ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2011


ვეძებ..( ანუ ჩაძირული გემი)

მთელი საღამო გიყურებდი როგორ გეძინა.
დედი, მე შენი სუნთქვა ვნახე როგორც შენ გხედავ
ნეტავ სიცოცხლე შემძლებოდა. რომ შემეძინა
ჩემი თავის, და კიდევ უფრო დიდხანს მენახე,
რადგან ეს წუთი ყველა დროზე მეტად მემძიმა
და მე შენ ფრესკას შენ მშვიდ სახეს ხელი შევახე.

დედი, მე ალბათ შორს ვიქნები, შენ რომ ლექსს ნახავ
თვალზე ცრემლი გაქვს ესეც ვიცი, რადგან დედა ხარ
არ გთხოვ სხვა რამეს, გთხოვ ამ კოცნის მხოლოდ შენახვას,
მე რომ გაკოცე ძილის დროს და შენ რომ გელახვრა.

ღამეა ახლა, ოთხი ცდილობს იქნებ შესრულდეს
ჩემი გემი კი ჩაიძირა შორს ზეცის ფსკერზე
დედი, დავტოვე ყველაფერი რაც კი ჩემ სრულ ბედს
ჰქონდა არ ჰქონდა და მე ახლა შენ სახეს ვეძებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები