ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


ავატარი

<i> ვუძღვნი სუზის და სხვას </i>


სისხლში მიმალული ვირუსივით
მუდამ უხილავად დაგატარებ,
იმუნიტეტში ხარ ჩაქსოვილი
ჩემი ტკივილების ავატარად.

ზოგჯერ მაინც თუ არ გაგამზევე,
ეს ცრემლი - ნესტივით დაგაობებს...
ჩემზე ძლიერებთან - მიჩხუბია,
ჭკვიანები კი - არც დაობენ...

ან როდის ყოფილა ქარიშხლისგან
მოტეხილ ხეს სიო აყუჩებდეს...
დინების პირისპირ ცურვისაგან
სილით ამომევსო ლაყუჩები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები