ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩერქეზი ლუბა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2008


გაზაფხულია

მორცხვად გაგიღიმებს მარტი
საკინძეს გაიხსნის მაისი
როგორ მინდა რომ ჩურჩულით გახარო
წამოდი ვუყუროთ დამდგარა დაისი
ფერები ეცვლება შენს გზებს შენს ნაბიჯებს
მზეს სხივები უკანკალებს ღილებაწყვეტილ მაისს რომ აბიჯებს
და ჩვენს ქუჩაზე წვიმდა ამ ღამით
აპრილმა თავი მუხლებში ჩარგო
მზეს გამოგიჭრი ჩემი ხელებით
ნუ გეშინია სიცივის კარგო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები