ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 აპრილი, 2011


ხუთი მინიმალისტური კადრი

* * *
აპრილის ხვატი...
ეს ისეთია, როგორც პური
შიგნიდან ცომით - გარედან
წითლით შეფერილი.

* * *
მანქანებ(ს)-შორის სანტიმეტრიან რადიუსში
მოვკალი ორმხრივი მოძრაობა -
და გადავკვეთე...
(მაშინ გაზაფხული იდგა ჩემს სხეულში)

* * *
გედი სიკვდილის წინ მღერის,
ძაღლი - პატრონს როცა დალანდავს...
ადამი - როცა მაძღარია.

* * *
არაცნობიერი ამოჭმული გვაქვს ანუ...
ცნობიერი ტაბუდადებული - რადგან
არ გამოგვიჭირონ.

* * *
აპრილი დაინიშნა - მარტი(ან) ქალზე...
პატარძალს თეთრი კაბა ეცვა - წითელი ხალებით...
სიძეს კი ერთი სული ჰქონდა, როდის იფეთქებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები