ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 აპრილი, 2011


წვეთი - შენ

 

                                                    „არაფერია ისეთი დამამძიმებელი, როგორიც სიმშვიდე“

                                                                                                                    ოსკარ უაილდი




  ღმერთო, როგორი ხელშესახებია შენი სხეულის ყოველ წერტილში ჩაბუდებული ცოდვა და როგორი სიცხადით მეღვრება ნაკვთებზე შენი სუნთქვა..
  ვდგავარ შენი სხეულიდან მილიმეტრების დაშორებით და ყოველი შეხებით უფრო მეტად ვცილდები შრეებად ქცეულ განზომილებებს.
  აქ არ არის დრო.. აქ მხოლოდ სივრცეა, რომელიც შენი და ჩემი სულის ტოლია.
- ვიცოდი.. ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და სწორედ ამიტომ არც ერთი წამით არ დამვიწყებიხარ..
ვჩურჩულებდი ყურთან ახლოს და ჩემი ხელისგულები გაუაზრებლად დაძრწოდნენ შენს ზურგზე.. კისერზე.. თმაზე..
- შენ ჩემი პარალელური სამყარო ხარ, რომელში არსებობაც ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიცოცხლე..
და მე მეღიმება, შენ არაფრად გიღირს ცხოვრების არცერთი წუთი და ამიტომაც ჩემი დროისადმი სიძულვილს იზიარებ.
და ისიც ვიცი, რომ ცხოვრობ ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს, და ეთავხედები ყველა წესსა თუ ნორმას და მწარედ დასცინი სიცოცხლეს.
ჩემი გონება კი ყვირის, - „მოკალი დრო, დრო არ არსებობს! მე ხომ უკვე შენთან ვარ, ნაზია ღამე..“
და ასე მგონია განცდათა მელოდია ევლება გარშემო სხეულთა ერთიანობას და ვნებააშლილი მცხუნვარებით ხუთავს.
- დრო არ არსებობს!
უკვე ხმამაღლა ვამბობ და ისევ თავის ნებაზე ვუშვებ შეგრძნებებს.. 
- დრო ყველაზე ძლიერი სისტემაა, რომელიც ყველა სხვა სისტემას იმორჩილებს. მხოლოდ ერთი რამ ჯობნის დროს, იცი?
და ვგრძნობ, როგორ ეძებ მზერით ჩემს თვალებს კუპრისფერ ოთახში.. მე შენ სუნთქვას ვაგრძელებ.
- კი, სიკვდილი.. ის ერთადერთია, რომელიც აჩერებს მას, თუნდაც წუთით. მარადიულობას შობს იგი.
ისევ ვგრძნობ შენს ყოველ მიმიკას, კმაყოფილი იღიმი. ბაგით ბაგეზე გეკიდები და დროის მარწუხებს გაშორებ.
  - როგორ შემიძლია არ მიყვარდე, როცა მხოლოდ შენში ვირეკლები.. ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები.. უერთმანეთოდ ჩვენ არ ვარსებობთ..
განცდებს ვბოდავ და ვიცი, ასეთ დროს ისეთი უღმერთო ვარ, რომ გინდა ყველა ლოცვა დაივიწყო, რათა უფრო მომიახლოვდე..
და ასე მგონია, სადღაც კუთხეში სატანა ზის და ცოდვებს გვიმზადებს, რათა შეგვფუთოს მათში. ის კი არ იცის, რომ ჩვენ ერთმანეთის ბედისწერად ქცეული ცოდვები ვართ, რომელსაც ვერასოდეს გამოვისყიდით, რადგან ეს არის ჩვენი მარადიულობა.
მე შეშლამდე მიყვარს შენი სუნთქვით გაგუდვა..
როცა გეხები ისე, თითქოს ეს უკანასკნელი რამ იყოს ცხოვრებაში, რაც კი დამრჩენია..
ჩვენ ერთმანეთის გამოუსყიდელი ცოდვები ვართ და მოდი, გავიქცეთ, მოდი.. მთელ სამყაროს გადავემალოთ..





    შენ არც კი იცი, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯით დაასწარი სიკვდილს ჩემთან სტუმრობა. მოხვედი ზუსტად მაშინ, როცა ბეწვის ხიდზე შემოვდე ჩემი დასახიჩრებული ყოფა და გადავწყვიტე, რომ აღარაფერი გამახარებდა. ჰო.. მაშინ გავიგე შენი ხმა და სულისშეგუბებამდე ავღელდი.
  მოგიყვე როგორ გავლიე უშენობა? არ დამიჯერებ, თორემ უთუოდ მოგიყვებოდი ყველა ტკივილგადაფარებულ წამს.. შენ შეიშლები, რომ იცოდე რა უღმერთო იყო ჩემთვის უერთმანეთობის აბსურდი..
ახლაც, როცა უკვე შენი სუნი ასდის ჩემს სუნთქვას, ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება.
  სიმშვიდე ისეთი მძიმეა, როცა შენ არსებობ..
 
შენ ჩემი სუფთა ფურცელი ხარ, რომელზეც ჩვენივე გრძნობებით გამომყავს ისტორია..
და მელნისფერი თითებით გეხები.. გრძნობებგათხუპნული თითებით..


ქვეყნად არ არსებობს არცერთი გრძნობა, რომელიც შენი სინონიმი იქნებოდა..
შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები