ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2011


ისევ ვმეორდებით

ისევ ვმეორდებით, ისევ ვიხარჯებით,
თუმცა ტყუილად ვანგრევთ ოცნებებს.
ყველა საკუთარ თავში იღვიძებს
როცა სიტყვებით ვუყურებთ ერთმანეთს.

ისევ ვიხარჯებით, თუმცა ტყუილად,
მაინც არ გვისმენს თურმე არავინ.
არავის სჯერა მოგონებების
და სულერთია ყველა თავისთვის.

სადამდე გასტანს ლოდინი, ფიქრები,
ისედაც ყელამდე ტალახში ვიხრჩობით.
ისევ ვმეორდებით და ისევ ვიღლებით,
თუმცა აქ ისევ ოცნებებს ვერევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს