| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა 9 აპრილი, 2011 |
დღეს ისე ძალიან გავს გაზაფხული დაფიფქულ ხეებს,როგორც არასდროს!ტოტები თითქმის იმალებიან.თითქმის ქრებიან მუქი ფერები და სადღაც ჩუმად იკარგებიან! დღეს ისე ლურჯი და კამკამაა ცა,მესარკევება!თეთრი ღრუბლები კი ხეებზე სხედან! დღეს ისე მწვანობს თბილისის ქუჩა,სულ გამინდვრება მინდა! და ფეხზე გახდილს,სულ არ მაკრთობს ათასი კაცის გაოცებული მზერა! დღეს ისე სუფთაა ყველას თვალები,რომ ყველა მიყვარს!არ მერიდება არავისთვის არც გაღიმება,არც ჩახუტება და მეფიქრება ყველაზე,ჰო,ყველაზე მეფიქრება! დღეს ისე... ისე... ისე მწამს ღმერთის,როგორც ... ღმერთს უნდა!და ერთი ციცქნა,ერთი ბეწო ვარ უზარმაზარ ქვეყანაში! გამომეკიდეთ,გთხოვთ,მეთამაშეთ დაჭერობანა,იქნებ თამაშში თქვენც დაპატარავდეთ?! მგონი,უნდა სცადოთ,ჰა? არ იქნება ურიგო! გადავირბინოთ მწვანე ქუჩები და მერე უცბად დაგემალებით!თქვენ დიდ ხანს მეძებთ,რადგან აყვავებული გაზაფხულის სუნში დაიკარგებით და ვერ გამარჩევთ.მერე უეცრად რომელიმე ტოტს წაეტანებით და მეც იქვე აღმოვჩნდები ხის უკან... ამის შემდეგ გეცოდინებათ,რომ სანამ დამკარგავთ და ძებნას დამიწყებთ,ჩემი სუნიც დაიმახსოვროთ! განა მარტო გაზაფხულს შეუძლია თავისი სუნით გაპოვნინოთ თავი! ფეხშიშველებმა ჩამოვუაროთ ადამიანებს და გავაკვირვოთ, გულიანი სიცილით გავათბოთ ყველა! და იქნებ მერე ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი! და როცა ცის ლურჯ სარკეში ავიხედავთ............................... და მაშინ ცა გაიხსნება........................................................... ……………………… და მაშინ ყველა ისე ვიწამებთ ღმერთს,როგორც ეს ღმერთს უნდა !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგი :) გელით ხშირად და იმედია გყოველთვის გასიამოვნებთ ჩემი ნაწერით :) ძალიან კარგი :) გელით ხშირად და იმედია გყოველთვის გასიამოვნებთ ჩემი ნაწერით :)
9. მომწონს ჰერმინე... უფრო სწორედ ჰერმინეს, როგორც ავტორის მიმართება, კომენტარებში გამოთქმულ შენიშვნებთან... თვითონ ავტორიც, როგორც პერსონაჟი... ძალიან ცელქია მხოლოდ :) ამას რა დაიჭერს... შემოგივლი ხოლმე... :) მომწონს ჰერმინე... უფრო სწორედ ჰერმინეს, როგორც ავტორის მიმართება, კომენტარებში გამოთქმულ შენიშვნებთან... თვითონ ავტორიც, როგორც პერსონაჟი... ძალიან ცელქია მხოლოდ :) ამას რა დაიჭერს... შემოგივლი ხოლმე... :)
8. აი გავასწორე :) :) აი გავასწორე :) :)
7. დადუ მართალი ბრძანდებით განწყობის,მხატვრულობის,პერსონაჟების შეფასებაში:) სულ არ მადარდებს ათასი კაცის უაზრო მზერა,ცოტა სხვა კუთხით ვიგულისხმე,მაგრამ ეხლა ვხვდები რომ აშკარად არასწორი შეპირისპირება გამომივიდა და აუცილებ;ლად გავასწორებ :) იმედია გასწორებულსაც შემიფასებთ:) მადლობა შენიშვნებისათვის :) დადუ მართალი ბრძანდებით განწყობის,მხატვრულობის,პერსონაჟების შეფასებაში:) სულ არ მადარდებს ათასი კაცის უაზრო მზერა,ცოტა სხვა კუთხით ვიგულისხმე,მაგრამ ეხლა ვხვდები რომ აშკარად არასწორი შეპირისპირება გამომივიდა და აუცილებ;ლად გავასწორებ :) იმედია გასწორებულსაც შემიფასებთ:) მადლობა შენიშვნებისათვის :)
6. ნაწერში ცოტა კორექტურაა გაპარული და შეასწორე. ;) ნაწერში ცოტა კორექტურაა გაპარული და შეასწორე. ;)
5. გადავირბინოთ მწვანე ქუჩები და მერე უცბად დაგემალებით! იგულისხმება რო იწყებ დაჭერობანას თამაშს,რაც გადავირბინოთ აი ამ სიტყვიდან ჩანს და იმიტომ მიწერია უცბად დაგემალები-თქო,რომ ეს უბრალოდ მე გადავწყვიტე დამალვა დაჭერობანას თამაშის დროს :) ეს გადაწყვეტილება კი რაღაც იდეური მიზნისათვის მჭირდებოდა :) კორექტურებს ალავე გავითვალისწინებ და შევცვლი :) დიდი მადლობა შენიშვნებისათვის :) თუ კიდევ გაქვთ,სიამოვნებით მოვისმენ :) გადავირბინოთ მწვანე ქუჩები და მერე უცბად დაგემალებით! იგულისხმება რო იწყებ დაჭერობანას თამაშს,რაც გადავირბინოთ აი ამ სიტყვიდან ჩანს და იმიტომ მიწერია უცბად დაგემალები-თქო,რომ ეს უბრალოდ მე გადავწყვიტე დამალვა დაჭერობანას თამაშის დროს :) ეს გადაწყვეტილება კი რაღაც იდეური მიზნისათვის მჭირდებოდა :) კორექტურებს ალავე გავითვალისწინებ და შევცვლი :) დიდი მადლობა შენიშვნებისათვის :) თუ კიდევ გაქვთ,სიამოვნებით მოვისმენ :)
4. კარგი განწყობაა ანუ მიყვარს ეს შეგრძნება, დილით რომ გაიღვიძებ და გგონია მთებს გადადგამ, ისეთი დიდი ხარ... თუმცა პროზას ეს ნაკლებ შეესაბამება ჩემთვის, არც კონკრეტული პერსონაჟი ამშვენებს ავტორის გარდა და არც ზედმეტი მხატვრულობა. მხოლოდ მიმართვებია. "გამინდვრება" მომეწონა ძალიან... კორექტურებიც უკვე აღნიშნეს და კიდევ ერთი:
ერთმანეთის მიყოლებით, წინადადებებში გიწერიათ: "სულ არ მადარდებს ათასი კაცის უაზრო მზერა" და შემდეგ წინადადებაში: "დღეს ისე სუფთაა ყველას თვალები,რომ "... ეს აზრობრივი შეპირისპირება, ძალიან მომხვდა თვალში.
სხვა მხრივ, ყველაფერი აგსრულებოდეს :) კარგი განწყობაა ანუ მიყვარს ეს შეგრძნება, დილით რომ გაიღვიძებ და გგონია მთებს გადადგამ, ისეთი დიდი ხარ... თუმცა პროზას ეს ნაკლებ შეესაბამება ჩემთვის, არც კონკრეტული პერსონაჟი ამშვენებს ავტორის გარდა და არც ზედმეტი მხატვრულობა. მხოლოდ მიმართვებია. "გამინდვრება" მომეწონა ძალიან... კორექტურებიც უკვე აღნიშნეს და კიდევ ერთი:
ერთმანეთის მიყოლებით, წინადადებებში გიწერიათ: "სულ არ მადარდებს ათასი კაცის უაზრო მზერა" და შემდეგ წინადადებაში: "დღეს ისე სუფთაა ყველას თვალები,რომ "... ეს აზრობრივი შეპირისპირება, ძალიან მომხვდა თვალში.
სხვა მხრივ, ყველაფერი აგსრულებოდეს :)
3. იმალბიან–იმალებიან თეთეი–თეთრი ცადოთ–სცადოთ სუნსი–სუნში ჩამოვუაროტ–ჩამოვუაროთ
გადავირბინოთ მწვანე ქუჩები და მერე უცბად დაგემალებით!–დაჭერობანა თუ დამალობანა?
მე ორივე თამაში მიყვარს ... ნაწერი მომეწონს, კორექტურაა ბევრი და კიდევ ვერ შევთანხმდით, თუ დამემალებით, "დამალობანას" თამაში გამოვა და მე აუცილებლად მოგძებნი გაზაფხულის ყვავილებს შორის იმალბიან–იმალებიან თეთეი–თეთრი ცადოთ–სცადოთ სუნსი–სუნში ჩამოვუაროტ–ჩამოვუაროთ
გადავირბინოთ მწვანე ქუჩები და მერე უცბად დაგემალებით!–დაჭერობანა თუ დამალობანა?
მე ორივე თამაში მიყვარს ... ნაწერი მომეწონს, კორექტურაა ბევრი და კიდევ ვერ შევთანხმდით, თუ დამემალებით, "დამალობანას" თამაში გამოვა და მე აუცილებლად მოგძებნი გაზაფხულის ყვავილებს შორის
2. კარგი ოცნებაა:) კარგი ოცნებაა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|