ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


აღდგომა დღეებში

რა ცისფრად ყვავის, ჩვენს თავთ დარგული იასამანი,
ბიბინა ბალახს, მაისის ქარი რა რიგად ათრობს,
ჭიკჭიკა მერცხალს კიპარისში დაუდევს ბუდე,
ტოროლა, ცაში გაზაფხულის შემოსვლას ხარობს.

ნახე, ნიკუშა ჩვენი ვაჟკაცი გვეწვია სტუმრად,
ვაი! ქეთათოც, ბებოს “ცუნცულაც” მოუყვანია,
როგორ გაზრდილა, ტანთ აუყრია ალვის ხესავით,
ანგელოზს მისთვის, სინატიფე დაუნათლია!

ყველა აქაა კაცო, სიტყვა გაიღე, რამ დაგამუნჯა?!
შვილიშვილის ხმას, ნუთუ ვეღარ სცნობ პირადი მგოსნის?!
აი, თინიკოც, ჩვენი ნაქები, უსიტყვო რძალი,
როგორ მოგვხედა, დაგვაწკრიალა ერთის ხელ მოსმით.

შეხედე ბაბუ, შვილიშვილმა გვიგორა კვერცხი,
და “საფერავით”, ჩვენს გულებზე ჩაახშეს დარდი,
ძალიან გვიმძიმს უთქვენობის ტკივილის თმენა,
და მას გვიქარვებს, თქვენი დარგული წითელი ვარდი.

გურამის საფლავს, ვუწილადოთ წითელი კვერცხი,
უთიბი მიწა და მარმარილო, რომ დასკდომია,
აღარავინ ჰყავს, არც მომხედი და არც მომგონი,
იდუმალებაც, შავი ქვასავით მას განსდგომია. 

აღდგომა დღეებს, არ იზაროდ საფლავზე გასვლა,
პაპა-ბებიებს და დედ-მამას აგებეთ ვალი,
რომ კიდევ ერთხელ, თქვენიანებს ხსოვნისა სტოვოთ,
ცრემლის, ღვინის, და დაღვენთილი სანთლისა კვალი.

სამაგალითოდ, ჩემი ნიკუშა, თიკო და ქეთი,
თუგინდ აღდგომის, მზიან დილით დაგემგზავრებათ,
“ქრისტე აღსდგაო” უთხარით ყველას, ილოცეთ გულით,
“ჭეშმარიტება”, ღვთით ბოძებული, დაგემადლებათ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს