ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

მშვიდობით

მშვიდობით

დარდს ეწვეთება ჩემი ცრემლები
სულში ფიქრები დანავარდობენ
ხმა მეკვეთება ბაგეს სიტყვები
აღარ ამშვენებს აღარ ვარდობენ

ვაი რა მწარე ყოფილა თურმე
ამ წუთისოფლის ტკბილი ჰანგები
ვაი, რა დამრჩა შენგან სახსოვრად
გრძნობის იარა ცრემლი განგების

შემეხორცება როგორც სანთელი
სამარადისოდ უფლის სახატეს
ვაი რა დამრჩა მოსაგონებლად
შენი თვალები სიზმრად დახატეს

ანგელოზებმა ჩემი ცრემლებით
მაგ შენს სიცოცხლეს გრძნობა შთაბერეს
აი რა დამრჩა შენგან სახსოვრად
ამ ჭაღარებმა სულ დამაბერეს

ალბად ზამთარი შემომეპარა
თოვლის ფიფქები მადნება თმებზე
ვაი რას ვეძებ უფალო ნეტავ
ამ გაუკვალავ უდაბურ გზებზე

სულით შიშველი ეკლის ტოტებზე
გრძნობას ამ გულში წმინდად ვიტოვებ
ვაი რა დამრჩა შენგან სახსოვრად
  ვკვდები,სიყვარულს ცრემლით გიტოვებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები