 | ავტორი: ნაა ჟანრი: პროზა 9 სექტემბერი, 2008 |
უფროდაუფრო ხშირად მინდა ცხოვრობა სადმე, სადაც არაფერი იქნება ჩემთვის ნაცნობი და სადაც არავისთვის ვიქნები ახლობელი ან მეგობარი... სადმე იქ, სადაც ალბათ არ შემაწუხებდა, რომ ქალაქში, სადაც საკმაო რაოდენობის მეგობრები მყავს, გაზაფხულობით წვიმაში ყოველთვის მარტო დავრბივარ და როცა კრიზისი მაქვს, ჩემს მარტოობას მარტო ჩემს დისკებზე მცხოვრები ხალხი უშლის ხელს... არ გამიკვირდება რომ ჩემი შინაგანი გამოფიტულობისა და რაღაც ახალი ხელმოსაჭიდის ამაო ძებნის გამო გამომშრალს,ადამიანები უმიზეზოდ ახირებულად და სულელურად ჭირვეულად აღმიქვამენ... არც კრიზისები მექნება,იმიტო რომ ყველასთვის სულერთი იქნება ჩემი განწყობა და მეც მარტო ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ და არა ისეთი, როგორსაც მითხოვს ათასი სხვადასხვა ადამიანი... არ დამჭირდებოდა თავის მართლება საკუთარ თავთან, როცა ქუჩაში ვინმე ნაცნობს მივაიგნორებდი და არ ვიგრძნობდი სინდისის ქენჯნას, მეგობრებზე ჭორაობის გამო... არ ვიქნებოდი გაღიზიანებული, რომ ამ ქალაქში ხალხი მეზობელ ეკლესიებში მანქანით დადის და ამ ქვეყანაში კარვებს ადგილი მხოლოდ ახლადდაგებულ ასფალტზე უპოვეს,ისიც მთავარ მოედანზე... კიდე, იგივე ხალხი ცხოვრების ნახევარს სუფთა ჰაერის ნაცვლად ხინკლის ოხშივარში ატარებს, დაუსრულებლად სვამს ღრმად მარაზმულ სადღეგრძელოებს , ამას ცხოვრებას უძახის და თაობიდან თაობას მემკვიდროებად უტოვებს.... არ შემაწუხებდა, რომ ჩემი ქუჩის კუთხე სამი ბომჟის საცხოვრებელი ადგილია და არასდროს მომსვლია თავში აზრად, რომელიმესთან გამოლაპარაკება და მით უმეტეს, დახმარება... არ დამწყდებოდა გული, ქუჩაში გიჟებს გასართობად და დაცინვის ობიექტად რომ აღიქვამენ და თვითონ უარეს სიგიჟეებს აკეთებენ ყოველთვის, როცა კი ამის შანსი მიეცემათ... არ მივაქცევდი ყურადღებას უტაქტო გამყიდველებს და აგრესიულ მათხოვრებს, დაჟინებით რომ ითხოვენ შენს კეთილგანწყობას, რაც შეიძლება მეტ ხურდას და ნაკლებ პრეტენზიას... არ გამიჩნდებოდა ერთდროულად ზიზღისა და სიბრალულის გრძნობა გლდანის ბოლო მიკროში ჯგუფ-ჯგუფად მცხოვრები ხალხისადმი, რომლებიც ტელევიზორით გებულობენ, რომ მათმა მშობლებმა ვენახი აჩეხეს და რომელთა ბებია-ბაბუებსაც ყურადღებიანი მეზობლები უხუჭავენ თვალებს და უსუფთავებენ საფლავებს... იქ აზრადაც არც კი მომივიდოდა რაიმე გრძნობა გამჩენოდა ჩემს გარეთ არსებულ სამყაროზე და ვერც იმას ვიგრძნობდი, რომ უფროდაუფრო მიჭირს ადამიანები...
მოკლედ, ხვალ საჰარაში მივდივარ... ხვალიდან, ყელში ამოსულ ყოველდღიურობას ჩადრს მიღმა დავემალებით მე და ყველა ის იმპულსი,რაც ამავე ყოველდღიურობისგან მივიღეთ.... ხვალიდან ქვიშას ვთხოვთ იმ გზა-ბილიკების ჩვენებას,რომლის ჩვენებასაც აქამდე დღეს მისატოვებელი ცხოვრებისგან ვცდილობდი... და თუ ვინმეს ჩემთვის საჩუქებელი განწყობა,შთაბეჭდილება ან იმპულსი აღმოგაჩნდებათ,ქვიშისა და qარის გზაჯვარედინზე დატოვეთ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან კარგია...გაქცევა გამოსავალი არ არის, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა კაი იქნებოდა, მაგრამ ვისა გვაქვს მაგის თავი? ჯობია სხვაგან წავიდეთ,სინდისმა რომ ნაკლებად შეგვაწუხოს. რამდენი დავწერე... იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. 9 ძალიან კარგია...გაქცევა გამოსავალი არ არის, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა კაი იქნებოდა, მაგრამ ვისა გვაქვს მაგის თავი? ჯობია სხვაგან წავიდეთ,სინდისმა რომ ნაკლებად შეგვაწუხოს. რამდენი დავწერე... იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. 9
1. კი მართლა მომეწონა 5შენ. აუცილებლად გესტუმრები ხოლმე :)
კი მართლა მომეწონა 5შენ. აუცილებლად გესტუმრები ხოლმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|