 | ავტორი: სსსსს ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აპრილი, 2011 |
მე ვარ მე. მე გამოცდილი კაცი ვარ. რას ვგულისხმობ? – ახლავე გეტყვით! ყველაფერი მინახავს ცხოვრებაში, ყველაფერი (გამო)მიცდია და (გან)მიცდია, ყველას ცხოვრებით მიცხოვრია დაა ასე,შემდეგ და შემდეგ: ჩხუბით სახეც დამიზელია სხვისთვის; ზოგიერთ სხვას კი – ჩემთვის. ფეხშიშველს მივლია, მზისფერ ქვიშაშიც და ცისფერ ყინულზეც. წყალი დამილევია – ტალახიანი. საჭმელი მიჭამია – მიწიანი. ლურსმანი მიგემია – ფეხის გულით. ბორკილი მიგემია – მაჯით. მაჯით საათიც მიგემია,მაგრამ ბორკილს სულ სხვა გემო ჰქონდა. მანქანა მიტარებია – სამი ბორბლით. სამი ნეკროლოგი წავიკითხე – სამივე ჩემი. თუმცა დღეს აქ ვარ და ჩემი ამბის მოყოლას ვაგრძელებ. ზღვაშიც ვცურავდი – ყინულიანში. მაგიდაზეც მიცეკვია და ნახევრად დანგრეულ ხიდზეც; მაშინ, სასმელმა რომ გამაგიჟა... სასმელსაც გავუგიჟებივარ და სიყვარულსაც...სიყვარულს – უფრო. ბალიშიც დამისველებია – ცრემლით. ღამე მითენებია – ფურცლით და კალმით და მისი სახით. ციდან ღრუბელიც მომიწყვეტია – ოცნებით. დიდი ბრბო გამიჭრია – გრძნობებით. მიამიტიც ვყოფილვარ – ადრე...შორს...ძალიან შორს... ობლის სტატუსიც მოვირგე,მერე ქვრივისაც და ცოტა მოგვიანებით – შვილდაღუპულისაც... მეფეც ვყოფილვარ და მონაც. ტკბილიც მიგემია და მწარეც. დიდი წრე მოვხაზე,რომლის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის სიგრძის ტოლია… იმათ კი, იმათ რომ კითხო, გაუნათლებელი კაცი ვარ. რატომ? – ჩემი თვალი და გონება არ შეხებია იმ წიგნებს,რომლებსაც მათი შეხებია.თუმცა,შემიძლია დარწმუნებით ვთქვა – მე უფრო დიდი წიგნი მაქვს წაკითხული. ისინი ნიღბიანები არიან,ჩემოდნიანები და წიგნებიანები. კიდევ – ფულიანები და „იანები“... ბევრი, ბევრი „იანები“. ისინი განათლებულები არიან. ხოლო მე...მე გაუნათლებელი ვარ მათთვის.ჩემი კითხვის ობიექტი სარეკლამო აბრებსა და შემთხვევით ხელში მოხვედრილ გაზეთს არ გაცდენია.მერე რა – მე არ ვდარდობ.მეტისმეტად ბევრი რამ მაქვს გადატანილი და წაკითხული(ცხოვრების ფურცლებზე), იმისთვის,რომ ამაზე ვიდარდო... თუმცა, არც იმით დამაკლდება რამე, ორივე რომ მომარგონ: „გაუნათლებელ–განათლებული“ – არ ვგრძნობ თავს ცუდად... მე სხვანაირად ვარ განათლებული… და საერთოდ: მინდა სიტყვა „განათლებული“–ს ახალი განმარტება შემოგთავაზოთ: „განათლებული – გონებაგანათებული, ცხოვრებით განათლებული, რომელიც მის მთავარ აზრს ჩაწვდა...აქ შესასწავლი საკითხებია მისი გამოცანები,თავსატეხები და ძირითადი კანონები,რომლებიც არ იცვლება,თუნდაც პირველი საუკუნე იყოს, თუნდაც – ოცდამეერთე.ხო, და კიდევ - შესასწავლ საკითხებში ასევე შედის ბევრი,ბეევრი მოულოდნელობა“. ეს მე ვარ - ადამიანი საადამიანეთში...გაუნათლებლად განათლებული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> საიტის საკოორდინაციო ჯგუფი.........
ფორუმზე მაგ ჟანრის ამოგდებასა და სხვა მრავალ საკითხებზე მიდის მთელი დღეა წივილ კივილი......შეიარე....ნახეე....... მე მომხრე ვარ რომ ფასდებოდეს...... (ესეც ისეე) :)
რაც შეეხება უფრო მეტის ნახვას .........შენ უფრო ნასწავლი ყოფილხარ მეგობარო...... :) ხოიცი მჯობნზე მჯობნი არ დაილევაოო....:) გაიხარე გაიხარეე....... :) ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> საიტის საკოორდინაციო ჯგუფი.........
ფორუმზე მაგ ჟანრის ამოგდებასა და სხვა მრავალ საკითხებზე მიდის მთელი დღეა წივილ კივილი......შეიარე....ნახეე....... მე მომხრე ვარ რომ ფასდებოდეს...... (ესეც ისეე) :)
რაც შეეხება უფრო მეტის ნახვას .........შენ უფრო ნასწავლი ყოფილხარ მეგობარო...... :) ხოიცი მჯობნზე მჯობნი არ დაილევაოო....:) გაიხარე გაიხარეე....... :)
4. იქნებ უფრო მეტიც ნაზარეველო... მაგრამ არცერთი განცდა რომ განუმეორებელი არ არის ნუ შემომეკამათებით :) +5 როგორ წერ :) ჟანრი სხვაა და ისედაც ... ასეთი რამ შეუფასებელი მგონია (ეს ისე) იქნებ უფრო მეტიც ნაზარეველო... მაგრამ არცერთი განცდა რომ განუმეორებელი არ არის ნუ შემომეკამათებით :) +5 როგორ წერ :) ჟანრი სხვაა და ისედაც ... ასეთი რამ შეუფასებელი მგონია (ეს ისე)
3. გრაფ შენ ხარ გრაფი და ის არ გამო....გიცდია რაც ამ ადამიანს.......ესაა განსხვავებაა......
თუ გამოგიცდია.............???:)
მოკლედ ძმაო შენ იმდენი რამე გამოგიცდია რომ ............. +5 გრაფ შენ ხარ გრაფი და ის არ გამო....გიცდია რაც ამ ადამიანს.......ესაა განსხვავებაა......
თუ გამოგიცდია.............???:)
მოკლედ ძმაო შენ იმდენი რამე გამოგიცდია რომ ............. +5
2. ამას ნებისმიერი დაწერს... არაფერი განსაკუთრებული... სასიამოვნოა შენი (თქვენი) გაცნობა! მეც მე ვარ :) ამას ნებისმიერი დაწერს... არაფერი განსაკუთრებული... სასიამოვნოა შენი (თქვენი) გაცნობა! მეც მე ვარ :)
1. რაც აქ დავინახე ,იმას წიგნები არ იძლევა,მეგობარო,საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი ხართ.:) რაც აქ დავინახე ,იმას წიგნები არ იძლევა,მეგობარო,საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი ხართ.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|