ცივ ოფლად რატომ იწურები, რა გაცახცახებს, მცირედ მრწმენო, არ გესმის ჩემი?
ორიათასი წელიწადია... იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები, თვალახელილი ვეხეტები და მაშინ, როცა გულმოდგინედ ნამარხულევი, ხსნილნაგემები მორწმუნენი უფლის აღდგომას მოელიან, წინ კი წითელი პარასკევია, ჰო, აი ამ დროს, არემარე ზეთისხილის ან მარადმწვანე ბზის ტოტებით რომ გაივსება, ისმის ,,ოსანა'', ღამღამობით გეცხადები ჩამოძონძილი ძილ-ღვიძილს გირევ, გეუბნები:
- მე დაბადებით ბრმა ვიყავი. არგნის კაკუნით დაბა-დაბა მივყვებოდი ერთ მბჟუტავ წერტილს, სხვები რომ იხსნა, ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა, მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?
იქ, გოლგოთაზეც, მოყაყანე ბრბოში ვერიე. ვიდექი ბნელში, ცას სწვდებოდა ხალხის ხორხოცი. ზოგი ტიროდა, ვიღაცას გული მისდიოდა, ხოლო ვიღაცა ჩურჩულებდა იმ ღრიანცელში. უბრად ვიდექი, მოწმედაც არ გამოვდგებოდი და ოდეს ჟამმა მოაწია, ვიღაცამ მძიმე მუჯლუგუნით წინ გამიგდო და ხელში ჩამიდო რაღაც მძიმე, თავის ტორებით - მარწუხებით მაჯიანად ჩამბღუჯა და უცებ ვიგრძენი, თავიდან როგორ შეფერხდა დარტყმა, მერე თავზემოთ თითქოს ორმოში ჩავარდა ხელი. მერე მარჯვენა მაჯა ჩამითბა მერე ჩამთბარი ხელისგული თვალზე მოვისვი და მე ვიხილე მაცხოვარი, ვიხილე სისხლი, იმის ფერდიდან გადმომჩქეფარე. ძირს ეგდო შუბი მეც ძირს ვეგდე თვალახელილი, წერტილი გაქრა. სიბნელეა მჭახე ნათელიც.
მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, გავიტკეპნე შენკენ სავალი. ამ ერთხელ მაინც მიპასუხე, წითელ პარასკევს! მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ, მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა თორნიკე საყვარელო! აღდგომის მადლი შეგეწიოს. მადლობა თორნიკე საყვარელო! აღდგომის მადლი შეგეწიოს.
9. ძალიან კარგი ნაწერია, ქალბატონო ნინო...
უბრალოდ, ორ ადგილზე, რიტმი დამერღვა კითხვის დროს:
”მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა.”
არვინ მომისაკლისა - ხომ არ აჯობებდა?
”ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა,” - გადაარჩინა თითქოს ერთით მეტ მარცვალს ქმნის...
დანარჩენი, მომწონს მაგრად... და გილოცავთ დამდეგ აღდგომას... ძალიან კარგი ნაწერია, ქალბატონო ნინო...
უბრალოდ, ორ ადგილზე, რიტმი დამერღვა კითხვის დროს:
”მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა.”
არვინ მომისაკლისა - ხომ არ აჯობებდა?
”ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა,” - გადაარჩინა თითქოს ერთით მეტ მარცვალს ქმნის...
დანარჩენი, მომწონს მაგრად... და გილოცავთ დამდეგ აღდგომას...
8. „შენ გწამს ძე ღვთისა?“ „ვინ არს იგი უფალო, რათა მრწმენეს?“ „რომელი იტყვის შენთანა, იგი არს“ - „მრწამს უფალო“ ბრმის ხელახლა დაიბადა, მან ხომ თავის სიცოცხლეში პირველად იხილა ხილული სამყარო თავისი მშვენიერებით, მაგრამ მისთვის უმთავრესი მაინც მისი სულიერი თვალთახედვა იყო; მან ხომ თვალის ახელასთან ერთად იპოვა მხსნელი - ძე ღვთისა იესო ქრისტე. მან იცნო უფალი ღმერთი და მაშინვე მის სულს დაეუფლა აუწერელი სიხარული.
და ამ ლექსს აქვს მხოლოდ 8 კომენტარი???? „შენ გწამს ძე ღვთისა?“ „ვინ არს იგი უფალო, რათა მრწმენეს?“ „რომელი იტყვის შენთანა, იგი არს“ - „მრწამს უფალო“ ბრმის ხელახლა დაიბადა, მან ხომ თავის სიცოცხლეში პირველად იხილა ხილული სამყარო თავისი მშვენიერებით, მაგრამ მისთვის უმთავრესი მაინც მისი სულიერი თვალთახედვა იყო; მან ხომ თვალის ახელასთან ერთად იპოვა მხსნელი - ძე ღვთისა იესო ქრისტე. მან იცნო უფალი ღმერთი და მაშინვე მის სულს დაეუფლა აუწერელი სიხარული.
და ამ ლექსს აქვს მხოლოდ 8 კომენტარი????
7. ნიკა,ოთარ, ,,სამყაროს მიღმა'' ანანე, მარი ძვირფასებო! მადლობა წაკითხვისთვის, მოწონებისთვის და რაც მთავარია, საგულისხმო შენიშვნებისთვის! გილოცავთ მოახლოებულ აღდგომას! ნიკა,ოთარ, ,,სამყაროს მიღმა`` ანანე, მარი ძვირფასებო! მადლობა წაკითხვისთვის, მოწონებისთვის და რაც მთავარია, საგულისხმო შენიშვნებისთვის! გილოცავთ მოახლოებულ აღდგომას!
6. ეს არის ძალიან კარგი ლექსი, ძლიერი, საინტერესო შინაარსით და ლამაზად გადმოცემული. +5 ეს არის ძალიან კარგი ლექსი, ძლიერი, საინტერესო შინაარსით და ლამაზად გადმოცემული. +5
5. ჰაეროვანი ნაწერია და თან მძჳმე, ამის მოხერხება არ არის ადვილი და ძალიან მომეწონა. ემოციურად ძლიერია. ჰაეროვანი ნაწერია და თან მძჳმე, ამის მოხერხება არ არის ადვილი და ძალიან მომეწონა. ემოციურად ძლიერია.
4. მომეწონა საინტერესო ნაწერი იყო!!! მომეწონა საინტერესო ნაწერი იყო!!!
3. ნიკას ვეთანხმები. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი გფარავდეთ ქალბატონო ნინო. ;) ნიკას ვეთანხმები. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი გფარავდეთ ქალბატონო ნინო. ;)
2. ნიკა ძვირფასო! ეგ ადგილი გამსაკუთრებით გამიჭირდა და ანალოგიით წავედი ,,მაჯა ჩაბღუჯა'' ვერ გამოდის, ჩემი მაჯაც თვითონ ჩაბღუჯა - დესკრიფციულია და დინამიკას მინელებს მანდ... მერე ანალოგიის გზით წავედი, მაგ.ასეთით, პერანგის სახელოთი დაითრია... მაინც ვიფიქრებ კიდევ, , იქნებ რამე უკეთესი ვიპოვო. ნიკა ძვირფასო! ეგ ადგილი გამსაკუთრებით გამიჭირდა და ანალოგიით წავედი ,,მაჯა ჩაბღუჯა`` ვერ გამოდის, ჩემი მაჯაც თვითონ ჩაბღუჯა - დესკრიფციულია და დინამიკას მინელებს მანდ... მერე ანალოგიის გზით წავედი, მაგ.ასეთით, პერანგის სახელოთი დაითრია... მაინც ვიფიქრებ კიდევ, , იქნებ რამე უკეთესი ვიპოვო.
1. ..
მაჯით ჩამბღუჯა - ამ ადგილმა დამაეჭვა, ქალბატონო ნინო.
სიბნელეა მჭახე ნათელიც - ეს სტრიქონი განსაკუთრებულად მომეწონა.
თვითონ ნაწერი ძალდაუტანებლად იკითხება, საინტერესოდ. ..
მაჯით ჩამბღუჯა - ამ ადგილმა დამაეჭვა, ქალბატონო ნინო.
სიბნელეა მჭახე ნათელიც - ეს სტრიქონი განსაკუთრებულად მომეწონა.
თვითონ ნაწერი ძალდაუტანებლად იკითხება, საინტერესოდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|