 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2008 |
დე, სხვამ უმღეროს ნაღვლიანად წარსულ სიყვარულს, სხვამ დაინანოს, რომ მიუვალს ემონა თვალი. მიმქრალ ვარსკვლავთა იდუმალი ახმიანება სიტყვა ეგონოს, საყვარლისა შემონათვალი! ამივსე თასი! დაილიოს წვეთი ბოლომდე. მოედოს ზეცას აღტაცება და სიკისკასე!
არ მენაღვლება, არ რა იყო, ან რა იქნება, მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე!
განმარტება: ეს ჩემთვის არის ალტერნატივა საკუთარი შემოქმედებითი პრინციპებისა. ლექსი მთლიანად აგებული ქართულ სუფრულსა და სასიმღერო ლირიკაში გავრცელებული კლიშეებით,რომელთა ცვლაც დაუსრულებლად შეიძლება. გამონაკლისს წარმოადგენს ხუთმარცვლიანი,ჰიპერდაქტილური ,თითქმის მაჯამური რითმა ....ს ემონათვალი/ შემონათვალი და ასევე ,ფინალური რითმა :სიკისკასე/ასეთი ასე, სადაც პირველი სიტყვა საყურადღებოა თავისი სიმკვეთრით, გაუცვეთელობით, კონტექსტისათვის მოულოდნელობით.მეორე კი ჰაიდეგერის დროის თეორიისა და მ.ბახტინის ქრონოტოპის (აქ და ახლა).განვრცობა-გაპოეტურების ცდაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ჩაგიყვანს ქვემოთ და ისევ ზემოთ ამოგიყვანს...არაჩვეულებრივი განცდაა, დაახლოებით საქნელაზე რომ ქანაობ ისეთი...10. ჩაგიყვანს ქვემოთ და ისევ ზემოთ ამოგიყვანს...არაჩვეულებრივი განცდაა, დაახლოებით საქნელაზე რომ ქანაობ ისეთი...10.
10. მომეწონა... მაგრამ მხოლოდ 7-ზე... მომეწონა... მაგრამ მხოლოდ 7-ზე...
9. ამ განმარტებით ბევრი ვერაფერი გავიგე (ჩემი ბრალია :) ) მაგრამ ლექსი ძალიან მომეწონა. 5 :) ამ განმარტებით ბევრი ვერაფერი გავიგე (ჩემი ბრალია :) ) მაგრამ ლექსი ძალიან მომეწონა. 5 :)
7. ჰო.. მეც სულ შემოვდივარ.. ინტერესი არის.. "ამივსე თასიდან" გააღმოსავლურდა ლექსი.. ჩემთვის.. ძალიან.. თავიდან უფრო ქართული ელფერი ჰქონდა.. ბოლოში გაქართულდა ისევ.. საინტერესოა.. თუმცა მე უფრო მეტ ემოციას ვისურვებდი.. ტექნიკური თვალსაზრისით კი უდავოდ შესანიშნავად არის გამართული.. აი ეს "არ მენაღვლება" ქართულია ძალიან.. მახლობელი.. თავიდანაც ამ სიტყვით იწყება.. :) ჰო.. მეც სულ შემოვდივარ.. ინტერესი არის.. "ამივსე თასიდან" გააღმოსავლურდა ლექსი.. ჩემთვის.. ძალიან.. თავიდან უფრო ქართული ელფერი ჰქონდა.. ბოლოში გაქართულდა ისევ.. საინტერესოა.. თუმცა მე უფრო მეტ ემოციას ვისურვებდი.. ტექნიკური თვალსაზრისით კი უდავოდ შესანიშნავად არის გამართული.. აი ეს "არ მენაღვლება" ქართულია ძალიან.. მახლობელი.. თავიდანაც ამ სიტყვით იწყება.. :)
6. არ მენაღვლება, არ რა იყო, ან რა იქნება, მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე!
არაჩვეულებრივია. ეს პრაქტიკუმები ნელ-ნელა უფრო მითრევს :) მიხარია თქვენი აქ ყოფნა. არ მენაღვლება, არ რა იყო, ან რა იქნება, მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე!
არაჩვეულებრივია. ეს პრაქტიკუმები ნელ-ნელა უფრო მითრევს :) მიხარია თქვენი აქ ყოფნა.
5. მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე! მომეწონა:) მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე! მომეწონა:)
3. მშვენიერი ცდა!... არა, ცდები! მშვენიერი ცდა!... არა, ცდები!
1. :) ჩემთვის სამაგალითოვ და ვერასდროსგანმეორებულოვ,რამდენ რამეზე ფიქრობ ხოლმე ლექსის წერისას,ადამიანო, ვგიჯდები :) ჩემთვის სამაგალითოვ და ვერასდროსგანმეორებულოვ,რამდენ რამეზე ფიქრობ ხოლმე ლექსის წერისას,ადამიანო, ვგიჯდები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|