ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

მტკვრის ნაპირტან

მტკვრის ნაპირთან

გარს მივლიან თოლიები,
ყვავ ყორნები მგლეჯენ,
სისხლი ჯერ არ გაყინულა,
გული მიცემს მე ჯერ.
მტკვრის ნაპირთან დამიგულეს,
დარდიანი ბევრჯერ,
დღეს კი როგორ მომერივნენ,
სხეულს ასე მგლეჯენ.
თოლიები გაჰკივიან,
ვერ მშველიან მძინარს,
ცრემლი ტალღებს უერთდება,
მტკვარად ჩამომდინარს.
გაიხარეს მტერმან თითქოს,
ამ ჩემს სასთუმალთან,
მტკვარი დედად მომევლინა,
დღეს მეტეხის კართან.
თოლიები აქვითინდნენ,
ვერ ვეთმობი თითქოს,
ვაი გრძნობა თუ მოვიდეს,
სიყვარულზე მკითხოს,
მე რა ვუთხრა ყორნებმა ხომ,
დამიჯიჯგნეს გული,
თოლიები ქვითინებენ,
კვდება სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები