქო ომში დახვრეტილი ჩემი ძმის, დათო ბოლქვაძის კადრებიდან)
ომის დაკაწრული ძველი კადრებიდან ლამის დრო გადმოხტეს ჩვენზე აღრენილი. ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე... -რა დროს დახმარება, გელა, კამათელო! -ხელი მოსაგები ახლა დამაცადეთ!..
იყვნენ ასეთებიც, მტერს რომ უხაროდა, წასაგები ომის „გელა-გენერლები“... ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
თითქოს არაფერი, ფირია, სხვა რაა, სადღაც შეგდებული თაროზე დამტვერილ, წასულთა პატივი ცოცხალი ხსოვნაა და არა მათ გულზე ქვის ერთი ნამტვრევი...
დამთავრდა ფირი და თითქოს დროც გაჩერდა, ნამდვილი მხილველი ტყუილის, მართლისაც, დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს, კარგად გასაგონად, ეხება მათ, ვისაც...
04.04.11
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
55. მართლა რა მაგარი იყო!........ გამაჟრჟოლა....... რითმებიც ძალიან მომეწონა სხვა რომ არაფერი ვთქვა..... მართლა რა მაგარი იყო!........ გამაჟრჟოლა....... რითმებიც ძალიან მომეწონა სხვა რომ არაფერი ვთქვა.....
54. რაც კარგია, კარგია! არა ძალიან კარგია! რაც კარგია, კარგია! არა ძალიან კარგია!
53. ლექსში არის კარგი ადგილები, მთლიანობაში სუსტია ჩემის აზრით, ბევრად კარგი ლექსები გაქვთ ჩემის აზრით, რითმა ბევრგან გადადის, იცვლება,
თითქოს არაფერი, ფირია, სხვა რაა, სადღაც შეგდებული თაროზე დამტვერილ, წასულთა პატივი ცოცხალი ხსოვნაა და არა მათ გულზე ქვის ერთი ნამტვრევი...
ეს გამოვარჩიე და კიდევ არის კაი ადილები ++ ლექსში არის კარგი ადგილები, მთლიანობაში სუსტია ჩემის აზრით, ბევრად კარგი ლექსები გაქვთ ჩემის აზრით, რითმა ბევრგან გადადის, იცვლება,
თითქოს არაფერი, ფირია, სხვა რაა, სადღაც შეგდებული თაროზე დამტვერილ, წასულთა პატივი ცოცხალი ხსოვნაა და არა მათ გულზე ქვის ერთი ნამტვრევი...
ეს გამოვარჩიე და კიდევ არის კაი ადილები ++
52. თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!.. :( თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!.. :(
51. ძალიან მომეწონა , ყოჩაღ ავტორს კარგი ლექსია : ))))))))))))) ძალიან მომეწონა , ყოჩაღ ავტორს კარგი ლექსია : )))))))))))))
49. რა უნდა ვთქვა, ემოცია, მუხტი, განცდა–სიტყვები მხოლოდ გააფუჭებენ სათქმელს–ლექსი ლექსად შესანიშნავია...:) რა უნდა ვთქვა, ემოცია, მუხტი, განცდა–სიტყვები მხოლოდ გააფუჭებენ სათქმელს–ლექსი ლექსად შესანიშნავია...:)
48. არა უბრალოდ ლექსი :) შესანიშნავია... არა უბრალოდ ლექსი :) შესანიშნავია...
47. მუხტი, ემოცია!
5 მუხტი, ემოცია!
5
46. დათო თქვენი ძმა იყო? - ღმერთო, რამხელა ტკივილს იტევთ და ატარებთ თურმე!.. :(
ლექსზე მე აბა რა უნდა ვთქვა, როცა ამხელა ტკივილი და ემოცია ასე სასწაულად და გადამდებად გადმოგიციათ. სულით ხორცამდე შემძრა ახლა ამ ლექსმა! მართლაც რომ, უძლიერესია!
დათო თქვენი ძმა იყო? - ღმერთო, რამხელა ტკივილს იტევთ და ატარებთ თურმე!.. :(
ლექსზე მე აბა რა უნდა ვთქვა, როცა ამხელა ტკივილი და ემოცია ასე სასწაულად და გადამდებად გადმოგიციათ. სულით ხორცამდე შემძრა ახლა ამ ლექსმა! მართლაც რომ, უძლიერესია!
45. მადლობა ყველა შემფასებელს ამ ლექსის რჩეულთა შორის აღიარებისათვის. ჩემი ძმის სულიც იხარებს ალბათ... მადლობა ყველა შემფასებელს ამ ლექსის რჩეულთა შორის აღიარებისათვის. ჩემი ძმის სულიც იხარებს ალბათ...
44. უძლიერესი ლექსი... უძლიერესი ლექსი...
43. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
((( ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
(((
42. 5 ლიტერატურული ლურსმანი. 5 ლიტერატურული ლურსმანი.
41. " ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე... " ალბათ კომენტარი ზედმეტია.. ტკივილიანი და ძლიერი.. იყოს მხოლოდ ეს ორი სიტყვა.. " ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე... " ალბათ კომენტარი ზედმეტია.. ტკივილიანი და ძლიერი.. იყოს მხოლოდ ეს ორი სიტყვა..
40. მადლობა ყველას, ტკივილის ტკივილიანად აღქმისათვის... მადლობა ყველას, ტკივილის ტკივილიანად აღქმისათვის...
39. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა... ეჰ... ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა... ეჰ...
38. ემოციური ლექსია ძალიან ... მტკივნეული :( ემოციური ლექსია ძალიან ... მტკივნეული :(
37. თემატიკისადმი მოწიწებით (ხმას ვიღებ ნაწერზე) გავდივარ.
თემატიკისადმი მოწიწებით (ხმას ვიღებ ნაწერზე) გავდივარ.
36. მტკივნეული, მართლაც ჯიშმა დაუძახათ, წავიდნენ ისეთები, რომლებსაც ომი, მხოლოდ კინოში ენახათ, ან ეზოს "ომობანა" ეგონათ. ღმერთმა აცხონოთ მათი სული! მტკივნეული, მართლაც ჯიშმა დაუძახათ, წავიდნენ ისეთები, რომლებსაც ომი, მხოლოდ კინოში ენახათ, ან ეზოს "ომობანა" ეგონათ. ღმერთმა აცხონოთ მათი სული!
35. მტკივნეულია ფირზე შერჩენილი ომი, რომელიც ადამიანური მეხსიერების ფირმაც შემოინახა...ძალიან მტკივნეულია!.. მტკივნეულია ფირზე შერჩენილი ომი, რომელიც ადამიანური მეხსიერების ფირმაც შემოინახა...ძალიან მტკივნეულია!..
34. ..
დათო ბოლქვაძე - ბევრს ნიშნავს ეს სახელი და გვარი ჩემთვის..
ნაწერმა ძალიან იმოქმედა..
კიდევ იმის თქმა მინდა.. რომ.. სულ ვეძებ ამ ფოტოს: "მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ".. და თუ თქვენს არქივში ინახება.. და თუ შეიძლება.. გამომიგზავნოთ იქნებ.. ამ მისამართზე: nikala@myself.com უძვირფასესი ფოტოა..
ყველა სიკეთე.. ..

ყველა სიკეთე..
33. ფირზე შერჩენილი ომი
(სამოქალაქო ომში დახვრეტილი ჩემი ძმის, დათო ბოლქვაძის კადრებიდან)
ომის დაკაწრული ძველი კადრებიდან ლამის დრო გადმოხტეს ჩვენზე აღრენილი. ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე... -რა დროს დახმარება, გელა, კამათელო! -ხელი მოსაგები ახლა დამაცადეთ!..
იყვნენ ასეთებიც, მტერს რომ უხაროდა, წასაგები ომის „გელა-გენერლები“... ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
თითქოს არაფერი, ფირია, სხვა რაა, სადღაც შეგდებული თაროზე დამტვერილ, წასულთა პატივი ცოცხალი ხსოვნაა და არა მათ გულზე ქვის ერთი ნამტვრევი...
დამთავრდა ფირი და თითქოს დროც გაჩერდა, ნამდვილი მხილველი ტყუილის, მართლისაც, დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს, კარგად გასაგონად, ეხება მათ, ვისაც...
04.04.11
ფირზე შერჩენილი ომი

32. გულწრფელი მწუხარება და სინანული..... სამართლიანი და უცრემლო ომი არ არსებობს.... გულწრფელი მწუხარება და სინანული..... სამართლიანი და უცრემლო ომი არ არსებობს....
31.
დათო ბოლქვაძის ხსოვნას
როს აფხაზეთში ომი დაიწყო - გული კინაღამ წამით გაჩერდა, ხალხის ნაწილი ორად გაიყო - მაკედონელიც ვერ გაარჩევდა ვინ იყო ჩვენში მტყუან-მართალი, ანდა ვის ჰქონდა რამის უფლება! ცერებზე იდგა მთავარსარდალი და სულს ღაფავდა თავისუფლება! ვერ დავაფასეთ ხალხის ამაგი - ვინაც სიცოცხლე ჩვენთვის გასწირა... არ დაივიწყებს მჯერა: ალაგი - ვინც დაიბადა ფრთამალ არწივად!!!
ეს ლექსი დღეს დილით დავწერე და იყოს აქ... ;;)

30. ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ
ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით.
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ!
წასულთა პატივი ცოცხალი ხსოვნაა და არა მათ გულზე ქვის ერთი ნამტვრევი...
რაღა უნდა ვთქვა?! ეს ლექსი ჩემს შეფასებას არ საჭიროებს, ამიტომ უბრალოდ მოვნიშნე ადგილები რომლებიც განსაკუთრებით მომეწონა!
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ

29. ამ "ჭამისა და სექსის" ქვეყანაში... -ამატიროთ გინდათ ახლა :| ასეთი სიმართლის წერა საიტზე მავნებელია :) ამ "ჭამისა და სექსის" ქვეყანაში... -ამატიროთ გინდათ ახლა :| ასეთი სიმართლის წერა საიტზე მავნებელია :)
28. არც უნდა გამკვირვებოდა ის, რაც გამიკვირდა... იმ ომის დროს მკითხველთაგან ბევრი ჯერ დაბადდებულიც არ იყო... ვის ეგმირება ამ "ჭამისა და სექსის" ქვეყანაში... არც უნდა გამკვირვებოდა ის, რაც გამიკვირდა... იმ ომის დროს მკითხველთაგან ბევრი ჯერ დაბადდებულიც არ იყო... ვის ეგმირება ამ "ჭამისა და სექსის" ქვეყანაში...
27. ტკივილიანი, ემოციური..... მართალი.....
,,თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას''...... ყველაზე მეტად ეს......ძალიან შთამბეჭდავი სახეა..... ტკივილიანი, ემოციური..... მართალი.....
,,თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას``...... ყველაზე მეტად ეს......ძალიან შთამბეჭდავი სახეა.....
26. მაგარია...ნათელი თქვენი ძმის ხსოვნას მაგარია...ნათელი თქვენი ძმის ხსოვნას
25. ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
უძლიერესი ლექსია! ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
უძლიერესი ლექსია!
24. ლექსი როგორ შევაფასო.
იმ დღეს გნახეთ, რომელიღაც ტელევიზიით...
ლექსი როგორ შევაფასო.
იმ დღეს გნახეთ, რომელიღაც ტელევიზიით...
23. ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
ეს კადრი... არა საქართველომ... ჰეჰ... ჯიში... როგორიც უნდა იყოს ეს ქვეყანა მოცემული მომენტისთვის, რა სიბინძურეც უნდა იყოს აქ, ჯიში, ჯიში და რასსა მაინც თავისას შვება... მენიშნა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!.."
ვიღაცა იტყვის... სულ იტყვის... მაგრამ ჯიში...
შემოქმედება სხვა რაღაა, თუ არა ის, რომ შემოქმედმა თანაზიარი გაგხადოს ტკივილის, სიხარულის... მე თანაზიარი ვარ... მე ისევ მეტკინა, ღმერთო ჩემო, კიდევ კარგი, რომ ნამდვილად მეტკინა...
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...

22. კარგია, შინაარსიანი, ემოციური...
რამდენიმე ადგილი კი განსაკუთრებით მაგარია...
”თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას.” კარგია, შინაარსიანი, ემოციური...
რამდენიმე ადგილი კი განსაკუთრებით მაგარია...
”თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას.”
21. ხო,მართლა მაგარია ძალიან! ხო,მართლა მაგარია ძალიან!
20. დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს, კარგად გასაგონად, ეხება მათ, ვისაც...
დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს, კარგად გასაგონად, ეხება მათ, ვისაც...
19. ძალიან მაგარია+++++ ძალიან მაგარია+++++
18. მაგარია ძალიან... ძალიან მტკივნეული!
მაგარია ძალიან... ძალიან მტკივნეული!
17. ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
თამრი, უძლიერესი ლექსია! თხემით ტერფამდე რომ დაგივლის სულშიც, სისხლშიც, ნერვებშიც... უუფ, გამაზრიალა! გახსოვს, იმ საღამოს რომ წაიკითხე დათოზე ლექსი? ისიც დადე, რა? მერე რა რომ ძველია?! აუუ, ამაკანკალა.... სული მიკანკალებს... 555555555555555555 ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ჯიშმა დაუძახა, არა საქართველომ მას, ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!..
თამრი, უძლიერესი ლექსია! თხემით ტერფამდე რომ დაგივლის სულშიც, სისხლშიც, ნერვებშიც... უუფ, გამაზრიალა! გახსოვს, იმ საღამოს რომ წაიკითხე დათოზე ლექსი? ისიც დადე, რა? მერე რა რომ ძველია?! აუუ, ამაკანკალა.... სული მიკანკალებს... 555555555555555555
16. თქვენს სულზე გადავლილი ტრაგედია... ამას უემოციოდ ვერ წაიკითხავ... ნათელში იყვნენ.. ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
თქვენს სულზე გადავლილი ტრაგედია... ამას უემოციოდ ვერ წაიკითხავ... ნათელში იყვნენ.. ვინც თავგანწირვას გაჰყვა მაღალ ცამდე...
15. 555 momw onss da kidev ragacis tqma minda da ver vaxerxeb da piradshi mogcert tu ..... :) 555 momw onss da kidev ragacis tqma minda da ver vaxerxeb da piradshi mogcert tu ..... :)
14. ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები! შეწირულებიც და შეცდომილებიც ჩვენი ტკივილებია რიან!!! ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები! შეწირულებიც და შეცდომილებიც ჩვენი ტკივილებია რიან!!!
13. შესანიშნავი ლექსია! შესანიშნავი ლექსია!
12. დამთავრდა ფირი და თითქოს დროც გაჩერდა, ნამდვილი მხილველი ტყუილის, მართლისაც, დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს
მადლობა..დიდი მადლობა, იმ ემოციისთვის და განწყობისთვის, რაც ამ თავიდან ბოლომდე, მისხალ-მისხალ შეკრულმა ლექსმა მომიტანა და დამიტოვა დამთავრდა ფირი და თითქოს დროც გაჩერდა, ნამდვილი მხილველი ტყუილის, მართლისაც, დრო კი ისტორიას კადრებად არ ჩეხავს
მადლობა..დიდი მადლობა, იმ ემოციისთვის და განწყობისთვის, რაც ამ თავიდან ბოლომდე, მისხალ-მისხალ შეკრულმა ლექსმა მომიტანა და დამიტოვა
11. ომის დაკაწრული ძველი კადრებიდან ლამის დრო გადმოხტეს ჩვენზე აღრენილი. ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...--განსაკუთრებით.55555 ომის დაკაწრული ძველი კადრებიდან ლამის დრო გადმოხტეს ჩვენზე აღრენილი. ვფიქრობ სინანულით, -ო, რა მაგრები ვართ! გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...--განსაკუთრებით.55555
10. უაზრობას ვერ დავწერ, რაც წამიკითხავს, ის არ მაძლევს უფლებას, არა და... თამარ, ჩემო, მერამდენედ გეუბნები, აიკრიფე გუდა-ნაბადი-მეთქი, შენ კი ჯიუტად შენსას არ იშლი... (მცირედი გაბაასება საკუთარ თავთან...) უაზრობას ვერ დავწერ, რაც წამიკითხავს, ის არ მაძლევს უფლებას, არა და... თამარ, ჩემო, მერამდენედ გეუბნები, აიკრიფე გუდა-ნაბადი-მეთქი, შენ კი ჯიუტად შენსას არ იშლი... (მცირედი გაბაასება საკუთარ თავთან...)
9. თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას.
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას.
8. სტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციას :( სტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციას :(
7. ძალიან ემოციური...შეუძლებელია არ აგეტიროს კაცს..:-*
ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ჩემის აზრით, არც აქვს დიდი მნიშვნელობა აზრიანია თუ უაზრო, ეს ომი.. მთავარი სხვა რამეა მაგ დროს; ადამიანი აკეთებს არჩევანს: ან ლაჩარია..ან ვაჟკაცია... მეტკინა და მომინდა რომ მოგეფერო...:-* ძალიან ემოციური...შეუძლებელია არ აგეტიროს კაცს..:-*
ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ჩემის აზრით, არც აქვს დიდი მნიშვნელობა აზრიანია თუ უაზრო, ეს ომი.. მთავარი სხვა რამეა მაგ დროს; ადამიანი აკეთებს არჩევანს: ან ლაჩარია..ან ვაჟკაცია... მეტკინა და მომინდა რომ მოგეფერო...:-*
6. იდეა-მოძველებული მელოდიურობა-შესანიშნავი შესრულება-მმმ, იდეალური?! არა ეს უფრო მეტია საოცარი ემოცია მოაქვს ამ მართლაც ლექსს, ხაზს ვუსვამ... ლექსს! არაჩვეულებრივია და იმდენად მომწონს, თავს ვალდებულადაც კი ვთვლი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა, ქალბატონო თანანა! იდეა-მოძველებული მელოდიურობა-შესანიშნავი შესრულება-მმმ, იდეალური?! არა ეს უფრო მეტია საოცარი ემოცია მოაქვს ამ მართლაც ლექსს, ხაზს ვუსვამ... ლექსს! არაჩვეულებრივია და იმდენად მომწონს, თავს ვალდებულადაც კი ვთვლი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა, ქალბატონო თანანა!
5. "ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!.." ძალიან, ძალიან, ძალიან! ახლა არ დამეძინება ორი დღე... 5555555555 დღიურში მიმაქვს... "ომს კი წაღებული უკან აღარ მოაქვს, აქ ფირს ვატრიალებ ოდნავ შენელებით...
მეომრის ხელისგულს ბარტყები კენკავენ, ისმის ყვირილი და სროლების შორი ხმა. ომში - ხო, ფირზე კი სიმართლეს ვერ კლავენ! და ეს ყველაფერი იქ მყოფმა დრომ მითხრა...
თვლემენ სიკვდილი და სიცოცხლე ლულაზე, მეომრის დარდს სძინავს მის გვერდით თვალღიას. ვიღაცა ამ ომსაც მონათლავს „უაზროდ“, ვიღაცა მათ ხსოვნას მიაწერს - ახია!.." ძალიან, ძალიან, ძალიან! ახლა არ დამეძინება ორი დღე... 5555555555 დღიურში მიმაქვს...
4. ჩემთვის ერთ-ერთი ცუდი მოგონება - "დილის გაზეთიდან" დათო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის გაშუქებაზე მიმამაგრეს უზენაეს სასამრთლოში... ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაზეთისთვის მასალების მომზადება სასტიკად მიჭირდა...
გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ეს კი ძალიან მაგარია! ჩემთვის ერთ-ერთი ცუდი მოგონება - "დილის გაზეთიდან" დათო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის გაშუქებაზე მიმამაგრეს უზენაეს სასამრთლოში... ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაზეთისთვის მასალების მომზადება სასტიკად მიჭირდა...
გმირებს რომ ვიხსენებთ ძველი სახლებივით...
ეს კი ძალიან მაგარია!
3. მძიმე კადრებია... ყველაფერი წარმოდგენილი აქვს, ნაგრძნობი ავტორს, მერე ასე ძლიერად ხუჭავს თვალებს შავ ფირზე ხატავს.
5+
თანანა კარგი ავტორია! ჰო... მძიმე კადრებია... ყველაფერი წარმოდგენილი აქვს, ნაგრძნობი ავტორს, მერე ასე ძლიერად ხუჭავს თვალებს შავ ფირზე ხატავს.
5+
თანანა კარგი ავტორია! ჰო...
2. აქ ვერაფერს ვიტყვი. გაანათლოს ღმერთმა... აქ ვერაფერს ვიტყვი. გაანათლოს ღმერთმა...
1. ამ ლექსის კითხვისას ეს ყველა კადრი გაცოცხლდა ჩემს თვალწინ, მართლაც რომ საშინელი პერიოდი იყო, ქართველი ქართველს კლავდა. ღმერთმა აცხონოს დათო ბოლქვაძე, კარგი ჟურნალისტი იყო. ამ ლექსის კითხვისას ეს ყველა კადრი გაცოცხლდა ჩემს თვალწინ, მართლაც რომ საშინელი პერიოდი იყო, ქართველი ქართველს კლავდა. ღმერთმა აცხონოს დათო ბოლქვაძე, კარგი ჟურნალისტი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|