ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ___ა___ი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

ლურჯი ვალენტინი

პარკერის მოგუდულ,ტკბილ აკორდებში უხმოთ ვათავებთ
-მარტოობას!

თითები, ავტო სტოპით მოძრაობენ კლავიშებზე.
უგმირო მიმართულებები,  იმედგაცურებებს უმღერიან ყურსასმენში-
ბექებში შენი სუნთქვის სანტიმეტრები მოკლდება...
ისეთი წითელია ეს ცენტიანი ვაშლი,
როგორც პომადა,რომლითაც მხოლოდ წერილებს ღებავდი სარკეზე,
როცა უცებად ყავას ილევდი მეორე ხელით.
და ირონიულ მზერას ესროდი ტელევიზორში ჭკვიანი სახით, სისულელეებზე მოსაუბრე  პოლიტიკოსს.
შენს აჩქრებას გმოკიდებულ ასკინკილის ხმაზე,
მინდება ისე შევიცვალო,როგორც იცვლიდნენ ჩემი მხრები, პირს შენსკენ. და  ავტობუსიები მიმართულებებს,რომლებშიც ადამინებს პრობლემების სუნი ასდით და როემლშიც შენ ჩემი სუნი აგდიოდა დილაობით.
მაგიდაზე დატოვებული პლანეტები- ერბოკვერცხის ფორმით,
მიაგავდნენ მიკრო მოწყენილობაში გაფანტულ მზეებს,
რომლებმაც  სამყაროსავით  დაკარგეს გეოგრაფია და მნიშვნელობა
მაგრამ ჩვენსავით შერჩათ ძალა, მოიპოვონ საკვები და ალერსი.
პარკერის მოგუდულ ტკბილ აკორდებში დღეს უხმოდ დაიწყო ჩემი მარტოობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები